ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„მისტრალების“ პასუხად: როგორი ვერტმფრენმზიდების აგებას აპირებს რუსეთი

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი Ка-52 „ალიგატორი“ სამხედრო სწავლებებზე
ვერტმფრენი Ка-52 „ალიგატორი“ სამხედრო სწავლებებზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მიმომხილველი ნიკოლაი პროტოპოპოვი რუსული ფლოტის ახალ გეგმებზე, საბჭოთა პერიოდის გამოცდილებასა და ამერიკულ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე საუბრობს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფლოტი 2020-იანი წლების შუა პერიოდიდან პრინციპულად ახალი კლასის, უნივერსალურ სადესანტო საზღვაო ხომალდებს მიიღებს, გემთმშენებლები, კონსტრუქტორები და სამხედროები უკვე ათანხმებენ პროექტის დეტალებსა და ამოცანებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

სააგენტოს სამხედრო მიმომხილველი ნიკოლაი პროტოპოპოვი რუსული ფლოტის ახალ გეგმებზე, საბჭოთა პერიოდის გამოცდილებასა და ამერიკულ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე საუბრობს.   

დიდი გეგმები

ვერტმფრენმზიდები ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივში“ აიგება. ორი უნივერსალური ხომალდ-დოკისთვის საძირკვლის ჩაყრა 2020 წლისთვის იგეგმება, ხოლო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის გადაცემა — 2025 და 2026 წლებში.

ჯერჯერობით უცნობია, სახელდობრ რომელი პროექტით აიგება ხომალდები. საფრანგეთთან „მისტრალების“ მიწოდების შესახებ კონტრაქტის ჩაშლის შემდეგ რუსეთის საკონსტრუქტორო ბიუროებმა რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს.

2015 წელს ნევის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურომ წარმოადგინა კონცეფცია „პრიბოი“ — 14 ათასი ტონა წყალწყვის ხომალდი, რომელსაც ავტომატურ რეჟიმში ცურვა ორი თვის განმავლობაში შეუძლია. ამასთან, მისი მარშრუტის სიშორე 11 ათასი კილომეტრია. „პრიბოი“ 8 ვერტმფრენისა და 6 სადესანტო კატარღის დატევაზეა გათვლილი. გარდა ამისა, შეუძლია 500 მედესანტისა და 60 ერთეული ჯავშანტექნიკის გადაზიდვა. 

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშისადესანტო ხომალდ „პრიბოის“ მაკეტი
„მისტრალების“ პასუხად: როგორი ვერტმფრენმზიდების აგებას აპირებს რუსეთი - Sputnik საქართველო
სადესანტო ხომალდ „პრიბოის“ მაკეტი

კრილოვის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრმა ვერტმფრენმზიდის საკუთარი პროექტი წარმოადგინა. ეს ნახევრად ტრიმარანია, 24 ათასი ტონა წყალწყვით. მის გემბანსა და ტრიუმებში 16 მოიერიშე ვერტმფრენი და 50 საბრძოლო ტექნიკა თავსდება და აქვს 500 მედესანტის გადაყვანის უნარი. ცურვის სიშორე „პრიბოის“ მსგავსი აქვს, ავტომატური ცურვის უნარი კი შედარებით დაბალი — ერთი თვე.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებს უკვე აქვთ ამგვარი ხომალდების მშენებლობის გამოცდილება. თუმცა სამხედრო დოქტრინის თავისებურებები გულისხმობდა, რომ საბჭოთა ვერტმფრენმზიდები უცხოური ანალოგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული უნდა ყოფილიყო როგორც გარეგნულად, ისე გადასაჭრელი ამოცანების სპექტრის მიხედვით.

ნადირობა წყალქვეშა ნავებზე

საბჭოთა ადმირალებს უფრო სავარაუდო მოწინააღმდეგის ატომური წყალქვეშა ნავები აინტერესებდათ. 1960 წელს გემთმშენებლებმა მიიღეს დავალება, შეექმნათ სუბმარინებთან მებრძოლი კრეისერი-ვერტმფრენმზიდი, რომელსაც ექნებოდა უნარი, აღმოეჩინა, კვალში ჩადგომოდა და გაენადგურებინა ბაზებიდან საკმაოდ შორს მყოფი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავები.

CC0 / Public Domain / საბჭოთა კრეისერი „ლენინგრადი“
„მისტრალების“ პასუხად: როგორი ვერტმფრენმზიდების აგებას აპირებს რუსეთი - Sputnik საქართველო
საბჭოთა კრეისერი „ლენინგრადი“

რამდენიმე წლის შემდეგ შავი ზღვის ფლოტი პროექტ „კონდორის“ ორი ასეთი კრეისერით აღჭურვეს, სახელწოდებით „მოსკოვი“ და „ლენინგრადი“. მათ, შეიძლება ითქვას, რომ უჩვეულო კონსტრუქცია ჰქონდათ: წინა ნაწილი სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ლათინური V-ს მსგავსად, მაგრამ მიდელში, ანუ შუა ნაწილში მნიშვნელოვნად ფართოვდებოდა. ზემოდან კი ხომალდი მსხალს ჰგავდა. ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა, ასაფრენი გემბანის ფართობი მეტად გაეზარდათ.

ხომალდზე 14 ანტისუბმარინული ვერტმფრენი ეტეოდა, რომლებიც რიგ-რიგობით მიფრინავდნენ საბრძოლო პატრულირებაზე, ზღვაში ჰიდროაკუსტიკურ ტივტივებს ყრიდნენ და დაზვერვას აწარმოებდნენ.

„კონდორებს“ ბორტზე მძლავრი რადიოლოკაციური აღჭურვილობა და შეიარაღება ჰქონდათ. კრეისერები აღჭურვილი იყო ანტისუბმარინული სარაკეტო დანადგარით, რომელიც სხვადასხვა სახის ჭურვებს ისროდა, მათ შორის, ბირთვულქობინიანს.

თუმცა, ხომალდებს ნაკლიც ჰქონდა. მაგალითად, არასტანდარტული ფორმის გამო კრეისერი შტორმისას ტალღაში ეფლობოდა და გემბანზე გადავლილ წყალს იოლად შეეძლო წყობიდან გამოეყვანა დანადგარები. გარდა ამისა, ხომალდის მართვასა და მისი სისტემების მომსახურებას ძალიან ბევრი ხელი სჭირდებოდა — ეკიპაჟის რაოდენობა 800 მეზღვაურსა და ოფიცერს აღწევდა.

CC0 / Public domain / საბჭოთა კრეისერი „მოსკოვი“
„მისტრალების“ პასუხად: როგორი ვერტმფრენმზიდების აგებას აპირებს რუსეთი - Sputnik საქართველო
საბჭოთა კრეისერი „მოსკოვი“

მიუხედავად ამისა, ვერტმფრენმზიდები წარმატებით ასრულებდნენ დავალებებს ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტიკის ოკეანეში — არა მარტო საბრძოლო დავალებებს, არამედ მონაწილეობდნენ სამაშველო და სამძებრო ოპერაციებშიც.

კრეისერი „მოსკოვი“ სამსახურიდან 1991 ჩამოწერეს და ჯართად მიჰყიდეს ინდურ კომპანიას, ხოლო „ლენინგრადს“ იგივე ბედი ოდნავ მოგვიანებით, 1993 წელს ეწია, რის შემდეგაც ის მცურავი ყაზარმის როლს ასრულებდა. 1997 წელს კი ისიც „ნემსებად“ გაიყიდა.

საერთო იდეა

დასავლეთის ქვეყნებს ვერტფრენმზიდების აგების ბევრად დიდი გამოცდილება აქვთ. განსაკუთრებით წარმატებულები ამ მხრივ ამერიკელები არიან. 1970-იანი წლებიდან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში უკვე იყო უნივერსალური სადესანტო ხომალდი „ტარავა“. ეს უზარმაზარი საექსპედიციო ხომალდებია, რომლებსაც სადესანტო ოპერაციის ადგილამდე ორი ათასი საზღვაო ქვეითის, ათობით ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გადაყვანა შეუძლია.

CC0 / Public domain / „ამერიკის“ ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდი
„მისტრალების“ პასუხად: როგორი ვერტმფრენმზიდების აგებას აპირებს რუსეთი - Sputnik საქართველო
„ამერიკის“ ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდი

„ტარავებმა“ ამერიკულ ფლოტში 2015 წლამდე იმსახურეს, რის შემდეგაც ისინი ბევრად თანამედროვე „უოსპებმა“ ჩაანაცვლა.

გარდა ამისა, აშშ-ში უკვე აგებულია და ფლოტის შემადგენლობაში ჩართულია სადესანტო ხომალდების ახალი სერიის ფლაგმანი გემი „ამერიკა“.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში არსებობდა ამერიკულის მსგავსი სადესანტო ხომალდების აგების გეგმა. 1980-იანების შუა წლებში კონსტრუქტორებმა შეიმუშავეს უნივერსალური სადესანტო ხომალდის პროექტი შიფრით „11780“. ის იმდენად ჰგავდა ამერიკულ ანალოგს, რომ არაოფიციალურად „ივან ტარავა“ შეარქვეს.

30 ათას ტონაზე მეტი წყალწყვის უზარმაზარი მცურავი დოკის გემბანზე დაჯდომა შეეძლო როგორც ვერტმფრენს, ისე საზღვაო ბაზირების თვითმფრინავ Як-38-ს. უნივერსალური სადესანტო ხომალდი ათასზე მეტ მეზღვაურს, 40 ტანკსა და 15 ჯავშანტრანსპორტიორს იტევდა. მაგრამ უმაღლესი სამხედრო სარდლობის შიგნით მომხდარი უთანხმოების გამო პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა. ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასზე საბოლოოდ შეწყდა საუბარი.

ყველა ახალი ამბავი
0