ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

© photo: Sputnik / Vasily Malyshev / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ ჭაბუკიანი და ვერა წიგნაძე
ვახტანგ ჭაბუკიანი და ვერა წიგნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბალეტის გამოჩენილ ქართველ მსახიობს ვერა წიგნაძეს 24 სექტემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა.

რით დაამახსოვრა მან თავი მსოფლიო ბალეტს, რისთვის უყვარდათ და ამ დრომდე რატომ ახსოვთ ის, ამის შესახებ „Sputnik–საქართველო" მოგითხრობთ.

ვერა წიგნაძე ბაქოში დაიბადა. დედა ბაქოში რუსეთიდან ჩავიდა და საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, მამა კი ძირძველი ქუთაისელი იყო, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქს სამსახურებრივი საქმეებიდან გამომდინარე ეწვია. ის ავად გახდა და იმ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ვერას დედა მუშაობდა. აი, აქედან დაიწყო მათი რომანი.

© photo: courtesy of National Archives of Georgiaვერა წიგნაძე
ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა - Sputnik საქართველო
ვერა წიგნაძე

ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლების დამთავრების შემდეგ ვერა ახუნდოვას სახელობის ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხვდა. მან კორდებალეტიდან დაიწყო, 16 წლისას კი ბალეტ „რაიმონდაში" მთავარი პარტია ანდეს.

ვახტანგ ჭაბუკიანი და ვერ წიგნაძე - Sputnik საქართველო
ჰაეროვანი ნახტომი

ისტორიულ სამშობლოში ერთ-ერთი სტუმრობისას ვერამ თბილისში თავისი კერპი — ქართული ბალეტის მეტრი ვახტანგ ჭაბუკიანი ნახა. ის დონ კიხოტს ცეკვავდა მარია სემიონოვასთან ერთად. ჭაბუკიანმა, თავის მხრივ, შენიშნა ვერა და ის თბილისში მიიწვია. და ის მალე მისი პარტნიორი გახდა.

ამის შემდეგ ვერას შემოქმედებით კარიერაში დაიწყო გასტროლები მთელ საბჭოთა კავშირში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, ჩილეში. მას ყველგან თავბრუდამხვევი წარმატება ჰქონდა.

ვერა წიგნაძის განმასხვავებელი თვისებები — ფორმის მკაცრი აკადემიურობა, ოსტატობა და ექსპრესიულობა — მის ცეკვაში ქალურ შარმთან და პოეტურობასთან კარგად იყო შერწყმული.

© photo: Sputnik / Vasilij Malyshev / გადასვლა მედიაბანკშივახტანგ ჭაბუკიანი და ვერა წიგნაძე
ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა - Sputnik საქართველო
ვახტანგ ჭაბუკიანი და ვერა წიგნაძე

კარიერის დასრულების შემდეგ წიგნაძემ პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კლასიკური ცეკვის პედაგოგად დაიწყო მუშაობა.

2005 წლის დეკემბერში „საქართველოს ფოსტამ“ გამოუშვა ორი მარკა „ქართული ბალეტი". პირველზე ვერა წიგნაძე იყო გამოსახული, მეორეზე – ვახტანგ ჭაბუკიანი.

© photo: courtesy of National Archives of Georgiaსაფოსტო მარკები ვერა წიგნაძისა და ვახტანგ ჭაბუკიანის გამოსახულებით
ვერა წიგნაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა - Sputnik საქართველო
საფოსტო მარკები ვერა წიგნაძისა და ვახტანგ ჭაბუკიანის გამოსახულებით

ვერა წიგნაძე ორჯერ იყო დაჯილდოებული სტალინის პრემიით: 1948 წელს ბალეტ „სინათლეში" შესრულებული კეთილი ფერიის პარტიისათვის და 1951 წელს თორაძის „გორდაში" შესრულებული პარტიისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0