საქართველო ხორბლის ახალ მომწოდებლებს ეძებს

© Ministry of Agriculture of Georgiaხორბლის მოსავლის აღება კახეთში
ხორბლის მოსავლის აღება კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ყველაზე მომგებიანია ხორბლის რუსეთიდან შემოტანა, მაგრამ საქართველოს არ სურს იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე

საქართველომ ყაზახეთთან ხორბლის იმპორტის გაზრდის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ დააჩქარა, რაც გავრცელდა ხმები რუსეთის მხრიდან შესაძლო შეზღუდვების შესახებ.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რით და ვისთან ვაჭრობს საქართველო >>

ურთიერთობები რუსეთთან გამწვავდა თბილისში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და შემდგომი საპროტესტო ტალღის შემდეგ. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაამკაცრა.

„იყო ხმები, რომ ტურისტულის შემდეგ ემბარგო გავრცელდება ღვინოზეც, ჩვენი მიმართულებითაც არსებობს ხმები, რომ განხორციელდება გარკვეული სანქციები, ამიტომ ყურადღებით ვართ“, - უმბო „Sputnik-საქართველოს“ „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.

მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი ხორბლის მთავარი იმპორტიორია საქართველოში.

ხორბალი - Sputnik საქართველო
ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

სამშაბათს ასოციაციის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა. განიხილებოდა ქვეყანაში არსებული ხორბლის მარაგი, ამ პროდუქტის იმპორტის ახალი წყაროების მოძიების შესაძლებლობები და შიდა წარმოების ზრდის პერსპექტივები.

„ძირითადად შევეხეთ გარდამავალი მარაგების რაოდენობას ქვეყანაში. ამ დღეებში საქართველოში იწყება ხორბლის მოსავლის აღება და ეს გვაძლევს დროს იმისათვის, რომ გადავერთოთ... იცით, რომ მთავრობა და კერძო სექტორი დიდი ხანია მუშაობს ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სილაგავამ.

რუსეთი - მთავარი იმპორტიორი

სილაგავას თქმით, საქართველო წლის განმავლობაში დაახლოებით 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10% ადგილობრივი წარმოებისაა, რუსეთზე 90% მოდის.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით რუსეთიდან ჩამოტანილი ერთი ტონა ხორბალი დაახლოებით 244 დოლარი ჯდება, რაც დღეისათვის საქართველოსთვის ყველაზე მისაღები ფასია.

მაჭავარიანი ხორბლის იმპორტზე: „ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ“ >>

„რუსული ფასი დომინირებს... რუსეთიდან ხორბლის ტრანსპორტირება - ზღვითა და რკინიგზით - დაახლოებით 30 დოლარი ჯდება“, - განაცხადა სილაგავამ.

ბოლო წლების განმავლობაში რამდენი უჯდებოდა საქართველოს ერთი ტონა რუსული ხორბალი, ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

საბაჟო პუნქტი ყაზბეგი - Sputnik საქართველო
„ოქროს სია": ხორბლის იმპორტიორების გარდა, ყველა კომპანიას დღეიდან შეღავათები გაუუქმდა

„სტატისტიკაში ერთად არის თავმოყრილი სასურსათო და არასასურსათო ხორბალი, არის მხოლოდ ზოგადი მონაცემი - 200 დოლარი, და ეს აბალანსებს ფასს. დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გაკეთდეს კლასიფიკაცია, რათა ზუსტი სურათი გამოჩნდეს“, - განაცხადა სილაგავამ.

რუსული ხორბალი საქართველოში შემოდის ზღვით (ფოთის პორტის გავლით), რკინიგზით (აზერბაიჯანის გავლით) და ავტოტრანსპორტით (ზემო ლარსიდან).

„როდესაც მოსავლის აღება იწყება, ის კი რუსეთში სამხრეთ რეგიონებიდან - სტავროპოლის და კრასნოდარის ოლქებიდან იწყება, და როდესაც მოსავალი კარგია, მაშინ ის ლარსის გავლით შემოდის. მაგრამ სხვა თვეებში - დეკემბრიდან მაისამდე - ხორბლის უმეტესობა რკინიგზით და ზღვით შემოაქვთ, რადგან სამხრეთ რეგიონებში მას აღარ ყიდიან და გარდამავალ მარაგებს ქმნიან“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ფსონი ყაზახეთზე

ბოლო წლებში ერთი ტონა ხორბლის იმპორტი ყაზახეთიდან რუსეთთან შედარებით უფრო ძვირი ჯდება - 260 დოლარი. ეს დიდ სატრანსპორტო ხარჯებს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა ფერმერებთან, მევენახეებთან და მცირე სასტუმროების მეპატრონეებთან კახეთში  - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს

სილაგავას თქმით, იყო დრო, როდესაც ყაზახური ხორბლის წილი ამ პროდუქტის საერთო იმპორტში 40-45%-ს შეადგენდა. მაგრამ მაშინ ყაზახეთის მთავრობა თავის ტერიტორიაზე გაწეულ სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირებას ახდენდა და იმპორტი მომგებიანი იყო. 5-6 წლის წინ შეღავათები გაუქმდა და ფასიც, შესაბამისად, საქართველოსთვის მისაღები აღარ იყო.

2019 წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყაზახეთში ვიზიტისას, მხარეები ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებაზე და საქართველოში მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ.

„წელს ისედაც შემოვიტანეთ ყაზახეთიდან დაახლოებით 60 ათასი ტონა ხორბალი, მაგრამ ეს ძველი მექანიზმებით მოხდა. ახლა ამ დღეებში ჩამოვა ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია, რათა განვიხილოთ დეტალები და გადავწყვიტოთ, რა მიმართულებებით და როგორი სატრანსპორტო ხარჯები გვექნება“, - განაცხადა სილაგავამ.

მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირების ფასი 20-25 დოლარით შემცირდება.

ეკონომიკის მინისტრი: რატომ იზრდება ლარის კურსი >>

„ყაზახეთიდან არის ორი ხაზი - კასპიის ზღვით და რკინიგზით. ერთი ტონის ტრანსპორტირება 80-85 დოლარი ჯდება. თუ დააკლდება 20-25 დოლარი, ფასი რუსულთან შედარებით კონკურენტული გახდება“, - განაცხადა სილაგავამ.

მამუკა ბახტაძე ყაზახეთში შეხვედრებს მართავს - Sputnik საქართველო
დეპუტატი მოლაპარაკების დეტალებზე: ღვინო - ყაზახეთში, ხორბალი - საქართველოში

სიტუაცია საბოლოოდ გაირკვევა მხოლოდ სექტემბერში, როდესაც ყაზახეთში ხორბლის მოსავლის აღება დაიწყება.

„რუსული ფასი დომინირებს, რადგან ახლა ხორბლის მოსავალს იღებენ. როდესაც ახალი მოსავალი მწიფდება, ფასი ყოველთვის იკლებს. სექტემბერში კი, როდესაც ყაზახეთში მოსავალი დამწიფდება, ვფიქრობთ, რომ რუსეთში ფასი მოიმატებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

თუმცაღა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მდიდარი მოსავალი იქნება ყაზახეთში, რომლის მოცულობაც ხორბლის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს.

გააქტიურების დროა

იმპორტის ალტერნატიული წყაროების მოძიების გარდა, მთავრობას არ ავიწყდება შიდა წარმოების განვითარების მნიშვნელობა. ბოლო წლებში, პურის მრეწველთა კავშირის მონაცემებით, ადგილობრივი ფერმერები უმნიშვნელოდ, მაგრამ ზრდიან წარმოებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის.

„მაგალითად, გასულ წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი იყო 230 ათასი ტონა. წელს მოსალოდნელია 300 ათასამდე. ასეთი რამ დიდი ხანია არ ყოფილა. ადგილობრივი წარმოების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

აშინებთ თუ არა ქართველ მეღვინეებს ახალი ემბარგო? >>

საქართველოს შეუძლია გაზარდოს წარმადობა, მაგრამ ამისათვის ტექნოლოგიები მაღალ დონეზე უნდა იყოს, აღნიშნა ლევან სილაგავამ.

„სტატისტიკით, ჩვენ ვთესავთ სადღაც 100 ათას ჰექტარს. საშუალო წარმადობა - 2,5 ტონა ჰექტარზე, და გამოდის 200 ათასი ტონა. აქედან დაახლოებით 60-70 ათასი ტონა - სასურსათო ხორბალია“, - განაცხადა სილაგავამ.

ახალშენები თბილისში - Sputnik საქართველო
უძრავი ქონება საქართველოში და რუსი მყიდველები - სავარაუდო ზარალი

საქართველოსთვის კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ ის შიდა მოთხოვნას საკუთარი რესურსებით მესამედით მაინც დააკმაყოფილებს.

„მსოფლიოში არსებობს კარგი ტექნოლოგიები. მსოფლიოში საშუალო მოსავლიანობაა - 5-6 ტონა ჰექტარზე. თუ ჩვენ მოვიყვანთ ხორბალს ცოდნისა და ტექნოლოგიების ხარჯზე, კარგ თესლს გამოვიყენებთ, რომელიც კონკრეტულ რაიონებს მიესადაგება, მოსავალი 500 ათას ტონამდე გაიზრდება. და თუკი საქართველო საკუთარ თავს 30-40%-ით უზრუნველყოფს, ეს კარგი მაჩვენებელი იქნება“, - აღნიშნა სილაგავამ.

„საქსტატის“ მონაცემებით, ხორბლის მოსავალი 2018 წელს იყო 107,1 ათასი ტონა, აქედან 86,1 ათასი ტონა კახეთში მოიყვანეს. გასულ წელს ხორბალი დაითესა 43 ათას ჰექტარზე.

ასეა თუ ისე, საქართველოში ხორბლის მარაგი ჯერჯერობით საკმარისია.

ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდებს >>

„ჩვენ ვქმნით გარდამავალ მარაგებს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარაგი თვენახევარ-ორ თვეს გვეყოფა. თანაც საქართველოში მოსავალი მწიფდება, და თუ რამე მოხდება, ეს ჩვენ დაგვეხმარება... ამ მარაგებით მინიმუმ სექტემბრამდე გავიტანთ თავს“, - ირწმუნება სილაგავა.

სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში მათი გადალახვის სხვა შესაძლებლობებიც არსებობს.

„ხორბლის გარეშე ჩვენ არ დავრჩებით. ჩვენთვის გახსნილია უკრაინის მიმართულება, რუმინეთისა და უნგრეთის მიმართულება ზღვით. დაახლოებით 5-6 წლის წინ უნგრული ხორბალი შემოგვქონდა. ხორბლის შემოტანის პრობლემა არ არსებობს, აქ პრობლემა ფასშია - რა ფასში შემოვიტანოთ“, - დასასრულს აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0