უძრავი ქონება საქართველოში და რუსი მყიდველები - სავარაუდო ზარალი

© Sputnik / Alexander Imedashviliახალშენები თბილისში
ახალშენები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეველოპერები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენები დააზარალებს არა დეველოპერებს, არამედ იმათ, ვინც უძრავ ქონებას აქირავებს

რუსეთის ახალი სანქციები წელს ყველაზე მეტად ტურისტულ სექტორს და შავი ზღვისპირა რეგიონის უძრავი ქონების ბაზარს დააზარალებს, მიიჩნევს კომპანია Global Promotion Group-ის გენერალური დირექტორი გიორგი გოჩელეიშვილი.

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს >>

კომპანია Global Promotion Group უძრავი ქონების გამოფენების ორგანიზატორია და ბინების ბაზარზე გაყიდვების ტენდენციაზე დაკვირვების შესაძლებლობაც აქვს.

„ბოლო დროს უძრავი ქონების რუსი მყიდველები თანხას, პირველ რიგში, სწორედ ტურისტულ და განსაკუთრებით ზღვისპირა უძრავ ქონებაში აბანდებდნენ - უმეტესად ბათუმში“, - აღნიშნა გოჩელეიშვილმა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის

მისი პროგნოზით, წელს აჭარაში უძრავი ქონების შეძენის მოთხოვნილება რუსეთის მოქალაქეთა მხრიდან ძალაუნებურად დაეცემა.

თბილისში არეულობის ფონზე რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამავდროულად რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმაც შეწყვიტეს განაცხადების მიღება საქართველოს საგზურებზე. 

„რუსები ყიდულობდნენ ყველაზე მასობრივ პროდუქტს სანაპიროზე - იაფ კვადრატულ მეტრს. რუსეთის მოქალაქეთა წილზე შარშან მოდიოდა უცხოელებთან უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების 35%“, - განაცხადა გოჩელეიშვილმა. რუსეთის მოქალაქეთა შორის აშკარად გამოკვეთა მცირე, შედარებით იაფი საკურორტო ბინების მიმართ ინტერესის ზრდის ტენდენცია.

მოკლევადიან პერსპექტივაში, ბაზრის დარეგულირებამდე, ამ სეზონზე ბევრ დეველოპერს, განსაკუთრებით, ზღვისპირა რაიონებში, „მოუწევთ ოპტიმისტური გეგმებიდან და პროგნოზებიდან რეალისტურზე ჩამოსვლა“. ამ ზაფხულს უძრავი ქონების გაყიდვების მოცულობა უცხოელებს შორის აჭარაში შეიძლება 20%-მდე დაეცეს, აღნიშნა გოჩელეიშვილმა.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი >>

„თბილისში, თუ უცხოელები არ იყიდიან უძრავ ქონებას - ეს საგრძნობი არ იქნება, არ იქნება საგრძნობი მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ აჭარაში შესამჩნევი იქნება. მთლიანობაში ამ სეზონზე კარგი არაფერია მოსალოდნელი, მაგრამ კატასტროფულიც არაფერი ხდება“, - აღნიშნა გოჩელეიშვილმა.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
დამოკიდებულია თუ არა ლარის კურსი ტურისტების რაოდენობაზე – კობა გვენეტაძე განმარტავს

რაც შეეხება თბილისსა და ქვეყნის სხვა მხარეებს, აქ რუსებს შორის უძრავ ქონებაზე მოთხოვნილება ნაკლები იყო. თბილისსა და ქვეყნის სხვა მხარეებში დივერსიფიცირებული ბაზარია, რომლითაც რუსები ნაკლებ არიან დაინტერესებული. აქ მათ კონკურენციას უწევენ ინდუსები, პაკისტანელები, ირანელები და ბოლო დროს ევროპელები.

რუსი მყიდველი - საკმაოდ სპეციფიკურია, საქართველოს უძრავი ქონების სხვა უცხოელი მფლობელებისგან განსხვავებით. აქ საკმაოდ მკაფიოდაა გამოკვეთილი ჯგუფი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს - ეთნიკური ქართველები ან უბრალოდ წარმოშობით საქართველოდან არიან. ბევრი მათგანი მხოლოდ უძრავ ქონებას კი არ ყიდულობს, არამედ საქართველოს მოქალაქეობასაც ითხოვს. მეორე ჯგუფი - არიან ჩამოსულები, რომლებსაც უბრალოდ ძალიან მოსწონთ ქვეყანა ან შესაძლებლობა, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ უძრავი ქონება ზღვის სანაპიროზე.

კარასინი: რუსეთი მზად იყო, საქართველოსთვის ვიზები გაეუქმებინა >>

„საქართველო სწრაფად იხვეჭს პოპულარობას ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეთა შორის“, - აღნიშნა გოჩელეიშვილმა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ რამდენიმე წლის წინ მასშტაბური კვლევა ჩაატარა. მისი მონაცემებით, ოთხ წელიწადში - 2012-დან 2016-მდე - რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში საქართველოში 18 ათასი უძრავი ერთეული მოხვდა - როგორც ყიდვა-გაყიდვის გარიგება, ისე მემკვიდრეობის ან ჩუქების გაფორმება. აქ შედის 7,8 ათასი ბინა, დანარჩენი - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ყველა უცხოელ მოქალაქეს შორის რუსებზე ამ პერიოდში მოდიოდა უძრავ ქონებაზე გაფორმებული გარიგებების 53%.

დღეს თბილისში დეველოპერული კომპანიების უმრავლესობა ამბობს, რომ არ არის დამოკიდებული რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე.

„ჩვენი სეგმენტი - ადგილობრივი მცხოვრებლები, საქართველოს მოქალაქეები არიან. მიგვაჩნია, რომ ბოლო მოვლენები უფრო მეტად დააზარალებს იმ ადამიანებს, რომლებიც უძრავ ქონებას იჯარით აქირავებენ“, - განაცხადა „დირსის“ წარმომადგენელმა ქეთი ფაჩულიამ. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია საქართველოში, მისი ყველაზე მასშტაბური პროექტი - არის ათ ჰექტარ მიწაზე გაშენებული 11 საცხოვრებელი კორპუსი 2,6 ათასი ბინით.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა

„ჩვენ რუსეთიდან ძალიან ცოტა მყიდველი გვყავს. მყიდველების საერთო რაოდენობიდან ერთს ან ორს თუ გავიხსენებ. ასე რომ, ბოლო მოვლენები არანაირად არ აისახება ჩვენს საქმიანობასა და გაყიდვებზე“, - განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა - საერთაშორისო ჰოლდინგის, Maqro Construction-ის წარმომადგენელმა. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. განხორციელებულ პროექტებს შორის არის საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელზეც 45 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

გამოკითხულთა შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდული უძრავი ქონების ყველაზე მეტი წილი კომპანია „დომუსზე“ მოდის. ეს დეველოპერული კომპანია აშენებს ინოვაციურ სახლებს თბილისის ცენტრში, მწვანე ზონების მახლობლად. შარშან კომპანიის მიერ გაყიდული უძრავი ქონების 15% შეიძინეს რუსეთის მოქალაქეებმა, ოღონდ არა ტურისტებმა, არამედ ეთნიკურმა ქართველებმა.

ყველა ახალი ამბავი
0