ექიმი თუ ადვოკატი – ვინ გახდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

© Sputnik / Alex Shlamovარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის გადამწყვეტ ბრძოლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას პარლამენტში თავისი წარმომადგენლის ასარჩევად კიდევ ერთხელ მოუწევს საარჩევნო უბნებზე მისვლა.

საქართველოს პარლამენტის 150 ადგილიდან ერთი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

ბრძოლა მთაწმინდისთვის: ვის შეხვდება ზურაბიშვილის ადგილი საქართველოს პარლამენტში>>>

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე.

დაუსრულებელი არჩევნები

როგორც ექსპერტები აცხადებენ, მორიგი ლოკალური შერკინება გაიმართება არა კონკრეტულ კანდიდატებს, არამედ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ორივე შემთხვევაში გამარჯვება – პრესტიჟის საკითხია.

არჩევნები - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

19 მაისს, არჩევნების პირველ ტურში უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 34,27% გამოცხადდა. სულ მთაწმინდის რაიონში 43,9 ათასი ამომრჩეველია.

კენჭისყრის შედეგად კანდიდატებს შორის სხვაობამ კახაძის სასარგებლოდ 614 ხმა შეადგინა. თუმცა კახაძემ ხმათა საჭირო რაოდენობა – 50%-ზე მეტი მაინც ვერ მოაგროვა, ამიტომ ბრძოლას დეპუტატობისთვის მეორე ადგილზე გასულ კანდიდატთან ერთად მეორე ტურში გააგრძელებს.

სხვათა შორის, ორივე კანდიდატი ერთ დღეს – 28 ოქტომბერსაა დაბადებული. კახაძე შავგულიძეზე ოთხი წლით უფროსია.

ექიმი – ხელისუფლების კანდიდატი

65 წლის ვლადიმერ კახაძისთვის ეს არჩევნები საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მეორე მცდელობაა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი კენჭს იყრიდა მთაწმინდის რაიონში „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის სახელით, მაგრამ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.

კახაძე გამოცდილი ექიმია. ცოტაოდენი გამოცდილება პოლიტიკაშიც აქვს. შეიძლება ბევრს არც ახსოვს, მაგრამ იგი 1998-2002 წლებში თბილისის პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. უმეტესობა მას იცნობს, როგორ ექიმს.

საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება

მთელი მისი ცხოვრება მედიცინას უკავშირდება. უმუშავია არაერთ კლინიკაში. ბოლო დროს ოფთალმოლოგიურ კლინიკა „მზერაში“ კონსულტანტის პოზიციაზე მსახურობდა. მანამდე სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ კლინიკისა და სამედიცინო კომპანია Oxford Medical Georgia-ს კონსულტანტი იყო.

კახაძე „საქართველოს კრიმინოლოგიური აკადემიის“ საპატიო აკადემიკოსი და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია.

ადვოკატი – ოპოზიციის კანდიდატი

61 წლის შალვა შავგულიძისთვის ეს საპარლამენტო არჩევნები პირველი არ არის. თუმცა, პირველია ოპოზიციონერის ამპლუაში.

2012 წელს შავგულიძე პარლამენტის დეპუტატად ვაკის რაიონში აირჩიეს. მაშინ იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. პარლამენტში მოხვდა „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით, ხოლო 2013 წელს, როდესაც პარტიამ კოალიცია დატოვა, ოპოზიციაში გადავიდა.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
„ოცნება VS ნაცები“: 2020-ის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია

შავგულიძემ სახელი გაითქვა არა იმდენად როგორც პარლამენტის დეპუტატმა ან პოლიტიკოსმა, რომელმაც ყოფილ დიპლომატებთან – ირაკლი ალასანიასთან, ვიქტორ დოლიძესთან და სხვებთან ერთად 2009 წელს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დააფუძნა, არამედ როგორც ადვოკატმა. ამ საქმიანობით იგი 1996 წლიდანაა დაკავებული. ყველაზე ხმაურიანი მის საადვოკატო პრაქტიკაში გირგვლიანის საქმე იყო.

„საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი თბილისის ერთ-ერთ ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლომ საქმეზე განაჩენი გამოუტანა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებიც მოგვიანებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

შავგულიძემ გირგვლიანის დედასთან ირინა ენუქიძესთან ერთად სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და საქმე მოიგო. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0