მესამე ძალა? მოძრაობა „დაიცავი საქართველომ“ ახალი თამაში დაიწყო

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დაიცავი საქართველომ“ დაისახა ახალი მიზანი - გამოცდილი პოლიტიკური მებრძოლები ამ მოძრაობას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველო“, რომელიც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ბოლომდე ებრძოდა, ახლა ამჟამინდელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ გამოდის.

პარლამენტის შემდეგ საკრებულო: ვინ და რატომ ირჩევს ეკა ბესელიას გზას >>

ორგანიზაცია წინა ხელისულების დროს, 2009 წელს მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში შეიქმნა. ორგანიზაციის სახელწოდება გახდა ერთ-ერთი ლოზუნგი გაერთიანებული ოპოზიციისა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლას მოითხოვდა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
„დაიცავი საქართველო“ ბრძოლას იწყებს - საქართველოს პოლიტიკურ არენაზე კონკურენცია ძლიერდება

„დაიცავი საქართველო“ ბოლოჯერ გააქტიურდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა. მოძრაობის ლიდერები რეგიონებში დადიოდნენ და ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ.

ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ, „დაიცავი საქართველო“ უპირისპირდება თავის ყოფილ თანამოაზრეებს სააკაშვილთან ბრძოლაში - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“. საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილოა.

„შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა,“ - განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, ცნობილმა პოეტმა დავით მაღრაძემ კრებაზე.

საზოგადოებრივი მოძრაობის გამოკითხვების მიხედვით, რომელიც სხვადასხვა მხარეების დაკვეთით ტარდება, მთავარ კონკურენტებად, როგორც ეს ხელისუფლების შეცვლამდე იყო, რჩებიან „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. ბოლო დროიდან მესამე ავტორიტეტული პარტია არის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომელიც 2017 წელს „ნაცმოძრაობას“ ჩამოშორებულმა პოლიტიკოსებმა შექმნეს.

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა >>

„ეროვნული ამოცანის ხარისხშია ის, რომ ისეთი ხვალინდელი დღე შევქმნათ, რომ ყველა ჩვენგანი საარჩევნო ყუთთან წელგამართული წავიდეს", - აღნიშნა მაღრაძემ.

მისი თქმით, „დაიცავი საქართველოს“ ბრძოლის დიდი გამოცდილება გააჩნია და ის თავის მიზანს მიაღწევს.

ახალი თამაში

მიუხედავად იმისა, რომ მაღრაძეს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვის მხარდაჭერას აპირებს „დაიცავი საქართველო“ თავის ბრძოლაში ხელისუფლების შესაცვლელად, კრებაზე გამოჩნდა ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც სხვადასხვა დროს „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

ჩატარდება თუ არა 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით? >>

სხვებთან ერთად იყო მმართველი პარტიიდან წასული პარლამენტარი ეკა ბესელია, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ემზადება.

„პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. დაიცავი საქართველო დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვისთან ერთად აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას ბესელია, ჯერჯერობით უცნობია. მის პოტენციურ თანამოაზრეებს შორის პარლამენტის ის შვიდი დეპუტატი მოიაზრება, რომლებმაც „სასამართლო სკანდალის“ ფონზე მის კვალდაკვალ „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა სააკაშვილს მშიშარა უწოდა

„დაიცავი საქართველოს“ კრებაზე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი წევრი - პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ამ საზოგადოებრივ მოძრაობასთან.

„საქართველოს სჭირდება დაცვა ივანიშვილის და სააკაშვილის დამანგრეველი ურთიერთქიშპობის და ამ მოჯადოებული წრისგან. „შენების მოძრაობამ“ ორი წლის წინ გამოაცხადა, რომ „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა ასევე ცნობილი ქართველი მომღერალი გია გაჩეჩილაძე („უცნობი“), რომელმაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლების შესაცვლელად ბევრი რამ გააკეთა.

აპირებს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას >>

„ვიბრძოდი, რადგან ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს საქართველოს ხვალინდელი დღეა. ჩემთვის ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, და არა ძალაუფლებისთვის... ცხოვრებაში ჰალსტუხი არ მკეთებია და რა მინდა პოლიტიკაში? არა“, - ხაზგასმით აღნიშნა „უცნობმა“.

ამასთან მან აღნიშნა, რომ დღეს „დაიცავი საქართველოს“ აღორძინება მოხდა.

„ახლა გაჩნდა რაღაც ახალი ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ოპოზიციაში და ხვალ ის, შესაძლოა, ხელისუფლებაში მოვიდეს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც არ უნდა იყოს, რამდენიმე დღის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. ქვეყნის ბედი სწორედ საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.

ყველა ახალი ამბავი
0