22:56 17 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9791
  • 100 RUB3.9608
  • USD2.6413
აფეთქება დიდ დიღომში

ღამის ტრაგედია: ვინ ააშენა საცხოვრებელი კორპუსი თბილისში და რატომ მოხდა აფეთქება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (41)
233 0 0

აფეთქება დიდ დიღომში ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე გუშინ მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანია L Group-მა ააშენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Взрыв газа в жилом доме в районе Диди Дигоми. Последствия взрыва - выбитые стекла и разрушения в здании
© Sputnik / STRINGER
დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ, საღამოს მოხდა ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩებიან ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა, და ერთი ორსული.

Взрыв газа в жилом доме в районе Диди Дигоми. Полиция оцепила территорию вокруг здания, где произошел взрыв
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ტრაგედია დიდ დიღომში

აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. ბინების გაყიდვა მშენებლობის დასრულებისთანავე დაიწყო და იმავე წლის ზაფხულში დასრულდა. ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1 ათას ლარს აღემატებოდა. საცხოვრებლ კორპუსს 1,3 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია უკავია.

2018 წლის მაისში შენობას ოფიციალური მისამართიც მიენიჭა – ავთანდილის ქუჩა N8.

რაც შეეხება კომპანია L Group-ს, მისთვის აღნიშნული სახლი თბილისში აშენებული პირველი კორპუსია. კომპანია 2016 წლის ოქტომბერში გრიგოლ ჭანტურიამ დაარეგისტრირა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოსა და რუსეთის.

Взрыв газа в жилом доме в районе Диди Дигоми. Здание, где произошел взрыв
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ტრაგედია დიდ დიღომში

ჭანტურიას სახელზე რეგისტრირებულია კიდევ ერთი კომპანია „ილორი", რომლის მოღვაწეობის სფეროც მასმედიისთვის უცნობია.

რა მოხდა?

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს. აფეთქება შემოწმებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს>>>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღძრული საქმის ფარგლებში უკვე დაკითხეს „ყაზტრანსგაზ თბილისის" თანამშრომლები.

 

თემები:
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (41)

მთავარი თემები