ივანიშვილი VS სააკაშვილი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო მედიაში

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ბანერი
გრიგოლ ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გადამწყვეტ მომენტში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

მიმდინარე წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა დაწყებულია - საქართველოში პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან.

არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, კონკურენტებმა პრაქტიკულად ერთნაირი რაოდენობის ხმმები მიიღეს, რაც მომავალი პრეზიდენტის ვინაობის პროგნოზირებას ართულებს.

ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გადამწყვეტი მომენტი

ამერიკული გამოცემა Washington Post-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომაა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი აღმოსავლეთ ევროპისთვის“.

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ პირველ ტურში ემოციები ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და პოლიტიკური დებატები ხშირად გულისამრევ შეურაცხყოფამდე მიდიოდა.

„თუ საქართველო ვერ შეძლებს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეორე ტური, ბევრი ევროპული ქვეყნის სკეპტიკოსებისთვის ეს იქნება დასტური იმისა, რომ ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ევროპის ნაწილი“, - აღნიშნავს გამოცემა.

სტატიის ავტორის აზრით, ადგილობრივი მედია სრულად პოლიტიზირებულია - პროსამთავრობო და ოპოზიციური სატელევიზიო არხები ღიად ეწევიან აგიტაციას თავთავიანთი კანდიდატის სასარგებლოდ, ხოლო ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ექს-პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილი მმართველ პარტიას აფინანსებს.

ოლიგარქი vs რევოლუციონერი

ბიძინა ივანიშვილის როლზე არჩევნებში ყურადღებას ამახვილებს შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი. ავტორი სტატიისა „საქართველოში არჩევნები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენით ტარდება“, აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მეტწილად პროტოკოლურ ხასიათს ატარებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარე არჩევნები მმართველი პარტიის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

​„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ამ 66 წლის, ევროპული წარსულის მქონე ინტელექტუალ ქალში იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატი დაინახა“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელის გაგონებაც არ სურს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის უკან მოიაზრება.

„[სააკაშვილი] ზედმეტად ხისტ პოლიტიკას ატარებდა უსაფრთხოების სფეროში, ამწესებდა რა ციხეებში ბევრ ადამიანს მინიმალური დანაშაულისთვისაც კი“, - ნათქვამია Le Temps-ის სტატიაში. 

პუბლიკაციის ავტორის აზით, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს მსგავსი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ამიტომ 28 ნოემბრის არჩევნებს ძირითადად ემოციური ფაქტორი განსაზღვრავს.   

ომი და სხვა საფრთხეები

„სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რევოლუციითა და ომით აშინებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Независимая газета.

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ვითარების გამწვავებისთვის ემზადება. მისი აზრით, ამგვარი ვარაუდის საფუძველს იძლევა იმ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, რომელშიც ერთმანეთს თითქოს მიხეილ სააკაშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მოგვარე, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ესაუბრებიან ერთმანეთს. 

​აღნიშნულ აუდიოჩანაწერში სააკაშვილის ხმით მოსაუბრე პიროვნება საყვედურობს მეორეს, რომ მათ რევოლუციური განწყობა აკლიათ და გაუბედავად მოქმედებენ. რაზეც გიორგი ვაშაძის ხმით მოსაუბრე პასუხობს, რომ ყველაფერი საჭირო ფულადი სახსრების ნაკლებობის ბრალია, ურომლისოდაც არაფერი გამოდის.

როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, „ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სააკაშვილის რეაქცია იყო ნერვიული, რომ ხალხი არ წამოეგება სიყალბეს... თუმცა მისი უარყოფა არცთუ დამაჯერებლად ჟღერდა“.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმით, საქართველოში ვითარება მართლაც იძაბება.

ყველა ახალი ამბავი
0