ევროპელების უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი მასმედია რუსეთის მიმართ არაობიექტურია

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოლიტოლოგის პეტრე მამრაძის მტკიცებით, დასავლეთში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი უნდობლობა ტოტალურ მასშტაბებს აღწევს.

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები რუსეთის შესახებ არაობიექტურად წერენ, ასეთია პროექტ Sputnik.Мнения-ს ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ამ მოსაზრებას ემხრობა გამოკითხვაში მონაწილე ფრანგების 53%, გერმანელების 50%, ბრიტანელების 47% და ამერიკელების 43%.

ამასთან, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში რუსეთთან მიმართებით მასმედიის არაობიექტურობაზე უფრო ხშირად მამაკაცები საუბრობენ. ამ პოზიციას ემხრობა საფრანგეთსა და გერმანიაში ახალგაზრდა თაობა, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კი უფროსი თაობა.

© photo: Sputnikთქვენს ქვეყანაში წერენ თუ არა ობიექტურად რუსეთის შესახებ?
ევროპელების უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი მასმედია რუსეთის მიმართ არაობიექტურია - Sputnik საქართველო
თქვენს ქვეყანაში წერენ თუ არა ობიექტურად რუსეთის შესახებ?

გამოკითხვა Sputnik News–სთვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 9–20 აგვისტოს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4033-მა რესპონდენტმა.

შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება +/– 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ექსპერტის მოსაზრება

სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელ პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ დასავლეთში ბოლო პერიოდში საკუთარი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი უნდობლობა ტოტალური გახდა.

„ახლა ადგილი აქვს ძალზე საინტერესო მოვლენას. ბოლო დროს, ბოლო წლებში და, პირველ რიგში, დასავლეთში მასმედიის მიმართ ტოტალური უნდობლობაა, იქნება ეს ტელევიზია თუ პრესა. ეს ძალზე საინტერესო მოვლენაა, რომელსაც სწავლობენ. ეს ხდება კოლოსალური რაოდენობის ფეიკ-ნიუსების ფონზე. სოციალურ ქსელში ღმერთმა უწყის რა ვრცელდება და ადამიანები ირჩევენ იმას, რაც მათ მოსწონთ", – განაცხადა მამრაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მასმედიის არაობიექტურობა მთელი მსოფლიოს პრობლემაა.

ამერიკელებსა და ევროპელებს მიაჩნიათ, რომ Google და Facebook–ი ინფორმაციით მანიპულირებენ>>>

„ახლა უკვე ყველგან არსებობს ინტერნეტი. ინტერნეტში შესვლისას მომხმარებელს ზღვა ინფორმაცია ხვდება და გამოუცდელ ადამიანს უჭირს გარჩევა – რომელია სწორი და რომელი არა. ეს მრავალი კვლევითაა დადასტურებული, დაწყებულია ცნობილი პროცესი: ადამიანი ირჩევს იმას, რომლის სათაურიც, შინაარსიც მოსწონს და მას, რაც არ მოსწონს, პირველი სტრიქონის წაკითხვისთანავე ხურავს. მხოლოდ ცოტა პროფესიონალი კითხულობს სწორედ იმას, რაც მათ წარმოდგენას ეწინააღმდეგება, რათა გაიგოს მეტი, რათა შეექმნას ობიექტური აზრი", – აღნიშნა მამრაძემ.

ცნობა პროექტ Sputnik.Мнения-ს შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus, Ifop და forsa. Sputnik.Мнения-ს ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების ირგვლივ.

Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს Sputnik-ის (sputniknews.com) ნაწილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0