ახალი რეგულაციები სესხის გაცემაზე

© Pixabay / stevepbბანკის საქმიანობა
ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვის გაურთულდება 1 ნოემბრიდან კრედიტის აღება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სიურპრიზი მოუმზადა ხალხს და კომერციულ ბანკებს. მართალია, წინასწარი მოლოდინი იყო, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესები 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ახალი რეგულაციების ამოქმედება გადმოწიეს. 1 ნოემბრიდან შეზღუდვები გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, 1 იანვრიდან კი, უკვე ყველა საკრედიტო ორგანიზაციაზე.

24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ახალი რეგულაციებისთვის საბანკო სისტემა მზად არის.

„დებულების სამუშაო ვერსია საჯარო განხილვისთვის 16 ივლისს გამოქვეყნდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შენიშვნებისა თუ მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა დებულების განახლებული პროექტი, რომლის მიღება მიმდინარე თვის ბოლოსთვის მოხდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
ფულის შოვნის „შემოვლითი გზა“, ანუ სესხიც საოცნებო გახდა...

ახალ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ დებულებაში მითითებულია, რომ კომერციულ ბანკებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სესხის გაცემის დროს.

2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემას დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. გამკაცრდება ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმები პრაქტიკულად ყველა ტიპის სესხების გაცემისას. დგინდება ერთიანი ჭერი, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი;

2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება;

3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი იქნება;

4. სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ფული  - Sputnik საქართველო
საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

ახალი რეგულაციები ასევე ადგენს შემოსავლების ჯგუფების მიხედვით სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტებს. სებ-ის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის (მსესხებელი/თანამსესხებელი ითვლება ჰეჯირებულად, თუ მათი ყოველთვიური წმინდა შემოსავლები ვალუტების მიხედვით საკმარისია შესაბამის ვალუტაში არსებული ყოველთვიური გადასახდელების არანაკლებ 90%-ით მომსახურებისთვის - განმარტებულია დებულებაში). 

6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით, ასე გამოიყურება:

1. თვეში 1000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;

2. თვეში 1000 -3000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 600 ლარამდე;

3. თვეში 3000-5000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 1000 ლარამდე;

4. თვეში 5000-7000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 1,750 ლარამდე;

5. თვეში 7000-10000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 3000 ლარამდე;

6. თვეში 10000 ლარზე მეტი - ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.

გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო
ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – გამოსავალი ჭარბვალიანობის დასაძლევად?

ეს ნიშნავს, რომ, ახალი რეგულაციით, თუ თქვენი ხელფასი 500 ლარია, ერთი წლით მაქსიმუმ 1200 ლარის სესხებას შეძლებთ, რადგან 500 ლარის სასესხო ტვირთი 20% უდრის 100 ლარს. თუ 500-ლარიანი ხელფასის შესაბამისი, ერთწლიანი მაქსიმალური სესხი 1200 ლარი აიღეთ და წლის მანძილზე კიდევ დაგჭირდათ დამატებითი თანხის სესხება, ბანკიდან ფულის მიღების შანსი აღარ გექნებათ. 1 ნოემბრიდან ბანკს თქვენზე დამატებითი ფულის გასესხების უფლება არ ექნება, 1 იანვრიდან კი - უკვე არც ერთ სხვა საკრედიტო ორგანიზაციას. 

ახალი რეგულაცია ასევე ეხება იპოთეკის გაცემის წესს. თუ ადამიანი საკუთარი ბინის ან სახლის იპოთეკით დატვირთვას და სესხის აღებას გადაწყვეტს, ბანკს ახალი ნორმის გათვალისწინება მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ სესხის მსურველს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მაშინ ბანკი მხოლოდ ბინის/სახლის ღირებულების გათვალისწინებით სესხს ვეღარ გასცემს. ასეთ შემთხვევაში ბანკს ეკრძალება სესხის მაძიებლის გადახდისუნარიანობის დეტალური შეფასების გარეშე დაამტკიცოს სესხი.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
შეზღუდული მევახშეობა... ანუ ახალი წესები საკრედიტო ბაზარზე...

მოსალოდნელი შედეგები

ახალი რეგულაციების შემოღებაზე საინფორმაციო საშუალებებით უკვე გავრცელდა ექსპერტების შეფასებები. „შედეგი იქნება ის, რომ ბევრი ყოფილი ბანკირი დარჩება უმუშევარი“, – მიიჩნევს საშა ტერნესი, „პროკრედიტ ბანკის“ (საქართველო) ყოფილი ხელმძღვანელი (2012-2014 წ). სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის გარდა, ტერნესი „საქართველოს ბანკშიც“ საქმიანობდა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

ბანკირი ადგილობრივი სასესხო განაკვეთების გლობალურ ტრენდთან ბმას ამ ეტპაზე ვერ ხედავს. ტერნესი ფიქრობს, რომ პრევენცია მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება, თუმცა მოქალაქეებზე ზრუნვის ასეთი ფორმა უცნაურად ეჩვენება. მიაჩნია, რომ ასე გარკვეულწილად ადამიანის თავისუფლება იზღუდება. ბანკირის თქმით, ახალი რეგულაციების შემოღებაზე ერთადერთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი – რომ მოქალაქეს რა სჭირდება, მთავრობამ უკეთესად იცის.

ყოფილი ბანკი „რესპუბლიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი იმ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომელიც ბიზნესის დაკრედიტებას ზღუდავს. პაპაშვილის თქმით, გაურკვეველია, რატომ ამკაცრებს ეროვნული ბანკი თავისი რეგულაციებით სესხის გაცემას.

თბილისის სანაპირო - Sputnik საქართველო
ავტობიზნესი ახალი ბარიერების წინაშე

„საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, ამიტომ როგორც პატარა ბავშვს სჭირდება საჭმელი ზრდისთვის, ისე ჩვენ ბიზნესს სჭირდება ფული განვითარებისთვის, თორემ ორივე დარჩება იმ ზომაზე, რაც იყო“, – ბიზნესმენის კომენტარს სააგენტო GBC ავრცელებს.

პაპაშვილის თქმით, ბიზნესი კორპორატიული დაკრედიტების გამარტივებას ითხოვდა, ამის ნაცვლად კი უფრო გამკაცრება ხდება. ეს პრობლემებს შეუქმნის უფრო მეტად დიდ ბიზნესებს.

„სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს თავისი არასწორი მიდგომა“, – აცხადებს პაპაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს საშიშია ეკონომიკისთვის, მივიღებთ იმას, რომ გაჩერდება ბიზნეს-აქტივობა.

პაპაშვილის თქმით, ბიზნესი გაურკვევლობაშია, ისევე, როგორც კომერციული ბანკები.

„ბაზარზე არსებულ ორ მსხვილ ბანკს უნდა ბიზნესის დაკრედიტება და ვერ აკრედიტებს“, - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენი ახალი რეგულაციების გამო ეკონომიკის ზრდის შენელებასაც ელოდება, ამბობს, რომ ასეთ პირობებში ვერც მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო
მევახშეობის „გედის სიმღერა“...

ლაშა პაპაშვილის კომენტარი 25 სექტემბერს გავრცელდა, 28 სექტემბერს კი უკვე ცნობილი გახდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაცია აგვისტოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შესახებ. ზრდა მხოლოდ 2%-ის ტოლია. ზუსტად რამ გამოიწვია აგვისტოში, ტურიზმისთვის ყველაზე აქტიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ასე შეფერხება, ცალკე განსჯას საჭიროებს, მაგრამ ის კი ცხადია, რომ რაც მეტია რეგულაცია, ეკონომიკა მით ნაკლებად იზრდება.

კიდევ ერთი დეტალი – რაც მეტია შეზღუდვა სესხის გაცემაზე ოფიციალური საკრედიტო ორგანიზაციებისთვის, მით მეტია რისკი, რომ ფულის გასესხება არაოფიციალურად ე.წ. მევახშეების მიერ მოხდეს. მართალია, ისიც ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება მეორე ხელით მევახშეებსაც ებრძვის, მაგრამ საბოლოო ჯამში რა შედეგს იღებს ეკონომიკის ზრდის შემცირების გარდა, ძნელი სათქმელია.

 

თემურ იოსელიანი

 

ყველა ახალი ამბავი
0