„მცირე“ მთავრობა, „ამბიციური“ გეგმები და ქართული ეკონომიკის დილემა...

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი გამოწვევა - ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე... რას გულისხმობს ფორმით მცირე და გეგმებით ამბიციური მთავრობის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია, რაში დაიხარჯება დაზოგილი ორასი მილიონი ლარი და როდის იქნება ხელშესახები შედეგი...

ივლისის თვის მეორე ნახევრიდან, ახალი მთავრობა, ხელებდაკაპიწებული შეუდგება ქვეყნის შენებას!

ყოველ შემთხვევაში, მმართველი პოლიტელიტის  დაპირება ასეთია. აღმასრულებელი ხელისუფლება ფორმით, ამჯერად, მცირეა, გეგმებით კი, ტრადიციულად ამბიციური.

როგორც მოსალოდნელი იყო, სამთავრობო გუნდში არიან ძველი და ახალი სახეები. უცვლელია ქვეყნის მთავარი გამოწვევა. არახალია, რომ ეკონომიკა მძიმედ სნეულია და სწორედ ამის შედეგია მძიმე სოციალური ფონი. არავინ უარყოფს უსაფრთხოების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და მართლწესრიგის, საგარეო ურთიერთობათა დალაგების, გარემოს დაცვისა და სოფლის შენების, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ფიზიკური აღზრდის და სპორტის მნიშვნელობას, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჯერ ეკონომიკის გაჯანსაღებას ელის და შემდეგ დაიწყებს მზერას სხვა მიმართულებით.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

ამიტომაც, ნურავის გაუკვირდება, რომ წინამდებარე სტატიაში ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ძირეულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მოგვარების ხერხებზე ვისაუბრებთ. ცოტას თავად ვიტყვი, ცოტას დარგის სპეციალისტებს, ანალიტიკოსებს მოვიშველიებ და იმედია, მორიგი ეს ნააზრევი, საინტერესო და სასარგებლო საკითხავი იქნება…

რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას ე.წ მცირე მთავრობა?— ამ მარტივ კითხვაზე, პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ორას მილიონ ლარზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში დაიზოგება. არავინ კამათობს, რომ თანხების გამოთავისუფლება ურიგო არ არის, მაგრამ საკითხავია რა არის დღეს ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემა — მთავრობისა და ბიუროკრატიის მოცულობა თუ კვალიფიკაციისა და პოლიტიკური ნების დეფიციტი? მთავარია მთავრობა ეფექტური იყოს! რა არის ეფექტურობის კრიტერიუმი, როგორ გაიზომება ის, როგორი იქნება ეკონომიკა ხვალ და ზეგ, აი ეს არის მნიშვნელოვანი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონმიკის ზრდა 2022 წლის ჩათვლით არ იქნება წლიურ 5.5 პროცენტზე მეტი. ისედაც მცირე ეკონომიკაში ესოდენ უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნიშნავს, რომ საერთაშორისო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საქართველოში ვერ ხედავენ იმ ტიპის რეფორმას, რომელიც ძირეულად შეცვლის ეკონომიკურ სიტუაციას.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
კანონი ამოქმედდა - საქართველოს უკვე ნაკლები მინისტრი ჰყავს

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ახალი პრემიერის პროგრამაშიც არაფერია ნათქვამი, თუ რა სერიოზული ნახტომისთვის მზადდება ეკონომიკა. როგორი იქნება ინსტიტუციონალური ცვლილებები. როგორ მოეწყობა საფინანსო სისტემა, რომელიც დღეს ქართული ეკონომიკის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორია, დაიწყებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა ინოვაციურ რელსებზე გადასვლას თუ ისევ ტურიზმი იქნება მთავარი თემა… ორჯერ მეტი ტურისტი რომ შემოვიდეს საქართველოში, ამით ეკონომიკის მომავალი უკეთესი არ გახდება, სოციალური პრობლემები ამით ვერ გადაწყდება და ა.შ. გვესმის დროს და სივრცეს აცდენილი განცხადებები. კონკრეტული რაც მოვისმინეთ, ეს არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, შემცირდება მცირე ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადი, თუმცა სამწუხაროდ, მასზე ქართულ ეკონომიკაში თითქმის უმნიშვნელო წილი მოდის – დაახლოებით 3 პროცენტი…“

სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ კვლავ არ არსებობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონცეფცია და შესაბამისად, არ არის პასუხი კითხვებზე – რა ეშველება ამ სექტორს, რომელიც სულს ღაფავს და მოკლებულია ყოველგვარ ხელშეწყობას…

ხელები - Sputnik საქართველო
საპენსიო ასაკი... გენდერული თანასწორობა თუ ფინანსური გათვლები?

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია: „გაჭირვებული მცირე მეწარმისთვის ძალიან კარგია, რომ ბრუნვის გადასახადი ნაცვლად  ხუთისა ერთი პროცენტი იქნება, მაგრამ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ეს არასაკმარისია. განვითარებული ქვეყნები უამრავ ღონისძიებას ატარებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომლის პირველ პირსაც პრეზიდენტი ნიშნავს. ამ ორგანიზაციას უზარმაზარი ფუნქციები აკისრია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. რაც ჩვენში ხდება, იმ დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რაც ე.წ. რეფორმატორებმა გააკეთეს თავის დროზე. არავის აინტერესებდა მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა ოლიგარქიული ბიზნესებით იყო დაინტერესებუილი, რომელიც ჩამოყალიბდა კიდეც საქართველოში. თუ ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ნახევარზე მეტია და თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა, საქართველოში როგორ მოხდა, რომ მცირე და სშუალო ბიზნესზე მხოლოდ 20 პროცენტი მოდის, ხოლო ეკონომიკის 80 პროცენტს დიდი ქართული კომპანიები აკეთებენ?! – ეს არის სიმახინჯე და  გვაინტერესებს აქ რა შეიცვლება…“

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
„მცირე მთავრობა" – შეიცვლება თუ არა შესაკრებელთა გადანაცვლებით ჯამი

სპეციალისტებს და ექსპერტ-ანალიტიკოსებს აინტერესებთ რა შეიცვლება ფინანსურ სექტორში, სადაც კომერციული ბანკები დომინირებენ და მათივე შეფასებით, არ არსებობს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა… არავინ კამათობს, რომ თუ საბანკო სისტემამ ეკონომიკაში თავისი ჯანსაღი წვლილი არ შეიტანა არაფერი შეიცვლება.

დემურ გიორხელიძე: „დღეს ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ – მცირე, საშუალო თუ ნებისმიერი დამოუკიდებელი ბიზნესი აბსოლუტურად ფინანსური მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი. შიგნით რა ხდება, თავიანთ ბიზნესებს რა პროცენტში აძლევენ კრედიტს, სხვის ბიზნესს – რა პროცენტში, ეს კიდევ ცალკე თემაა… თავიდან მამუკა ბახტაძე უფრო პრინციპული იყო, შემდეგ სულ უფრო კომპრომისული განცხადებები გაისმოდა. ბანკების ექსპროპრიაციის ან მსგავსი მეთოდების მომხრე არ ვარ, მაგრამ თამაშის ცივილიზებული წესების შემოტანა აუცილებელია. ბანკებმაც კეთილი უნდა ინებონ და დაემორჩილონ ცვლილებებს. სხვაგვარად არაფერი შეიცვლება! მოვისმინეთ, რომ ბიზნესში სამართლიანი თამაშის წესები დამყარდება, მაგრამ როდის დავინახავთ რომ რაღაც იცვლება? ეკონომიკაზე საუბრისას, სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელშესახები ცვლილებები მყისიერად ვერ დადგება, მაგრამ ამასობაში გადის ათწლეულები, რომელიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება…“

ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
ვის თამაშს ითამაშებენ კერძო სექტორიდან მოსული ეკონომიკური ბლოკის მინისტრები

სპეციალისტების შეფასებით, კიდევ ერთი პრობლემაა ეკონიმიკური განათლებაა, როცა ისეთი ეკონომიკური განათლების მიღება იქნება შესაძლებელი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, მაშინ არ გაიმართება უსაგნო მსჯელობებიც, როგორი უნდა იყოს მთავრობა დიდი თუ პატარა…

ვახტანგ ჭარაია: „გადამწყვეტია მთავრობის ეფექტიანობა და ეფექტურობა. როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და არც ერთი მათგანი არ წყდება თავისუფლების მოპოვების დღიდან, მცირე და დიდ მთავრობაზე კი არა, იმ სტრატეგიაზე უნდა ვსაუბრობდეთ რომელიც ქვეყანას სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემს. დრო ბევრი აღარ არის და გადაწყვეტილებებიც პარალელურად, რამდენიმე მიმართულებით არის მისაღები…“
მამუკა ბახტაძე „კომპაქტური“ მთავრობით ქვეყნის მართვას იწყებს და სავარაუდოდ, უმოკლეს ვადებში ის სიკეთეებიც უნდა დავინახოთ, რისთვისაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საკანონმდებლო შრომა გასწია. ხუმრობა ნამდვილად არ არის, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებისთვის ახალი კონცეფცია დაიწერა და 150-მდე კანონპროექტში  ცვლილება შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0