ძველი გამოცანა ახალი უცნობით... ანუ რამდენი უმუშევარია საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები თბილისში
გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ და როგორ ადგენს ჩვენში უმუშევრობის დონეს, რას იძლევა დათვლის განსხვავებული მეთოდები, როგორია ევროპული გამოცდილება და როგორ უნდა დაიძლიოს პრობლემა, რომელიც უთვლელადაც სახეზეა

უმუშევრობა ჩვენი დროების გამოწვევაა და თანაც უკვე მრავალი წელია დაუძლეველი…

ევრიკა! — ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. რა საკამათოა, ნათქვამი არახალია. იდეოლოგიურ კარ-ჩაკეტილობასთან გაბატონებული ნეოლიბერალური იდეოლოგია გვეუბნება, რომ თუ სახელმწიფო არ ჩაერევა ეკონომიკაში, შექმნის კონკურენტუნარიან ბიზნეს გარემოს და არ დაარღვევს საბაზრო ეკონომიკის თამაშის წესებს, ამ შემთხვევაში დასაქმება თავისთავად მიიღწევა. ქვეყანა ასრულებს ეკონომიკური განვითარების ამ მოდელს, თუმცა უმუშევრობა, ოფიციალური მონაცემებით, აჟამად 12-15 პროცენტის ფარგლებშია…

დასაქმების სტრუქტურას თუ უფრო სიღრმისეულად დავაკვირდებით, დავინახავთ რომ რეალობა კიდევ უფრო რთულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის დონის შესაფასებლად იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომლის თანახმად ადამიანი დასაქმებულია თუ გამოკითხვამდე წინა შვიდი დღის განმავლობაში ის ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიზნით. ანალიტიკოსთა განმარტებით ამ მეთოდოლოგიით შესაძლებელია დადგინდეს უმუშევრობის ზოგადი ტენდენციები, მაგრამ არ შეიძლება დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვა. უმუშევრობის დონე კი უფრო მაღალია.

რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
როგორ მოვძებნოთ სამსახური – სპეციალისტის რჩევები

დასაქმებულთაგან ნახევარზე მეტი — 57.6 პროცენტი ე.წ თვითდასაქმებულია,  მათგან 83 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. მაინც რას ნიშნავს სოფლის მეურნეობაში დასაქმება? თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, გაქვთ მცირე ზომის მიწა, მოგყავთ სიმინდი, გყავთ საქონელი და ჰყიდით რძეს, თქვენ უკვე თვითდასაქმებულად, შესაბამისად, დასაქმებულად ითვლებით. ასეთია შრომის საერთშორისო ორგანიზაციის ის სტანდარტი, რომლითაც საქართველოს სტატისტიკის სამსახური ხელმძღვანელობს.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი მდიდრულად არ ცხოვრობს. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის დარგში შემოსავლები ყველაზე დაბალია. ამას ემატება ისიც, რომ სოფლის მეურნეობა არის ყველაზე ნაკლებად პროდუქტიული დარგი, რომლის წილი მთლიან ეკონომიკაში მხოლოდ 8 პროცენტია. მოკლედ, დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები გვთავაზობენ, რეალობას აცდენილია. შესაძლოა  სახელმწიფომ მოქალაქე დასაქმებულად ჩათვალოს ერთი სული ძროხის ყოლის გამო და ამგვარი შემთხვევები არ არის გამონაკლისი, დაახლოებით მოსახლეობის მესამედი, სწორედ რომ ნომინალურად არის დასაქმებული. სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში თითქმოს 30 პროცენტია და არა 12 პროცენტი, როგორც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ სწორად თვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის გზების ძიება… როგორ დავძლიოთ უმუშევრობა?

გირჩები - Sputnik საქართველო
„გირჩელი“ მამაოები – ახალი მღვდელმსახურები თუ მოტყუებული წვევამდელები

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე შემცირება, საჯარო ქონების პრივატიზაცია და პირიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საკმარისი არ არის. საქართველოს ევროპის მასშტაბით, როგორც ფუნქციურად, ასევე ზომითაც ერთ-ერთი ყველაზე მცირე მთავრობა ჰყავს. ქვეყანაში მილიარდობით აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ინვესტიციების წილით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა რეგიონში. რაც შეეხება პრივატიზაციას, საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საჯარო ქონების არნახულად დიდი რაოდენობა გასხვისდა. განვითარების ნეოლიბერალურმა მეთოდმა ვერ გადაჭრა ტოტალური უმუშევრობის, სიღარიბისა და უთანასწორობის პრობლემა, მეტიც, უკიდურესად გაამწვავა. რეალობის შესაცვლელად პირველ რიგში სწორი დიაგნოზი უნდა დაისვას. მთავრობამ უნდა დაიწყოს უმუშევრობის პრობლემის ალტერნატიული მეთოდოლოგიით შეფასება.

ჩვენ სტატისტიკის სამსახურს არ მოუწევს ახალი ველოსიპედის გამოგონება. ევროკავშირი, საითკენაც ქვეყანა ასე მიისწრაფის, იყენებს დასაქმების შეფასების უფრო სიღრმისეულ ალტერნატიულ მოდელებს. აუცილებელია, რომ სტატისტიკის სამსახურმა აღრიცხოს არასრულად დასაქმებულთა და ფარულ უმუშევართა რაოდენობაც…

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს რომელ ქვეყნებში სურთ მუშაობა – კვლევა

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „რაც შეეხება უშუალოდ პრობლების მოგვარებას. საქართველოს მთავრობის პასუხი ამ პრობლემებზე შეიძლება დაიყოს ორ პოლიტიკურ ნაწილად. ესაა ინდუსტრიული პოლიტიკა და დასაქმების პოლიტიკა. ინდუსტრიული პოლიტიკა გულისხმობს, ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას სახელმწიფო აქტიური მონაწილეობით ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში. სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ჩანასახოვანი ინდუსტრიების წახალისება, ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტების საშუალებით, რომელიც მოიცავს: განვითარების ბანკის შექმნას და სახელმწიფო შესყიდვების გამოყენებას ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად… მეორე — მთავრობამ უნდა შეიმუშავოს დასაქმების რეალური სტრატეგია, რომელიც ორ ძირითად მიმართულებად იყოფა და მიზნად ისახავს მოქალაქეების გააქტიურებას, ახალი უნარების მიცემას, უკვე არსებული უნარების შენარჩუნებას და უმუშევრობის შემწეობის გაცემას თუ სხვა ტიპის ფინანსურ ან არაფინანსურ დახმარებას, იმ პერიოდში როდესაც ადამიანები კარგავენ სამსახურს…“

თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
დასაქმება: ქვეყნის მოსახლეობის 64% თბილისში მუშაობს

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი ხშირად ვერ არეგულირებს შრომის პროცესს და ხდება ადამიანური რესურსების გაფლანგვა, სახელმწიფოები გეგმავენ შრომის ბაზრის პოლიტიკას. ამ პოლიტიკის მიზანია, თავიდან აირიდოს ადამიანური რესურსების გაფლანგვა ან ფუჭად გამოყენება, ადამიანთა გადამზადებით, გააქტიურებით, ახალი უნარების მიცემით და შრომის ბაზარზე მოთხოვნა – მიწოდების რეგულირებით. ევროკავშირი აქტიურად ახორციელებს ამ პოლიტიკას, რომელზეც ევროკავშირის სახელმწიფოები ყოვეწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 2 პროცენტს ხარჯავენ. ჩვენში კი, 2016 წელს შრომისა და დასაქმების პოლიტიკაზე გამოყოფილი დაახლოებით 4 მილიონი ლარიდან, უშაულოდ დასაქმების პოლიტიკაზე წარიმართა დაახლოებით 2.7 მილიონი ლარი. უხეში დათვლებით ირკვევა, რომ საქართველო დასაქმების პოლიტიკაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 0.007 პროცენტს ხარჯავს, ანუ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 285-ჯერ ნაკლებს წილობრივ ჭრილში. ანალიტიკოსები ღიად მიანიშნებენ, რომ, როცა თეორია არ მუშაობს, ის ნაგვის ურნაში უნდა მოვისროლოთ. ისიც ნათელია, რომ ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა დოქტრინამ სამართლიანად მოიპოვა ადგილი ისტორიის სანაგვეზე. იმ სოციალურ-პოლიტიკური კატასტროფიდან გამომდინარე, რაც მან საქართველოს მოუტანა ბოლო 25 წლის განმავლობაში, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა სოფისტური დოგმების გვერდზე გადადება და რეალური ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება…
დასკვნის სახით, ეკონომიკური მოდელები ერთმანეთს ანაცვლებენ. უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება და არა მხოლოდ ჩვენში. მთავარია მოიძენოს პრობლემის გადაჭრის გზა. ის კი მომსახურეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაზე არ გადის!

ყველა ახალი ამბავი
0