პენსიაზე 20 წლის შემდეგ: იქნება თუ არა მომავალი უღრუბლო

© Sputnik / Denis Aslanovხანდაზმული მამაკაცი ისვენებს აღმასენებლის გამზირზე ძაღლის სკულპრტურის გვერდზე
ხანდაზმული მამაკაცი ისვენებს აღმასენებლის გამზირზე ძაღლის სკულპრტურის გვერდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტი უკმაყოფილოა მთავრობის მიერ წარდგენილი საპენსიო რეფორმით

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილავს საპენსიო რეფორმას, რომელიც დაგროვებით სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამასთან პენსიის დაგროვებაში მოქალაქეებს სახელმწიფო და დამსაქმებელიც დაეხმარება.

გარდა ამისა, დაგროვებით პენსიას სახელმწიფო პენსიაც დაემატება.

დაგროვებითი პენსია როგორც ასეთი

ერთი შეხედვით, მარტივი სისტემაა — ყოველთვიურად ადამიანი საკუთარ საპენსიო ანგარიშზე ხელფასიდან გადასახადების ჩათვლის გარეშე 2%-ს რიცხავს, ამდენივეს ამატებს დამსაქმებელი. თუ დასაქმებულის შემოსავალი გადასახადების ჩათვლის გარეშე 2 000 ლარზე მეტს შეადგენს, სახელმწიფო ხელფასის 1%-ს გადაურიცხავს, თუ შემოსავალი ამ თანხაზე დაბალია — 2%-ს.

მოვაჭრეები მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

თანაც სახელმწიფო დაგროვებაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობს. თუ ადამიანმა დაკარგა სამსახური, დაგროვება ახალი სამსახურის დაწყებამდე წყდება. დასაქმებულისგან გადარიცხვების შეწყვეტიდან ერთ თვეში სახელმწიფოც შეწყვეტს დარიცხვას.

თვითდასაქმებულები საკუთარ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად შემოსავლის 4%-ს გადარიცხავენ — ანუ დასაქმებულის და დამსაქმებლის წილს ერთად.

41 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის დაგროვება სავალდებულო იქნება, ხოლო 41 წლის ზემოდ პირთათვის — ნებაყოფლობითი.

რაც შეეხება პენსიის მიღებას — მთლიანი დაგროვებული პენსიის მიღება ერთბაშად შეუძლებელი იქნება. სახელმწიფო ერთადერთ რამეს სთავაზობს მოქალაქეებს — საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე დაგროვილი თანხების დაზღვევას და კონკრეტული თანხის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე, ან მოქალაქეებმა სახელმწიფოს უნდა მიანდონ ეს საკითხი და ის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობას გამოიანგარიშებს და დარჩენილი წლებიდან გამომდინარე, პენსიის ოდენობას განსაზღვრავს.

იქნება თუ არა სიბერე უზრუნველყოფილი

მომავალ კვირაში ფინანსთა სამინისტრო დაგროვებითი პენსიის დაანგარიშების სისტემის და სახელმწიფო კალკულატორის წარდგენას გეგმავს, მანამდე კი სხვადასხვა ვებგვერდები უკვე გვთავაზობენ დავიანგაროშოთ, რამხელა პენსია ექნება დასაქმებულ ადამიანს.

დაგროვებითი პენსიის სისტემა ძალაში 2018 წლის 1 სექტემბერს შევა. ამგვარად, პირველი პენსიონრები, რომლებიც პენსიას ახლებურად მიიღებენ და ვისთისაც ასეთი სისტემა სავალდებულოა, უკვე 2038 წელს გამოჩნდებიან, და ესენი 1978 წელს დაბადებული ქალბატონები იქნებიან.

ანტიკვარიატით მოვაჭრე ქალი მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა: ოპოზიცია რისკებზე საუბრობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პენსიების დაანგარიშების კალკულატორის მიხედვით, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია, მაგალითად, 600 ლარის ხელფასის შემთხვევაში და თუ ქალბატონი 83 წლამდე იცოცხლებს, დაგროვებული პენსია თვეში 65 ლარს შეადგენს. 

ამ თანხას დაემატება სახელმწიფო საბაზისო პენსია. დღეისათვის არსებული ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ საბაზისო პენსია ყოველწლიურად 20 ლარით გაიზრდება, შესაბამისად 2038 წლისთვის ის 380 ლარს შეადგენს. 

ამგვარად, 60 წლის ქალი ყოველთვიურად 445 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებს.

ამასთან, ვერცერთი ექსპერტი ვერ იძლევა გარანტიას, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ლარის მსყიდველობითი უნარიანობა, ისევე, როგორც დაგროვებული თანხების ფასეულობა იგივე დარჩება.

კანონის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცი პენსიონრების და ქალბატონი პენსიონრების მიერ პენსიის დაგროვების შანსები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.

ხანდაზმული მამაკაცი ისვენებს ძაღლის სკულპტურის გვერდზე აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა საქართველოში - როგორ უზრუნველვყოთ უდარდელი სიბერე

1978 წელს დაბადებულ მამაკაცს 600 ლარის ხელფასის შემთხვევაში პენსია ექნება არა 445 ლარი, როგორც მისი ასაკის ქალს, არამედ 515 ლარი. თუმცა, ქალების სანუგეშოდ უნდა ითქვას, რომ სტატისტიკურად მამაკაცი ქალთან შედარებით სამი წლით ნაკლებს იცოცხლებს.

პრინციპში, დაგროვებითი პენსია არც ისე ცუდი იქნება 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. თანამედროვე 30 წლის მამაკაცი 600 ლარის ხელფასის პირობებში 810 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებს, ხოლო 25 წლის მამაკაცი — 1072 ლარს.

პარლამენტი ყველაფერს არ ეთანხმება

საპენსიო კალკულატორების მიერ დაანგარიშებულმა გათვლებმა დეპუტატები არ აღაფრთოვანა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი ჩააგდო, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონპროექტი დახვეწის მიზნით ფინასთა სამინისტროს დაუბრუნა.

დეპუტატებისა და საზოგადოების ყველაზე მეტ შენიშვნას იწვევს ის ფაქტი, რომ სისტემა სავალდებულო იქნება და მოქალაქეებს არჩევნის უფლება არ ექნებათ — თავად დააგროვონ თანხები „შავი დღისთვის“ ან ეს საკითხი სახელმწიფოს მიანდონ.

ერთ-ერთ პრეტენზიას წარმოადგენს გარანტიების არარსებობა, რომელიც დაგროვებულ თანხებს გაუფასურებისგან დაიცავდა, და ასევე დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა სასარგებლოდ სავალდებულო დარიცხვების დაწესება. დეპუტატები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შრომის „შავი ბაზარი“ შეიძლება გააჩინოს, სადაც ხელფასს კონვერტებით გასცემენ. 

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე ბევრი დროა დარჩენილი. საკანონმდებლო ორგანომ ის სამი მოსმენით უნდა მიიღოს, შემდეგ კი მას პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს. მანამდე კი პენსიონრები 180-ლარიანი პენსიით ცხოვრებას განაგრძობენ, ხოლო დასაქმებულები „შავი დღისთის“ აგროვებენ და სამსახურის დაკარგვისა ეშინიათ.


ყველა ახალი ამბავი
0