ტელევიზიის მსოფლიო დღე: ისტორია და ტრადიციები

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშისაყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელევიზია ამერიკელი ინჟინრის, ვლადიმირ ზვორიკინის გამოგონების წყალობით გაჩნდა

ტელევიზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.

დღესასწაული 1994 წელს ამ დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი მსოფლიო სატელევიზიო ფორუმის ჩატარების საპატივსაცემოდ დაწესდა.

ტელევიზიის მსოფლიო დღის მიზანია, მიაპყროს ყურადღება ტელევიზიის როლზე მშვიდობისა და განვითარების საქმეში.

ისტორია

კაცობრიობის უდიდესმა გამოგონებამ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, თავისი არსებობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც აშშ-ში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში ელექტრონული სხივების გამოყენებით გარკვეულ მანძილზე გამოსახულების გადაცემისა და მიღებისთვის პირველი ექსპერიმენტები ტარდებოდა.

კათოდის მილის გამოგონება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტელევიზორების უმეტესობის მთავარი ნაწილი იყო, 1933 წელს რუსული წარმოშობის ამერიკელმა ინჟინერმა ვლადიმირ ზვორიკინმა შეძლო.

რეგულარული ტელეგადაცემები დიდ ბრიტანეთს ადა გერმანიაში 1936 წელს დაიწყო, რუსეთში — სამი წლის შემდეგ, ხოლო აშშ-ში — 1941 წელს.

© photo: Sputnik / Николай Пашин / გადასვლა მედიაბანკშიტელევიზორი 1939 წელს
Телевизор 1939 года - Sputnik საქართველო
ტელევიზორი 1939 წელს

ტელემაუწყებლობა მასობრივად მე-20 საუკუნის შუა წლებში გავრცელდა, ხოლო 70-იანი წლების ბოლოს მან, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო მოიცვა.

ამჟამად ძნელი წარმოსადგენია, რომ ტელევიზიის შესახებ დაახლოებით 100 წლის წინ არავინ იცოდა. სატელევიზიო სამყარო მრავალმხრივია და გეოგრაფიული საზღვრები, პრაქტიკულად, არ გააჩნია, რადგან მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელშიც ტელემაუწყებლობა არ არის.

მსოფლიოში უმსხვილეს ტელეკომპანიებად მიიჩნევა: აშშ-ში NBC, CBC, ABC, გერმანიაში — ZDF, დიდ ბრიტანეთში — BBC და ATV, იტალიაში — RAI, იაპონიაში — NHK. ეს ტელეკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან მოვლენებზე ოპერატიულ ინფორმაციებს აწვდიან.

ამჟამად მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნები მაუწყებლობის ციფრულ ფორმატზე გადადიან. საქართველოში ეს 2015 წელს განხორციელდა.

საქართველოში

ქართულ ტელევიზიას 2017 წელს 61 წელი შეუსრულდება — პირველი ტელეგადაცემა ეთერში 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა. საქართველო კავკასიის ქვეყნებს შორის პირველი იყო, რომელმაც ტელემაუწყებლობა დაიწყო.

მაგრამ ტელევიზიის ისტორია მეოცე საუკუნის შუა წლებში სატელევიზიო ანძისა და მთაწმინდის მთავარი სტუდიის შენობის მშენებლობით დაიწყო. იქვე განთავსდა სტუდია-აპარატის ბლოკი და სატელევიზიო გადამცემი.

© photo: Sputnik / Anatoly Sergeev-Vasiliev / გადასვლა მედიაბანკშიტელევიზორი „ელექტრონიკა"
Телевизор Электроника - Sputnik საქართველო
ტელევიზორი „ელექტრონიკა"

პირველი სტუდიის დიზაინი ეკუთვნის ცნობილ მხატვარ-გრაფიკოს თენგიზ სამსონაძეს. მანვე შექმნა მაუწყებლის პირველი სატელევიზიო არხის ემბლემა.

ქართული ტელევიზია, შექმნის დღიდან, უდიდეს ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდულ და საბავშვო გადაცემებს — შემეცნებითს, მუსიკალურს, მხატვრულს, სპორტულს, კონკურსებსა და სხვა.

ტელესტუდიის პირველი უცხოელი სტუმრები იყვნენ ინგლისელი ბალეტის მოცეკვავე ბერილ გრეი, ცნობილი ესპანელი მატადორი მიგელ დომინგენი, იტალიელი კინოვარსკვლავი ლუჩია ბოსე, ბერძენი მომღერალი იოვანა, ამერიკელი პიანისტი ვან კლაიბერნი და სხვა.

პირველი მოძრავი ტელესადგურის ორგანიზება თბილისის ტელესტუდიამ 1957 წლის მარტში შეძლო, ხოლო პირველი ტელერეპორტაჟი ეროსი მანჯგალაძემ „დინამოს" სტადიონიდან წაიყვანა.

პირველი ყოველკვირეული გაზეთი "ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი" გამოიცა 1957 წლის ნოემბერში. პირველი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს კინოკამერით.

რუსული ორი გადაცემის (Новости და Солдатам) ტრანსლაცია დაიწყო 1958 წელს მას შემდეგ, რაც მცირე ტელეტრანსლატორი ააშენეს.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედის ხელი" კინოფილმების ქართული სტუდიის დაფუძნებამდე ცხრა წლით ადრე შეიქმნა.

ფილმის პრემიერა 1959 წლის 31 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების სამ წლისთავზე გაიმართა, ხოლო ცოტა ხანში საბჭოთა ფილმების კონკურსზე მან პირველი პრემია მოიპოვა.

© photo: Sputnik / Дадвадзе / გადასვლა მედიაბანკშიქართული ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიაში
В одной из студий Грузинского телевидения - Sputnik საქართველო
ქართული ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიაში

მცირე სიმძლავრის რეტრანსლატორები 1960 წელს დაამონტაჟეს თიანეთში, დმანისსა და სიღნაღში. იმ დროს საქართველოში ტელევიზია დაუგეგმავად გავრცელდა — შავი ზღვის რეგიონის მცხოვრებლები ტელეპროგრამებს თბილისიდან სოჭის ტელესტუდიით იღებდნენ.

მთაწმინდის ანძა 1972 წელს ააშენეს, ასევე დაამონტაჟეს ტელემაუწყებლობის სპეციალური აღჭურვილობა. ამის წყალობით საქართველოში მცხოვრებმა 600 ათასმა ოჯახმა ქართული ტელევიზიის პროგრამების მიღება შეძლო.

როგორ აღინიშნება ტელევიზიის დღე

ტელევიზიის მსოფლიო დღეს ყველა აღნიშნავს, ვისაც ტელევიზიასთან აქვს შეხება — წამყვანები, დიქტორები, რედაქტორები, ოპერატორები, კინო და ხმის რეჟისორები, დამხმარე პერსონალი.

შეკრებილები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, განიხილება ახალი ნამუშევრები და მოვლენები, ასევე ასაჩუქრებენ ერთმანეთს. ამ დღეს უერთდებიან პროფილური სასწავლებლების მასწავლებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ასევე მათი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები.

ამ დღეს იმართება თემატური გამოფენები, საპრემიერო ჩვენებები, გადაეცემათ ჯილდოები და პრემიები საუკეთესო თანამშრომლებსა და ვეტერანებს.

სტატია მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

ყველა ახალი ამბავი
0