აბიტურიენტების საყურადღებოდ: სიახლეები 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

© photo: Sputnik / Fuad Gasanovგამოცდა
გამოცდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საინტერესო სიახლეები ელოდებათ.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მომავალ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს სიახლეები ელოდებათ, რაც მათ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულად გამოვლენაში დაეხმარება, განუცხადა ჟურნალისტებს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგზე.

ზოგადი უნარები

ზოგადი უნარების გამოცდა ორი ნაწილისგან შედგება: მათემატიკური და ვერბალური. უცვლელი დარჩება:

  • გამოცდის დრო — 1 საათი და 35 წუთი თითოეული ნაწილისთვის;
  • შეფასების სისტემა: მაქსიმალური ქულა — 80.

მიმინოშვილის თქმით, ცვლილებები მხოლოდ ვერბალურ ნაწილს შეეხება, ანალოგიების ბლოკს. 2018 წლის ტესტებში ანალოგიების ბლოკი წარმოდგენილი იქნება არა დამოუკიდებელი სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკთან ერთად.

გამოცდაზე - Sputnik საქართველო
პოპულარული სპეციალობები აბიტურიენტებისთვის 2017 წელს

გარდა ამისა, წაკითხული ტექსტის გააზრების ბლოკში ნაცვლად ექვსისა, 10 დავალება შევა. რომელთაგან 5 ან 7 ინფორმაციის გააზრების შემოწმებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 3 ან 5 ანალოგიების ტიპის ამოცანა იქნება.

ანალოგიები აგებული იქნება ტექსტში გამოყენებულ სიტყვებზე, რათა აბიტურიენტს, კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვის მნიშვნელობის გაგება გაუადვილდეს.

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებში იცვლება არგუმენტირებული ესეს შეფასების სისტემა.

არგუმენტირებული ესე ცხრა კრიტერიუმით ფასდება:

  • დავალების ადეკვატური გააზრება;
  • ნამუშევრის ფორმირება;
  • პრობლემის გააზრება;
  • მსჯელობის არგუმენტაცია;
  • დამოუკიდებელი აზროვნება;
  • ლექსიკა და სტილისტიკა;
  • მორფოლოგია;
  • ორთოგრაფია;
  • სინტაქსი;
  • პუნქტუაცია.

არგუმენტირებული ესე, ნაცვლად 20-ისა, 24 ქულით შეფასდება.

მათემატიკა

მომავალი წლიდან მათემატიკის გამოცდის გამარტივება იგეგმება. მიმინოშვილის თქმით, შესაძლოა გაიზარდოს მარტივი დავალებების რაოდენობა.

საკუთარი კალმები გამოცდაზე

გარკვეული ცვლილებები შევა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც. აბიტურიენტები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ გამოცდაზე საკუთარი კალმების შეტანა აკრძალული იყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მაია მიმინოშვილის თქმით, მომავალ წელს, დიდი ალბათობით, აბიტურიენტებს გამოცდაზე საკუთარი კალმების შეტანის უფლება მიეცემათ, რომელთა ხარისხზეც თავად იქნებიან პასუხისმგებლები.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ასევე შეეხო საგამოცდო ცენტრების კონდიცირების საკითხს, ვინაიდან ბევრი აბიტურიენტი უჩივის ხოლმე სიცხესა და დახუთულ ჰაერს გამოცდებზე. მიმინოშვილის თქმით, საგამოცდო ცენტრები, ძირითადად, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშია განთავსებული და ამიტომ კონდიცირების პრობლემის საკუთარი ძალებით გადაჭრა მათთვის შეუძლებელია.

ახალი ტიპის დავალებების გაცნობა მსურველებს გამოცდებისა და შეფასებების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0