კინომ და საბავშვო დიპლომატიამ თბილისი და სანქტ-პეტერბურგი გააერთიანა

© Sputnik / Levan Avlabreliანა სავჩუკი და ალექსანდრ რუსეცკი
ანა სავჩუკი და ალექსანდრ რუსეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში თბილისელი და პეტერბურგელი ბავშვები საბავშვო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში საბავშვო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტის „საბავშვო დიპლომატია — ისტორია, აწმყო და მომავალი" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კინემატოგრაფიით გატაცებულ ბავშვებს და მოზარდებს აერთანებს.

პროექტის არსის, მისი წარმატებებისა და მნიშვნელობის შესახებ, თუ რით არის ეს პროგრამა სასარგებლო საქართველოსა და რუსეთის მომავალი თაობისთვის, ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ღონისძიების ორგანიზატორებმა მოუთხრეს — რუსული საბავშო კინოაკადემია „კინოოსტროვის გენერალურმა დირექტორმა, Europian Children's Association-ის მმართველობის წევრმა, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრმა ანა სავჩუკმა და რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ რუსეცკიმ.

სწორედ ამ ორი ორგანზაციის მიერ შეიქმნა საბავშო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც 27 ოქტომბერი — 3 ნოემბრის პერიოდში გაიმართა თბილისელი და პეტერბურგელი ბავშვების შეხვედრა, რომლებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე კინემატოგრაფის განვითარებით.

© Sputnik / Levan Avlabreliანა სავჩუკი და ალექსანდრ რუსეცკი
Анна Савчук и Александр Русецкий - Sputnik საქართველო
ანა სავჩუკი და ალექსანდრ რუსეცკი

როგორც ანა სავჩუკმა აღნიშნა, რუსული საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვი" — ერთადერთი ორგანიზაციაა, რომლის ცენტრსაც წარმოადგენს არა მოსკოვი, არამედ სანქტ-პეტერბურგი, რითაც კინოაკადემია ძალიან ამაყობს. ორგანიზაცია კინემატოგრაფისტების ახალი თაობის მომზადებითაა დაკავებული. მის აქტივში კინოსკოლების ქსელია, სადაც ბავშვები კინოპროფესიის საფუძვლებს ეცნობიან — რეჟისურას, დრამატურგიას, სამსახიობო ოსტატობას, სცენურ მეტყველებას, სცენურ მოძრაობას, ოპერატორულ ხელოვნებას, მონტაჟს, გრიმს და ა.შ.

კინოაკადემიის ბაზაზე ასევე ტარდება საბავშვო კინოფესტივალი, რომელზეც თავიანთ ნამუშევრებს აგზავნიან მოზარდები არა მარტო რუსეთიდან, არამედ ევროპისა და აშშ-ის ქვეყნებიდან. სავჩუკის სიტყვებით, პრობლემები, რომლებზეც ბავშვები თავიანთ კინოფილმებში აქცენტს აკეთებენ, მიუხედავად ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომკური განსხვავებებისა, მსგავსია. ამიტომ, როგორც ანა სავჩუკი აცხადებს, ამ ფორმით შეიძლება თვალი ადევნო და გაიგო, რა აწუხებთ ბავშვებს და რაზე ძგერს ბავშვური გული.

ამ გამოცდილების გამოყენებით, რუსული საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვისა" და რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტმა გადაწყვეტილება მიიღეს შეექმნათ საბავშვო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრი.

„ცენტრის ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ პროექტების ორგანიზება, რომლებიც ჩაიდება კულტურათაშორის კომუნიკაციებში, პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სამეცნიერო მოღვაწეობასთან. ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით, ისინი ურთიერთობენ, ყველა წინააღმდეგობას ლახავენ, რომელსაც საზოგადოებას ცხოვრება აკისრებს", — აღნიშნა სავჩუკმა.

© Sputnik / Levan Avlabreliრუსული საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ გენერალური დირექტორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი ანა სავჩუკი
Генеральный директор Российской детской киноакадемии Киноостров, член Совета кинематографистов РФ Анна Савчук - Sputnik საქართველო
რუსული საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ გენერალური დირექტორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი ანა სავჩუკი

ცენტრის უნიკალურობის შესახებ ისაუბრა რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ რუსეცკიმ.

„ეს საინტერესო და მნიშვნელოვანია, რამდენადაც წარმოადგენს სამშვიდობო პროცესის და იმ ეპოქის ნაწილს, რომ მოქალაქეებს ფაქტობრივად არ უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს იმედი, რომ ისინი შეძლებენ ვითარების შეცვლას და თქმას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროექტის სახელმწიფო მონოპოლიისთვის მთლიანობაში გადაცემას. ჩვენ ამ პროცესის დივერსიფიცირებას ვცდილობთ. ჩვენი მოღვაწეობა მარტო საბავშვო დიპლომატიას არ შეეხება. თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს საინტერესო წარსული აქვს, და ვფიქრობ, საინტერესო მომავალი. და ეს ფორმატი "თბილისი-პეტერბურგი" შეიძლება საინტერესო გახდეს ახალი თაობისა და ახალი ეპოქის ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარებისთვის", — განაცხადა რუსეცკიმ.

© Sputnik / Levan Avlabreliრუსული საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ გენერალური დირექტორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი ანა სავჩუკი
Генеральный директор Российской детской киноакадемии Киноостров, член Совета кинематографистов РФ Анна Савчук - Sputnik საქართველო
რუსული საბავშვო კინოაკადემია „კინოოსტროვის“ გენერალური დირექტორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი ანა სავჩუკი
© Sputnik / Levan Avlabreliრეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რუსეცკი
Директор Кавказского института региональной безопасности Александр Русецкий - Sputnik საქართველო
რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რუსეცკი

პროექტის ფარგლებში 2016 წელს საქართველოში პეტერბურგელი კინემატოგრაფისტი-ბავშვებ ჩამოვიდნენ, რა დროსაც მათ ქართველი თანატოლები და ქვეყნის კულტურა გაიცნეს.

პროგრამა ითვალისწინებს პროფესიონალურ მასტერ-კლასებს სხვადასხვა თემაზე, ერთობლივ სემინარებს, თემატურ შეხვედრებს და მთავარ მოვლენას — აქტუალურ თემაზე ერთობლივი კინოპროექტის გადაღებას.

პროექტში ბავშვების განწყობასა და მასტერ-კლასების შესახებ შთაბეჭდილებებზე ჟურნალისტებს თეატრისა და კინოს მსახიობმა, თეატრალური ხელოვნების სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგმა თეონა მაჭავარიანმა მოუთხრო.

„როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუცა, ამას არ ველოდით. ჩევნ ხომ ისიც არ ვიცოდით, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვენ გველოდებოდნენ, რუსულად საუბრობდნენ თუ არა, მათ რა რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ ღმერთს მადლობა, ბავშვები არამარტო საუბრობდნენ რუსულად, არამედ საერთო ენაც მალე გამონახეს. ჩვენ გვქონდა მასტერ-კლასი სამსახიობო ოსტატობასა და რეჟისურაში. სამსახიობო ოსტატობაში დავალება გვქონდა რაღაც სიტუაცია მოეფიქრებინათ და წაეკითხათ ლექსი.

© Sputnik / Levan Avlabreliთეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრალური ხელოვნების სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი თეონა მაჭავარიანი
Актриса театра и кино, представляющая Санкт-Петербургскую государственную академию театрального искусства Теона Мачавариани - Sputnik საქართველო
თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრალური ხელოვნების სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი თეონა მაჭავარიანი

ქართველი ბავშვები ლექსებს ქართულ ენაზე კითხულობდნენ, რუსები — რუსულად. და ეს საინტერესო იყო, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ბავშვს ერთმანეთის არ ესმოდა, მთავარ სათქმელს ერთმანეთს ჟესტებისა და სიტყვების საშუალებით აგებინებდნენ. და ამის ყურება სასიამოვნო იყო. ალბათ, სიყვარული, მეგობრობა და ხელოვნება უშველის მსოფლიოს, რადგანაც ეს ძალზე ძლიერად აერთიანებს", — აღნიშნა თეონა მაჭავარიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0