„ბლეიდ რანერი 2049" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 5-8 ოქტომბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი კინოთეატრი
თბილისის ერთ-ერთი კინოთეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ბლეიდ რანერი 2049"-ის ეპიკური გაგრძელება, განდგომილები ოქროს ძიებაში და ბორგი-მაკინროის ლეგენდარული ორთაბრძოლა - "Sputnik-საქართველო", ტრადიციულად, გთავაზობთ კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა თბილისში არ უნდა გამოტოვონ.

5 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:

„ბლეიდ რანერი 2049" (Blade Runner 2049) — რეჟისორ დენი ვილნევისა და პროდიუსერ რიდლი სკოტის ინგლისურ-ამერიკული ფანტასტიკური ფილმია, რომელიც ფილიპ კ. დიკის რომანს ეფუძნება. არის 1982 წელს გადაღებული ფილმის გაგრძელება. პირველი ფილმის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ლოს-ანჯელესის სპეციალურ განყოფილებაში მომუშავე ოფიცერი კეი ერთ ძველ საიდუმლოს იძიებს. მას ესმის, რომ მის მიერ ნაპოვნ ინფორმაციას იმის, რაც ადამიანთა საზოგადოებისგან დარჩა, სრულ ქაოსში ჩაძირვა შეუძლია. ამ საკმეში გარკვევისთვის კეის იმავე განყოფილების ყოფილი თანამშრომლის, 30 წლის წინ დაკარგული რიკ დეკარტის მოძებნა სჭირდება.

„განდგომილების რაზმი" (Renegades) რეჟისორ სტივენ ქუეილის ფრანგულ-გერმანული ექშენ-ტრილერია. გადაღებულია რიჩარდ უენკისა და ლუკ ბესონის სცენარის მიხედვით. სიუჟეტით, ბოსნიაში ომის დროს ტბის ფსკერზე აშშ-ის საზღვაო ძალების "ზღვის ლომები" განძს პოულობენ — 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ოქროს ფილებს. ფიცის დამრღვევი და სიცოცხლის რისკის ქვეშ მდგარი რაზმის მისია ტბის ფსკერიდან ოქროს ამოღებაა. სხვისთვის ეს მისი შეუსრულებელი იქნებოდა, მაგრამ არა განდგომილების რაზმისთვის — მათ ჩანაფიქრის დასრულებისთვის 10 საათი აქვთ. გმირებმა უნდა ამოხსნან საიდუმლო, რომელსაც ეს განძი მრავალი წელია მალავს.

„ბორგი VC მაკენროი" (Borg McEnroe) — რეჟისორ იანუს მეც პედერსენის შვედური ბიოგრაფიული ფილმი ინგლისურ ენაზე. მთავარ როლებში — სვერირ გუდნასონი და შია ლაბაფი. სიუჟეტის ცენტრშია 1980 წლის უიმბლდონის ფინალი და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაძაბული საჩოგბურთო დაპირისპირება. შვედ ბიორნ ბორგსა და ამერიკელ ჯონ მაკინროის იდეალურ მეტოქეებს უწოდებენ. ძნელი წარმოსადგენია ტემპერამენტითა და თამაშის მანერით უფრო განსხვავებული სპორტსმენები — ჯენტლმენი და მეამბოხე. ბორგი — სკანდინავიური გაწონასწორებულობისა და ცივსისხლიანობის განსახიერება, მსოფლიოს პირველი ჩოგანი უიმბლდონზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მეხუთედ აპირებს. სკანდალისტი და ავყია მაკინროი ტაბლოიდებს მუდამ თავისი ექსტრავაგანტული გამოსვლებით „კვებავს", თუმცა ის ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავია და თავის პირველ გამარჯვებაზე ოცნებობს უიმლდონზე. მაგრამ განა მართლა ასე განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? იქნებ, ბიორნი სულაც არაა აისბერგი და მისი სულის სიღრმეში ვულკანი ბობოქრობს, ხოლო ჯონის „ცეცხლოვანების" მიღმა ცივი გონება იმალება? ყოველ შემტხვევაში, მათი მიზანი ერთია — გამარჯვება.

გასული კვირიდან თბილისში გამოვიდა ამერიკული ტრილერი „ამერიკელი მკვლელი", ჯაშუშური ტრილერი „უოტერგეიტი. თეთრი სახლის დაცემა" და ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი".

ასევე თბილისის კინოთეატრებში აჩვენებენ: ბოევიკს „Kingsman: ოქროს რგოლი", ფილმს „ტეხასური მკვლელობა ბენზოხერხით", საშინელებათა ფილმს „ის", ფრანგულ რომანტიკულ კომედიას „საქმრო ორისთვის".

ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის: "ლეგო ნინძაგო 3D", "რეალური ციყვი 2" და "ემოჯი ფილმი".

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0