რა დაგვიბარა ბუკიკიომ?

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირაში რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა საპარლამენტო უმრავლესობისათვის არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა, როგორც ოპოზიცია წარმოაჩენდა.

ყოველ შემთხვევაში, ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერების გამონათქვამებიდან თავიდანვე ცხადი იყო, რომ წილი ნაყარი ჰქონდათ და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ვენეციის კომისიის დასკვნა, არჩევნებამდე კონსტიტუციას მიიღებდნენ. როგორც ჩანს, საერთაშორისო ორგანიზაციამაც ამჯობინა, კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნას უმრავლესობისაგან მცირეოდენი დათმობები მაინც მიეღოთ და, რაც მთავარია, პროპორციული სისტემის ამოქმედება, თუნდაც 2024 წლიდან, მაინც პროგრესულ ნაბიჯად ჩაითვალა, თუმცა ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „ძალიან სამწუხაროა“ ამ სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადადება. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული  მანდატების სამართლიანი გადანაწილების წესზე. ეს წესი მმართველ გუნდს თავდაპირველ პროექტში ძალიან სათავისოდ ჰქონდა მორგებული, მაგრამ დასკვნაში დაბეჯითებით წერია, რომ მანდატების განაწილების სამართლიანი პრინციპის ნაწილში ვენეციის კომისია „დაუყოვნებლივ ცვლილებებს ელოდება“ და ამის ალბათობს უმრავლესობის განცხადებებითაც დასტურდება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
იმედგაცრუებული ბუკიკიო, გულუბრყვილო ევროპელები და გია ვოლსკის ეროვნული ინტერესები

„უმრავლესობის მხრიდან ასეთი დასკვნის მიღების შემდეგ გონივრული იქნებოდა, კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღება გადადებულიყო“, — თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც შესანიშნავად იცის კომპრომისების ხელოვნება. 

საპროტესტო განწყობას აფიქსირებენ ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც პრეზიდენტთან ერთად კონსენსუსს მიაღწიეს და 5 ძირითადი ცვლილება მოითხოვეს კონსტიტუციის უკვე დამტკიცებულ პროექტში. პროპორციული სისტემის ამოქმედება და პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შენარჩუნება მათგან მთავარია. სხვათა შორის, ვენეციის კომისია პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს ძალიანაც არ იცავს, რადგან კლასიკური საპარლამენტო მოდელების ქვეყნებში პრეზიდენტს სწორედაც რომ პარლამენტი ირჩევს, მაგრამ იქ პარლამენტს ფულიანი ბიძები კი არა, იდეების მქონე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეადგენენ. 

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე გახარებულია, რომ ვენეციის კომისიამ მისი „სადიპლომო ნაშრომი“ ასე თუ ისე მოიწონა და იმასაც აპირებს, რომ თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი გაჯიუტდა, თავად მოაწეროს ხელი ვეტოდაძლეულ პროექტს. თუმცა ჯერჯერობით არც ის იცის ვინმემ, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს კონსტიტუციას. მარგველაშვილი არაა ასეთი მარტივი კაცი. თუმცა მაინც გააფრთხილეს… 

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ცხელი პოლიტიკური შემოდგომის მოლოდინში

თუ მოქმედი პრეზიდენტი 2018 წლამდე მაინც შესანიშნავად გააგრძელებს საქმიანობას, აი, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა კი საკმაოდ მარტივდება და 76 დეპუტატის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

აქციებით იმუქრებიან „პატრიოტები“ და „მარშელები“, მაგრამ თუ ოპოზიცია ისეთი პრინციპული და მიზანსწრაფულია, რომ რამდენჯერაც კობახიძე ჩინეთის დელეგაციას მიიღებს, აქციებს შეწყვეტენ, საშიში არაფერი ყოფილა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ძალიან ახლო ეკონომიკური კავშირები დამყარდა…

სხვათა შორის, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, გაუქმდეს ტერიტორიული პრინციპით პარტიის შექმნის აკრძალვა. გასაგებია, რომ ეს ცვლილება უმრავლესობამ სეპარატიზმის გაღვივების საწინააღმდეგოდ შეიტანა კონსტიტუციაში, მაგრამ საერთო ეროვნულ პარტიას ისევე შეუძლია ანტიკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინოს, როგორც — რომელიმე კუთხეში შექმნილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო აიწონა-დაიწონა და მოსალოდნელი სიურპიზები

ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა 2020 წლისათვის ხელისუფლების თანხმობა საარჩევნო ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევისა და პარტიული ბლოკების შენარჩუნების თაობაზე. ამავე დროს, დასკვნაში ნათქვამია, რომ კომისია დაუყოვნებლივ მოელის ცვლილებებს ბონუსების განაწილების სისტემის ნაწილში. ანუ მათი ვერსიით, სასურველია, გაუნაწილებელი მანდატები თანაბრად გადანაწილდეს ყველა იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც 2024 წელს 5-პროცენტიან საარჩევნო ზღურბლს გადააბიჯებს.

„მეორე მოსმენით მიღებული გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების ახალი კომპრომისულის სისტემა ამცირებს გამარჯვებული პარტისთიის ბონუსების ეფექტს, მაგრამ მაინც ხელს უწყობს ქვეყანაში ყველაზე ძლიერ პარტიას. ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ბონუსების სისტემაზე უარის თქმას და 2024 წლიდან მანდატების გადანაწილების სრულად პროპორციული სისტემის დანერგვას“, — ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

Парламентские выборы в Грузии - второй тур - Sputnik საქართველო
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის?

ასევე მნიშვნელოვანია მითითება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ნაწილში, კომისია მიიჩნევს, რომ სჯობს, მოსამართლეების დამოუკიდებლობისათვის ისინი პრეზიდენტმა პარლამენტის მონაწილეობის გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დაამტკიცოს. ვენეციის კომისია ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, არ შეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებები. 

მოკლედ, ვენეციის კომისიის დასკვნა ყველამ სათავისოდ გაიგო. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც მოგახსენეთ, აღფრთოვანებულია, ოპოზიცია მას სათავისოდ კითხულობს, იქ, ზემოთ კი უკვე გადაწყვეტილია, რომ მას მომავალ კვირაში მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობის ქცევა საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ დიპლომატიური იყო იმ მოვლენებთან შედარებით, რაც 2010 წელს სააკაშვილმა ჩაიდინა და პრემიერ-მინისტრის სავარძელი მოიმზადა, როგორც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისათვის. ქართული პარტიები კი უნდა მიეჩვიონ, რომ ისე იმუშავონ, არჩევნების მოგება ნებისმიერი ბონუსური სისტემის პირობებში შეძლონ. ასეა, როცა დანიის სამეფოში რაღაც დალპება, მას კონსტიტუციის პროექტი ვეღარ ამყარებს. 


ყველა ახალი ამბავი
0