მიხეილ ცაგარლის ასტროლოგიური პროგნოზი: 18-24 სექტემბერი

© Sputnik / Seyran Baroyanმიხეილ ცაგარელი
მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველოს" ავტორი, ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს შემდეგ კვირაზე - რა საინტერესო ცვლილებებს გვპირდებიან ვარსკვლავები 18-24 სექტემბრის პერიოდში.

ამ პერიოდში მთვარე მეოთხე მეოთხედში იქნება, ახალმთვარეობა 20 სექტემბერსაა. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, რაღაც გარდამტეხი წერტილი განაპირობოს. ვითარების გართულება დედამიწის ბიოსფეროს ნეგატიური მდგომარეობის გამო რიგ მოულოდნელ კონფლიქტებს შეუძლია.

რა გველოდება?

შემდეგი კვირიდან, 18 სექტემბრიდან დედამიწა პოზიტიურიდან ნეგატიურ ბიოსფეროში გადადის, ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება საზოგადოებაზე, სოციუმში მიმდინარე პროცესებზე.

ამას გარდა, ამ კვირაში შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი კონფლიქტები. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ სიყვარულის, სილამაზის, ხელოვნებისა და ფინანსების პლანეტა ვენერა 20 სექტემბერს ქალწულის ნიშანში გადავა, ხოლო მზე 22 სექტემბერს — სასწორის ნიშანში, და ეს მძლავრი ენერგეტიკული ცვლა, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს.

ეს ნეგატიური ტენდენციები პრობლემები უკვე 18 სექტემბრიდან იქნება შესამჩნევი, მაგრამ უფრო და უფრო გაიზრდება 24 სექტემბრიდან. ეს გამოიწვევს არასტაბილურობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

© Sputnik / Maria TsimintiaЗнаки Зодиака
Знаки Зодиака - Sputnik საქართველო
Знаки Зодиака

რას იგრძნობენ ადამიანები?

ადამიანები მეტ მისწრაფებას გამოავლენენ თავისუფლებისადმი, იქნება გარკვეული შიდა და გარე ანარქია. რიგ ქვეყნებში პირველ ადგილზე შეიძლება დადგეს ექსტრემიზმი, განსაკუთრებით პოლიტიკურ არენაზე. ამ პერიოდში მაღალია გაფიცვების, მსხვილი ტექნოგენური ავარიების ალბათობა. ჩვეულებრივ, ამ დროს შესაძლებელია სამხედრო კონფლიქტების გაძლიერება.

ასეთ პერიოდებში ადამიანებში მატულობს უზუსტობები ფორმულირებებში, შეცდომები და მეხსიერების გაუარესება. უყურადღებო დამოკიდებულებამ თუნდაც უმნიშვნელო ფაქტებისა და სიგნალებისადმი ამ პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული უსიამოვნებები — მომატებული ავარიების გამო მოტეხილობების, ტრავმების სახით.

ამ დროს ადამიანებმა უნდა მეტად უნდა მოიკრიბონ გონება და გამოამჟღავნონ კოსმოსის დისჰარმონიული გავლენისადმი მეტი მდგრადობა.

რა მოხდება ახალმთვარეობისას?

ახალმთვაროების დღეს, 20 სექტემბერს ზოდიაქოს ყველა ნიშანი ფრთხილად უნდა იყოს. დღე რთულია, მკვეთრად იცვლება განწყობა, სჯობს, ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, არ გარისკოთ, მოლაპარაკებები არ აწარმოოთ. ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა გაატაროთ.

ახალმთვარეობა თბილისის დროით დილის 9:31 საათზე მოხდება — ეს ახალმთვარეობის პიკი იქნება. თუმცა, როგორც ცნობილია, ახალმთვარეობა მთელი დღის განმავლობაში, ასევე წინა დღის საღამოს მოქმედებს.

ეს ე. წ. გეომაგნიტური ენერგიის დღეებია, ამიტომ განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაავადებები აქვთ. ამასთან ერთად, ახალმთვარეობაზე მთვარე სასწორის ნიშანშია, ამიტომ ბევრი ნიშანი გამოავლენს გაორებასა და განწყობის მკვეთრ ცვლილებას.

რას მოგვიტანს სასწორი?

ასევე მნიშვნელოვანია 22 სექტემბერი — შემოდგომის ბუნიაობის დღეა, ანუ დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბრდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დღეა, როდესაც მზე სასწორის ნიშანში გადადის და აქ სრულიად სხვა ეპოქა დგება.

სასწორი კი ის ნიშანია, რომელიც ყველგან და ყველაფერში წონასწორობას და გაწონასწორებულობას მოითხოვს. აქ სადავო საკითხები მხოლოდ კომპრომისის გზით, სამართლიანად, მშვიდობიანად და დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს. ესაა მომავალი კვირის ძირითადი ფაქტორები. და ის, ვინც გამოავლენს ამ თვისებებს, შემდეგ პერიოდში უფრო წარმატებულიც იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0