როცა „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“… ანუ ქალაქის თავის ძიებაში...

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიცვალა საარჩევნო კონფიგურაცია... რა ცვლილებებია მოსალოდნელი თბილისისთის ბრძოლაში...

ვულოცავ ყველას!.. დიახ, ყველას, განურჩევლად იმისა აპირებს თუ არა ოქტომბრის თვის ბოლოს არჩევანი გააკეთოს… ვულოცავ მასაც, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს… რა არის მისალოცი, გადაიწვა ქვეყანა, — უსათუოდ მიმითითებს მკითხველი… შენიშვნა მართებულია, თუმცა არ დავკარგოთ იუმორი გრძნობა და ოპტიმიზმი, მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არ არსებობს!

ერთი სიტყვით საარჩევნო კამპანიის დაწყების გამო 22 აგვისტოდან ძალაში შევიდა აკრძალვები!.. ყურადღებით მიჰყევი მომდევნო სტრიქონებს ჩემო ერთგულო მკითხველო, მოგეხსენება „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ და თანაც კანონის არ ცოდნა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს!…

„საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. კონკრეტულად, კანონით აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა…

ცესკო - Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია შვიდმა პარტიამ გაიარა

ვიცი არ არის მარტივად აღსაქმელი, მაგრამ სხვა გზა არ არის, როგორმე უნდა შევიმეცნოთ!.. აკრძალულია მათივე კუთვნილი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურების და სხვადასხვა ტექნიკის სააგიტაციოდ გამოყენება.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს… აქვე დავსძენ, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა დასჯადია დაჯარიმებით 2 000 ლარის ოდენობით!…

აი ასე, ახლა თავს ვალმოხდილად მივიჩნევ… საჯარიმო სანქცია მძიმე არ არის და დაბალ პოლიტიკურ კულტურასთან ერთად, შესაძლოა ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკვე თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ყოველი არჩევნებისას გვესმის ბრალდებები სახელისუფლებო გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე… ახლაც, ვინ შეისმენს და ვინ არა დრო გვიჩვენებს!… ჩვენ კი მანამდე, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილი ვითარება დავახასიათოთ…

Парламентские выборы в Грузии - второй тур - Sputnik საქართველო
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის?

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ჩვენში პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისი და ალტერნატიული იდეების სერიოზული დეფიციტია…

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „პარტიები საზოგადოებასთან ვერ დებენ ხიდებს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა ახალი იმპულსი შესძენოდა როგორც საზოგადოებას, ისე მთელ პოლიტიკურ პროცესს, რაც თავის მხრივ, პროცესების დინამიური განვითარების საშუალებას მოგვცემდა. ჩემი აზრით, ესაა მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდი სწორედ ამგვარი კრიზისის შესაბამისად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ამომრჩეველს არა აქვს ღირსეული არჩევანი. ფაქტობრივად, ის ისევ და ისევ დარჩენილია ნეგატიური არჩევანის პირისპირ — ანუ, ცუდსა და უარეს შორის. საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი თვლის, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და აგრეთვე ცუდი ოპოზიცია. ნეგატიური არჩევანის პირობებში ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს არა იდეების, ან მომწონს-არმომწონს პრინციპით, არამედ იმ პრინციპით თუ ვინ მეტს გადაიხდის…

ვინაიდან ამომრჩეველს უკეთესობის იმედი არ აქვს, მზადაა ერთჯერადად გაიყიდოს… არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფულის გადახდას — ხმას მისცემს იმას, ვინც გზას დაუგებს, ან წყალს გაუყვანს…“

ხშირად გვესმის, რომ  ჩვენ გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ან მძიმე წარსულით არის დამძიმებული ან მუდმივად წარუმატებელია, საინტერესოა რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი…

პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
ის, რაც იყო, არ ითვლება, ანუ მოდი, თავიდან დავიწყოთ?!

გია ხუხაშვილი: „არსებული ელიტა საკმაოდ კომპრომეტირებულია, ერთსა და იმავე თემებზე საუბრობენ, მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე ვერ პასუხობენ. ვგულისხმობ უმუშევრობას, სოციალურ პრობლემატიკას. შეიძლება ითქვას, ხალხს ვერაფერს ფასეულს ვერც პასუხობენ და ვერც სთავაზობენ. ფაქტობრივად, მათი რიტორიკა, პროგრამები და გზავნილები აგებულია ზუსტად იგივე ფორმულებზე, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან  წლებში იყო გენერირებული და ჩამოყალიბებული. რეალურად, ისინი ხომ ძირითადად ამ ფორმულების გამეორებით არიან დაკავებული. ყველაფერი ეს არჩევნებისთვის ნეგატიური მუხტის შემცველია. ამომრჩეველი ითხოვს ნორმალურ არჩევანს, ამგვარ არჩევანს მას დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ვერ სთავაზობს. სამწუხაროდ, ახალი პოლიტელიტის ფორმირება ჯერჯერობით ვერ მოხდა. მოახლოებულ არჩევნებში საგრძნობი უპირატესობა აქვს ხელისუფლებას. ბუნებრივია, მას გაცილებით მეტი რესურსი აქვს, რომ ამომრჩველი ერთჯერადად „იყიდოს“,  თუმცა არსებობს თბილისის მერის არჩევნების სხვა ინტრიგა…“

ამასობაში საარჩევნო მარათონს ირმა ინაშვილი და კახა კუკავა შეუერთდნენ… შეიცვალა საწყისი კონფიგურაცია… რა ცვლილებებია მოსალოდნელი თბილისისათვის ბრძოლაში…

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ადგილობრივი არჩევნებისთვის ბურჯანაძისა და კუკავას პარტიები გაერთიანდნენ

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: „უპირველეს ყოვლისა, მათი გამოჩენა ადგილობრივ არჩევნებზე უფრო კონკურენტულ გარემოს შექმნის, რაც კარგია ზოგადად დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით. ეს ძალზედ მოსწონთ საერთაშორისო დამკვირვებლებს და ხაზგასმით აღნიშნავენ ხოლმე თავიანთ დასკვნებში. ირმა ინაშვილი და კახა კუკავა საკმაო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები, პოლიტიკურ დებატებს ნამდვილად შესძენენ მეტ ელფერს… რთული წარმოსადგენია, რომ ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანება შეძლებს, როგორც თავად ამბობენ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დამკვიდრებულ ტრადიციაში „სერიოზული კორექტივების“ შეტანას… იმისათვის რომ არსებულ მდგომარეობაში ცვლილებები შეიტანო, საამისო რესურსი უნდა გქონდეს. ჩემი აზრით, აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათი რესურსები საკმაოდ  შეზღუდულია. და თუ სოციოლოგიურ გამოკითხვებს და ამ პარტიების საქმიანობაზე დაკვირვებას დავეყრდნობით, ბოლო პერიოდში ამ მხრივ მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა…“

არის მოსაზრება, რომ ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა მეორე ტურის მოლოდინი. ეს კანდიდატები ხმას ართმევენ მმართველ პარტიას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის ამომრჩეველიც კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული ელექტორალური ჯგუფია. მისთვის ელექტორატის წართმევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მერის არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის  ირმა ინაშვილის შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მეორე ტურის ალბათობა…

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღე დაასახელა

ვაჟა ბერიძე: „ეს მოსაზრება მეორე ტურზე ალბათ ემყარება იმ მარტივ რაოდენობრივ გათვლას, რომ ირმა ინაშვილს და „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავთ თავიანთი სტაბილური ამომრჩეველი, რომელმაც ეს პარტია პარლამენტში გაიყვანა. შესაბამისად, თუ ირმა ინაშვილის თბილისის მერის არჩევნებში ჩაბმამდე ეს ელექტორატი გადანაწილდებოდა სხვა კანდიდატებზე, ეხლა უკვე ის მთლიანად ირმა ინაშვილს ეკუთვნის და ბუნებრივია მოაკლდება სხვებს, რაც ზრდის მეორე ტურის ალბათობას. რამდენად მნიშვნელოვნად ზრდის? მე აქ უფრო თავშეკავებული ვიქნებოდი პროგნოზებში მანამდე, ვიდრე ირმა ინაშვილი თავის საარჩევნო კამპანიას არ დაიწყებს და პროგრამას არ წარმოადგენს…“

ჯერ კიდევ არის დრო, საარჩევნო კონფიგურაციაც სავარაუდოდ შეიცვლება, თუმცა ყველაფერი ხდება და არც ის გამიკვირდება კონსტიტუციის პროექტზე საბოლოოდ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მარათონს რამდენიმე მონაწილე გამოაკლდეს…

ყველა ახალი ამბავი
0