ცაგარელი: 21-27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

© Sputnik / Seyran Baroyanასტროლოგი მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველოს" კოლუმნისტი, ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს მომავალ კვირაზე - 21-27 აგვისტოზე, თუ რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ მზისა და მთვარის დაბნელების დროს, ასევე რა დადებითსა და უარყოფითს მოუტანს ისინი ადამიანებს.

წინ ძალზე მნიშვნელოვანი კვირაა: 21 რიცხვში ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა. ჩვენთან დროში ცოტა განსხვავებითაა. ახალმთავრეობა თბილისის დროით 22:31 საათზე, ხოლო მზის დაბნელება — 22:27 საათზე იქნება, ანუ ოთხი წუთით ადრე. დაბნელება ყოველთვის უკავშირდება დაძაბულობას, რადგან აქ ერთმანეთს ებრძვიან მზე და მთვარე, ისინი მკაფიო ურთიერთნეგატიურ დამოკიდებულებაში არიან. ამიტომ ამ დროს სერიოზული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს — კატაკლიზმები, კონფლიქტები: ბუნებრივი კატაკლიზმებიდან დაწყებული, ან რაიმე ტექნოგენური კატასტროფებიდან და დამთავრებული ჯანმრთელობით, ურთიერთობებით, კონფლიქტურობით, ტრავმატულობით, ავარიულობა მკვეთრად მატულობს.

რით იყო რთული აგვისტო?

იყო ორი დაბნელება: 7 აგვისტოს — მთვარის, 21აგვისტოს — მზის. მზისა და მთვარის დაბნელების დღეები ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნისთვის ყოველთვის კოსმოსური გამოცდაა. გამოცდა სიმშვიდეში, საკუთარი ურთიერთობების ბალანსსა და ხასიათში, გამოცდა, რომ არ დაუშვას შეცდომები და ა. შ.

ყველას ვთხოვ, ორშაბათს, 21 აგვისტოს იყოს ყურადღებით, არ გადაიტვირთოს, არაფერი სარისკო არ მოიმოქმედოს, არ დაიწყოს არანაირი ახალი საქმე, არ გამართოს მოლაპარაკებები, რადგან ის მომავალში არ იმუშავებს, შეგიძლიათ დაიწყოთ რამე საქმე, მაგრამ ის შემდეგ სულ სხვა კალაპოტს მიიღეს. შემდეგ გაგახსენდებათ, რომ ეს ყველაფერი დაბნელების დღეს დაიწყო და მიზეზი სწორედ ესაა. ამიტომ იყავით ფრთხილად: არანაირი ქორწინება ამ დროს არ გაამართლებს. გაატარეთ ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად, სერიოზული, განსაკუთრებული საქმეებისა და ვიზიტების გარეშე.

დადებითი ტენდენციები

თუმცა, უარყოფითი ტენდენციების გარდა, არის დადებითიც. პირველ რიგში, დედამიწა დადებით ენერგოზონაში გადადის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, აქამდე ის უარყოფით ენერგოზონაში იმყოფებოდა და ვითარებას ჩვენ გარშემო ძაბავდა. ამიერიდან, როდესაც დადებით ზონაში გადავდივართ, ეს საშუალებას მოგვცემს, განვიმტკიცოთ ჩვენი ჯანმრთელობა, მეტი ძალისხმევა მოვახმაროთ, მაგალითად ბიზნესს, კარიერას, შემოქმედებითი ჩანაფიქრების განხორციელებას. და თუ პირველ დეკადაში წარმატებით დასრულდა რაიმე ძველი პროექტები და წამოწყებები, ამ კვირიდან გაჩნდება შესაძლებლობა, მიიღოთ დამსახურებული ჯილდო, გადაჭრათ სადავო მომენტები, რომლებიც შემდგომი განვითარების დინამიკას აბრკოლებს.

ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი შეთანხმებებისთვის, ძველი საქმიანი ურთიერთობების მოგვარების, ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოების, პირადი გეგმების რეალიზებისთვის. ის, 21 აგვისტოს მიუხედავად, შეიძლება დაგამახსოვრდეთ, როგორც წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი.

მისწრაფება განახლებისკენ და რეტროგრადული მერკური

ახლა კვირის სხვა დღეების თაობაზე. ენერგეტიკის ზრდა, განახლება შესამჩნევი იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. საინტერესოა, რომ პლანეტა მერკური ახლა ქალწულის ნიშანშია. ეს კი ადამიანებს საკუთარი საქმეების სწრაფად დასრულებისა და ახლის წამოწყებისკენ განაწყობს.

მერკურიმ რეტროგრადული მოძრაობა 13 აგვისტოს დაიწყო და ეს 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს რეტროგრადული მოძრაობა ყურადღებას მოითხოვს, რადგან ამ დროს ადამიანს შესუსტებული აქვს კონტაქტურობის უნარი, ანუ, უფრო უჭირს ურთიერთობების დალაგება. ამ პერიოდში, როდესაც მოძრაობა რთულდება, დაბრკოლებები და სირთულეები იქნება, მაგალითად, ავია ან ავტომოგზაურობისას. უფრო რთული გახდება საჭირო ინფორმაციის მიღება და გარდა ამისა, ვთქვათ ასე — ადამიანები უფრო ნელა იაზროვნებენ. ამიტომ ამას ხანდახან შეუძლია რაიმე ავარიულ სიტუაციებამდე მიგვიყვანოს. ანუ, ნებისმიერ ადამიანს 5 სექტემბრამდე, რეტროგრადულ მერკურთან დაკავშირებით, დასჭირდება მეტი ორგანიზებულობა, ყურადღება და კომპეტენტური სპეციალისტების მიზიდვა საკუთარ პროექტებში, რათა შეცდომები აირიდონ თავიდან.

ეს მნიშვნელოვანი კვირაა, რომელიც ხაზს გაავლებს ძველ გეგმებსა და ახალ არჩევანს შორის. მინდა გითხრათ, რომ ახალ არჩევანს ზოგი მთვარის ან მზის დაბნელების პერიოდში გააკეთებს. სხვათა შორის, დაბნელება ცუდი პერიოდი არ არის რაიმე მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთებისთვის, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია, ეს ფაქტობრივი დღეა, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრების ევოლუციის ახალი ციკლის დაწყებას ნიშნავს.

23.08.2017 – 22:22 სთ

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გველოდება ამ კვირაში — 23 აგვისტოს, 22:22 საათზე (თბილისის დროით) მზე ქალწულის ნიშანში გადავა. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი თვე მზე ქალწულის ნიშანში იქნება და გადამწყვეტი ფაქტორი ზოდიაქოს ამ ნიშნის — ქალწულის ხასიათის ნიშნები იქნება. მომდევნო მთელი თვის განმავლობაში ჩვენს მატერიალურ სამყაროს ქალწული წარმართავს. ეს ნიშნავს, რომ ქალწულის ისეთი თვისებები, როგორიცაა დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, სიჯიუტე, თმენის უნარი კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო დაფასდება, თუ ადამიანი ამ თვისებებს გამოიყენებს. ამას გარდა, ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება ფინანსური შესაძლებლობები და მატერიალური კეთილდღეობის მიღების შანსები.

 

ყველა ახალი ამბავი
0