მარგველაშვილი განცდებზე, კონსტიტუციაზე და მომავლის გეგმებზე

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეზღუდული უფლებამოსილების გამო მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა ძალიან რთულია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან (Rustavi2) ინტერვიუში  მომავლის გეგმებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, მარგველაშვილს ამ პოსტზე შეზღუდული ძალაუფლება გააჩნია. ეს კიდევ უფრო მეტად მჟღავნდება „ქართულ ოცნებასთან“ კონფლიქტის ფონზე, რომლის წევრი მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევამდე იყო — ყველა მისი ვეტო დაძლეულია, მისი შენიშვნების იგნორირება ხდება, ხოლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიცია განცხადებების დონეზე რჩება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებების უმრავლესობა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებას მოითხოვს, მას არ აქვს უფლება მოახდინოს გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებზე ან საკანონმდებლო ინიციატივებით გამოვიდეს.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საარჩევნო სისტემის საკითხში "ქართული ოცნება" დათმობაზე წავიდა

განცდების შესახებ

მარგველაშვილის განცხადებით, მას რომ ჰქონოდა მეტი უფლებამოსილება, ის ქვეყნისთვის მეტ საქმეს გააკეთებდა.

„განათლების მინისტრის პოსტზე უფრო მეტი უფლებამოსილება მქონდა, ვიდრე პრეზიდენტის პოსტზე“, — შესჩივლა მან.

ამასთან, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა რთულია.

„ბევრად მეტი მინდოდა რომ გამეკეთებინა და ბევრად მეტი მინდა  ვაკეთო. როდესაც „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებოდით, მაშინ სულ სხვა ემოციები იყო. მაშინ მომავლისადმი რომანტიკული განწყობა გვქონდა. პოლიტიკური რეალობის პირობებში, რომელიც შემდეგ შეიქმნა, მე ვცდილობდი, რომ ჩემი ვალდებულება მაქსიმალურად შემესრულებინა. ეს ვალდებულება ცოტა რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია შეიცვალა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა  შეუსრულებელი მოვალეობების შესახებაც ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გაიგეს. მათ გაიგეს, რომ მე არ შემიძლია პენსიების მომატება, არ მაქვს შესაძლებლობა სოციალური დაზღვევა გავზარდო, უზრუნველვყო დასაქმება, გადავწყვიტო ეკონომიკური სირთულეები და ა.შ. რთულია ყოველდღიურად იცოდე, რომ შენს მოქალაქეებს ძალიან ბევრი სირთულე აქვთ და შენ არ გაქვს შესაძლებლობა ამ სირთულეების გადაჭრის“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილს განახლებული კონსტიტუციის პროექტი მოსწონს

მეორე ვადის შესახებ

გიორგი მარგველაშვილს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, აპირებს თუ არა ის მეორე ვადით კენჭისყრას.

„კითხვებზე, ვჭირდები თუ არა საზოგადოებას, შემიძლია თუ არა მისი პრობლემების გადაჭრა, შემიძლია თუ არა ამ პრობლემების გადაჭრა სხვებზე უკეთ, ჯერჯერობით, პასუხი არ მაქვს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უყვარს საკუთარი ქვეყანა და სურს მას ემსახუროს, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია, შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას. „ეს არის პირადი და ამავე დროს პოლიტიკური საკითხი“, — დასძინა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი არ აპირებს ვადამდე ადრე გადადგომას იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაჩქარდეს, მათ შორის, რომ გადაიდოს კონსტიტუციის ცვლილებების მიღება.

„არჩევნების დანიშვნა ფორმალურობისთვის არ უნდა ხდებოდეს, საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ეს ჩემი სტილი არ არის, მივმართო ხრიკებს, რაღაც პროცესის შესაჩერებლად“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მთავარი კანონის შესახებ

თავისი ინტერვიუს ნაწილი საქართველოს პრეზიდენტმა წლის მთავარ მოვლენას — კონსტიტუციაში ცვლილებებს მიუძღვნა, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებას და ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. ქვეყნის განახლებული მთავარი კანონის პროექტი პარლამენტმა სამიდან ორი მოსმენით უკვე მიიღო.

ჯანი ბუკიკიო - Sputnik საქართველო
ბუკიკიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაციაში ეჭვი ეპარება

მარგველაშვილს შესწორებები არ მოსწონს. მან სადღეგრძელოებიც კი უწოდა იმ პუნქტებს, რომელიც უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვას ეხება, დაზუსტებას, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია და პუნქტებს — ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში შესვლის შესახებ.

„კონსტიტუცია თუ იქნება ლოზუნგების კონსტიტუცია და სადღეგრძელოების კონსტიტუცია, შეიძლება, სუფრის კულტურას ეთანხმება, მაგრამ მე არ მგონია, რომ იმის იქითაც ეთანხმებოდეს“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა პრეზიდენტის მხრიდან უცხოელებისთვის მიწის აკრძალვის საკითხმა. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის არარსებობის ფონზე ნორმა „ქართული მიწა არ იყიდება“ — ლოზუნგია.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ პარტიას, საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0