კინო თბილისში: რა ვნახოთ 29 ივნისიდან 2 ივლისამდე

გამოწერა

"Sputnik-საქართველო" განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებს უქმეებზე ელით.

ეს ბავშვებისა თუ მათი მშობლებისთვის დიდი ხნის ნანატრი "საზიზღარი მეს" გაგრძელებაცაა, საშინელებათა ფილმიც ზვიგენებზე და სხვაც.

29 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

"საზიზღარი მე 3" (Despicable Me 3) — სტუდია Illumination Entertainment-ის სრულმეტრაჟიანი კომპიუტერული ანიმაცია. გრიუს ახალი მეტოქე გამოუჩნდა — ბალთაზარ ბრეტი. ოდესღაც, ბავშვობაში ის ვარსკვლავი იყო, მაგრამ დრო გავიდა, ბრეტი გაიზარდა და ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ბოროტმოქმედია.

გარდა ამისა, გრიუ დიდი ხნის დაკარგულ, მომხიბლავ, მხიარულ და უფრო წარმატებულ ტყუპისცალ ძმას, დრიუს შეხვდება. ისინი გაერთიანდებიან, რათა კიდევ ერთი ძარცვა განახორციელონ — დაიბრუნონ ბრეტის მიერ მოპარული ბრილიანტი.

საინტერესო ფაქტები: ფილმის ტიტრებში აღნიშნულია, რომ ის ეძღვნება დევიდ ბოუის, ეიბ ვიგოდას, ჯორჯ კენედის, დორის რობერტსის, რობერტ ვონის, კერი ფიშერის, ჯონ ჰერტის, ბილ პექსტონის და დონ რიკლზის ხსოვნას.

"47 მეტრი წყალქვეშ" (47 Meters Down) — რეჟისორ იოჰანეს რობერტსის საშინელებათა ფილმი. მექსიკაში დასვენებისას ორი და — ლიზა (მენდი მური) და ქეითი (ქლერ ჰოლტი) რკინის გალიით დიდ თეთრ ზვიგენებთან ჩაყვინთავენ. მაგრამ თავბრუდამხვევი ატრაქციონი კოშმარად იქცევა, როდესაც ჯაჭვი წყდება და გალია გოგონებთან ერთად ოკეანეს ფსკერზე იძირება.

საინტერესო ფაქტები: გადაღებების წინ მენდი მური და ქლერ ჰოლტი დაივინგის კურსებს გადიოდნენ. მანამდე არცერთი მათგანი წყალქვეშა ცურვით დაკავებული არ ყოფილა. გადაღებების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში, წყალქვეშა გადაღებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტუდიაში მიმდინარეობდა.

გასულ კვირას თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ბოევიკი "ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი" (Transformers: The Last Knight) და ჯონათან ლევინის კომედია "დედა მოტაცებული" (Snatched) ემი შუმერით და გოლდი ჰოუნით მთავარ როლებში.

თბილისის კინოთეატრებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ — შავი კომედია "ძალიან ცუდი გოგონები" (Rough Night) სკარლეტ იოჰანსონით მთავარ როლში, ამერიკული მელოდრამა "ყველაფერი, ყველაფერი" (Everything, Everything), ალექს კურტცმანის სათავგადასავლო ბლოკბასტერი "მუმია" (The Mummy), რეჟისორ პეტი ჯენკინსის სუპერგმირული ფილმი "ქალი-საოცრება" (Wonder Woman), ამერიკული სათავგადასავლო ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან" და რეზო გიგინეიშვილის თრილერი "მძევლები".

თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ მულტფილმები ბავშვებისათვის — "მანქანები 3" (Cars 3) და კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი "კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants).

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

ყველა ახალი ამბავი
0