რა არ მოეწონათ ევროპელ ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის კომისიას „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების გეგმებთან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნია.

გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტის შესახებ, რომელშიც არის შენიშვნებიც და დადებითი გამოხმაურება.

შესწორებები, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა, ქვეყნის მთავარი კანონის ყველა მუხლს ეხება.

ვენეციის კომისიის შენიშვნები საქართველოს პარლამენტის ფორმირების შეთავაზებულ მეთოდს ეხება. პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების გეგმებთან პრეტენზიები არ არის. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უკვე პარლამენტი მსჯელობს

საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია 16 ივნისს წარადგენს.  მმართველი პარტია, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ადრე განაცხადა, რომ კომისიის შენიშვნების გათვალისწინების გარეშე კონსტიტუციას არ მიიღებდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით იხილება. კანონმდებლები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ცვლილებებს 2017 წლის ბოლომდე მიიღებენ.

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც პარლამენტის ფორმირებას ეხება, „უმრავლესობის“ დომინირების რისკი დაინახა.

“საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით“, — ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც ქართულმა მასმედიამ გაავრცელა. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: პარლამენტის სპიკერი პრეზიდენტს აშანტაჟებს

კომისიამ უარყოფითად შეაფასა  პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწესება, საარჩევნო ბლოკების გაუქმება და მანდატების განაწილების პრინციპი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასება გაკეთდა.

 „წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი შეზღუდულია სამი მექანიზმით — 5%-იანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5%-ის ქვემოთ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებულ პარტიაზე გადანაწილება და საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმება. ეს სამი მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ“, — აღნიშნულია ანგარიშში.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ მანდატები პროპორციულად განაწილდეს ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილებაზე ზღვარი დაწესდეს და/ან ბარიერი 2%-3%-მდე შემცირდეს.

წამყვანი ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიის შეფასებით კმაყოფილები დარჩნენ. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: კონსტიტუცია სამხედრო სამსახურს არ დაარეგულირებს

 „ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მაღალი ბარიერი, ამ შემთხვევაში 5%-იანი, ბლოკების აკრძალვა და ე.წ. მუსოლინის სისტემა, რომელიც არის წარმოდგენილი ამ პროექტში, სამივე ერთობლიობაში აზრს უკარგავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,“ — განაცხადა გიორგი ტუღუშმა, ოპოზიციური პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა.

იმავე აზრს იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა.

 „ვენეციის კომისიის ანგარიშმა აჩვენა, რომ ბონუსების სისტემა, 5%-იანი ბარიერი და ბლოკების აკრძალვა არ გამოდგება. იქ პირდაპირ წერია, რომ უმრავლესობის დომინირების საშიშროება იქმნება“, — აღნიშნა რურუამ.

„პირდაპირ, არაორაზროვნად წერია, რომ  იქმნება საფრთხე ერთი პარტიის უმრავლესობის დომინირებისა, რაც დღესდღეობით ასეა“, — ამბობს ნიკა რურუა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0