კინო თბილისში: რა ვნახოთ 11-14 მაისს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი კინოთეატრის სალაროები
თბილისის ერთ-ერთი კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაი რიჩის ახალი ფენტეზი, ასევე მრავალი საშინელებათა, სისხლიანი, სასაცილო და ლამაზი კინო თბილისის კინოთეატრებში.

"Sputnik-საქართველო" ტრადიციულად აგრძელებს ყველაზე "ცხელი" კინოპრემიერებისა და საინტერესო კინოფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

11 მაისს თბილისის კინოთეატრებში გაიმართება შემდეგი სურათების პრემიერები:

"მეფე არტურის ხმალი" (King Arthur: Legend of the Sword) რეჟისორ გაი რიჩის ფენტეზიური სათავგადასავლო ფილმია მეფე არტურზე ლეგენდების მოტივებზე. ახალგაზრდა არტური თავის ბანდასთან ერთად ლონდინიუმის გარეუბნებში დახეტიალობს. თავისი წარმომავლობა მას სრულებით არ აინტერესებს და არ უფრთხილდება მას. ასე ცხოვრობს ის მანამ, სანამ ბედი ჯადოსნურ ხმალს — ეკსკალიბურს არ შეახვედრებს. ამის შემდეგ არტური კარდინალურად იცვლება — უყვარდება, უერთდება წინააღმდეგობის მოძრაობას და თავის გარშემო ტირან ვორტიგერნის ჩამოსაგდებად, რომელმაც მას მშობლები დაუხოცა და ტახტი ჩაიგდო ხელთ, ხალხს იკრებს. ფილმში მონაწილეობენ ასტრიდ ბერჟე-ფრისბი, ჯიმონ ჰონსუ და ჯუდ ლოუ.

"თავს უშველე" (Get Out) ჯორდან პილის საშინელებათა ამერიკული ფილმია. შავკანიანი ფოტოგრაფი კრისი თავისი შეყვარებული გოგონას ოჯახის მამულში მისი მშობლების გასაცნობად მიდის. რასებთან დაკავშირებული კითხვებით შეშფოთებული კრისი თეთრკანიანების ოჯახში თავს მშვიდად ვერ გრძნობს, მაგრამ საფრთხის ნამდვილი მასშტაბები ვერც კი წარმოუდგენია. მისი განგაში სხვა აფროამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ იზრდება, რომლებიც შეშლილებივით იქცევიან, ხოლო მშობლიურ ქალაქებში ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მტავარ როლებში არიან დანიელ კალუია და ელისონ უილიამსი.

"დიდი შუხური" (Free Fire) — რეჟისორ ბენ უიტლის ბრიტანული ფილმია. ბოსტონი, 1978 წელი. ქალაქის გარეუბანში, მიტოვებული ქარხნის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვის თაობაზე საქმიანი ადამიანები ხვდებიან. როდესაც იატაკქვეშა გარიგება იშლება, მთელი საწყობი მასშტაბურ ბრძოლის ველს ემსგავსება. პრიზი თამაშში კეისია, რომელშიც დიდი რაოდენობის თანხა დევს, მაგრამ მისი წაღება ადვილი არ არის. შეიარაღებულია ყველა, ყველა თავის თავზე ზრუნავს, მეჯლისს ქაოსი მართავს.

თბილისის კინოთეატრებში ასევე იხილეთ — ამერიკული ფილმი სუპერგმირებზე "გალაქტიკის მცველები 2" (Guardians of the Galaxy Vol. 2), დექს შეპარდის კრიმინალური კომედია "შმატრული" (CHIPS), რეჟისორ ჯეიმს პონსოლდტის ფილმი "წრე" (The Circle) ემა უოტსონით და ტომ ჰენკსით მთავარ როლებში, რეჟისორ ნაჩო ვიგალონდოს კანადურ-ესპანური ფანტასტიკური ბოევიკი "ჩემი შეყვარებული მონსტრია" (Colossal) და მაიკლ აპტედის ბრიტანული თრილერი "საიდუმლო აგენტი" (Unlocked).

ასევე თბილისის კინოთეატრების ეკრანებზეა — რეზო გიგინეიშვილის თრილერი "მძევლები", რეჟისორ ფელიქს გერი გრეის და სცენარისტ კრის მორგანის ამერიკული ბოევიკი "ფორსაჟი 8" (The Fate of the Furious), რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრულ-მუსიკალური ფილმი "მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში.

მულტფილმები ბავშვებისთვის — რეჟისორ ეშ ბრენონის სრულმეტრაჟიანი ჩინურ-ამერიკული მულტფილმი "როკ დოგი" (Rock Dog) და მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი "პატარა ბოსი" (The Boss baby).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0