„ოსკარი 2017“: ცერემონია, საუკეთესო ფილმი, გამარჯვებულები და სხვა სიახლეები

© REUTERS / Lucas Jacksonსცენარისტ ბარი ჯეკსონსა და ტარელ მაკკრეინს ოსკარის რიგირთ 89-ე დაჯილდოვებაზე ხელში უჭირავთ მიღებული ჯილდო
სცენარისტ ბარი ჯეკსონსა და ტარელ მაკკრეინს ოსკარის რიგირთ 89-ე დაჯილდოვებაზე ხელში უჭირავთ მიღებული ჯილდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ოსკარის“ პრემიის დაჯილდოების ცერემონიას წელს კონფუზის გარეშე არ ჩაუვლია.

კინემატოგრაფიის სფეროში ყველაზე პრესტიჟული „ოსკარის“ პრემიის გადაცემის ცერემონია გასულ ღამეს ლოს–ანჯელესში გაიმართა. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის დაჯილდოების 89-ე ცერემონიის წამყვანი კომიკოსი ჯიმი კიმელი იყო.

ცერემონია მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკის გამოსვლით გაიხსნა. საღამოს წინ ვარსკვლავებმა ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გაიარეს — მსახიობები, უმეტესწილად, ოქროსფერი, თეთრი და ალისფერი სამოსით წარდგნენ.

სკანდალი

„ოსკარი 2017“-ის მთავარი კონფუზი „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოცხადებისას დაშვებული შეცდომა გახდა. თავიდან წამყვანებმა გამოაცხადეს, რომ ამ ნომინაციაში „ოსკარი“ მიუზიკლ „ლა-ლა-ლენდს“ გადაეცემა. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მიუზიკლის გადამღები ჯგუფი სცენაზე ავიდა და სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, სცენაზე ორგანიზატორთა წარმომადგენელი ავიდა და განაცხადა, რომ შეცდომა მოხდა და მთავარი ჯილდო ეკუთვნის სურათს „მთვარი შუქი“.

© REUTERS / Lucy Nicholson"ოსკარის" რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო ფილმი" უორენ ბიტიმ შეცდომით გამოაცხადა მიუზიკლი "ლა-ლა-ლენდი"
ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმი უორენ ბიტიმ შეცდომით გამოაცხადა მიუზიკლი ლა-ლა-ლენდი - Sputnik საქართველო
"ოსკარის" რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო ფილმი" უორენ ბიტიმ შეცდომით გამოაცხადა მიუზიკლი "ლა-ლა-ლენდი"

მოგვიანებით მსახიობმა უორენ ბიტიმ, რომელიც „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში „ოსკარის“ გამარჯვებულს აცხადებდა, განმარტა, რატომ დაასახელა სხვა სურათი — „ლა-ლა-ლენდი“ „მთვარის შუქის“ ნაცვლად. მსახიობს სხვა კონვერტი მისცეს. „მე ის გავხსენი და წავიკითხე, „ემა სტოუნი, ლა-ლა-ლენდი“, – განაცხადა ბიტიმ. ცერემონიის ორგანიზატორებმა შეცდომისათვის ბოდიში მოიხადეს.

რეჟისორ ბარი ჯენკინსის დრამა „მთვარის შუქი“ მაიამის გეტოში შავკანიანი მოზარდის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარი როლები შეასრულეს მაჰერშალა ალიმ, ჟანელ მონემ და ნაომი ჰარისმა. სურათი „ოსკარზე“ რვა ნომინაციაში იყო ნომინირებული. მაჰერშალა ალიმ „მეორე პლანის საუკეთესო მსახიობის“ ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო ფილმის რეჟისორმა ჯენკინსმა პრემია მიიღო „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ ნომინაციაში.

© REUTERS / Lucy Nicholsonემი ადამსი "ოსკარს" გადასცემს სცენარისტ ბარი ჯენკისს
ემი ადამსი ოსკარს გადასცემს სცენარისტ ბარი ჯენკისს - Sputnik საქართველო
ემი ადამსი "ოსკარს" გადასცემს სცენარისტ ბარი ჯენკისს

მიუზიკლი „ლა-ლა-ლენდი“, რომელიც დამწყები მსახიობისა და მუსიკოსის ისტორიას მოგვითხრობს, რაიან გოსლინგით და ემა სტოუნით მთავარ როლებში, 14 ნომინაციაში იყო ნომინირებული. აქამდე ასეთი შედეგი ჰქონდა მხოლოდ „ტიტანიკსა“ და დრამას „ყველაფერი ევას შესახებ“.

შედეგად, „ლა-ლა-ლენდის“ გადამღები ჯგუფიდან სანუკვარი „ოსკარის“ ქანდაკებები მიიღეს შვედმა ოპერატორმა ლინუს სანდგრენმა, მსახიობმა ემა სტოუნმა („მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი“), კომპოზიტორმა ჯასტინ გურვიცმა („საუკეთესო მუსიკა“ და „საუკეთესო სიმღერა“). ჯილდოები ასევე მიიღეს ტექსტის ავტორებმა ბენჯ პასეკმა და ჯასტინ პოლმა და თვით რეჟისორმა დემიენ შაზელმა. სურათს „ოსკარი“ ასევე გადაეცა ნომინაციაში „დამდგმელი-მხატვრის საუკეთესო ნამუშევარი“.

© REUTERS / Lucy Nicholsonემა სთოუნმა "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი ქალი" მიუზიკლში "ლა-ლა-ლენდი"
ემა სთოუნმა ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლში ლა-ლა-ლენდი - Sputnik საქართველო
ემა სთოუნმა "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი ქალი" მიუზიკლში "ლა-ლა-ლენდი"

სხვა გამარჯვებულები

წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი როლისთვის ფილმში „მანჩესტერი ზღვასთან“ ბენ აფლეკის ძმა — კეისი აფლეკი გახდა. „ოსკარზე“ ეს მსახიობი მეორედ იყო ნომინირებული. მანამდე 2007 წელს – მეორეხარისხოვანი როლით ფილმში „როგორ მოკლა მშიშარა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი“, მაგრამ მაშინ კეისი „ოსკარით“ არ დაჯილდოებულა.

© REUTERS / Lucas Jacksonკეისი აფლეკს ხელში უჭირავს "ოსკარის" დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიაზე მიღებული ჯილდო
კეისი აფლეკს ხელში უჭირავს ოსკარის დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიაზე მიღებული ჯილდო - Sputnik საქართველო
კეისი აფლეკს ხელში უჭირავს "ოსკარის" დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიაზე მიღებული ჯილდო

ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ ჯილდო მიიღო ასჰარ ფარჰადის ფილმმა „კომივოიაჟერი“. თუმცა თავად რეჟისორმა „ოსკარი“ ვერ აიღო, რადგან ცერემონიას არ დაესწრო აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების ბრძანების პროტესტის ნიშნად.

ნომინაციაში „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ გაიმარჯვა „ზოოტოპიამ“, ხოლო საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ კინოდ აკადემიკოსებმა სურათი „მგალობელი ჩიტი“ აღიარეს.

© REUTERS / Lucas Jacksonნომინაციაში "საუკეთესო ანიმაციური ფილმი" გაიმარჯვა სრულმეტრაჟიანმა მულტფილმმა "ზოოტოპია". ფოტოზე: მულტფილმის შემქმნელები "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე
ნომინაციაში საუკეთესო ანიმაციური ფილმი გაიმარჯვა სრულმეტრაჟიანმა მულტფილმმა ზოოტოპია. ფოტოზე: მულტფილმის შემქმნელები ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
ნომინაციაში "საუკეთესო ანიმაციური ფილმი" გაიმარჯვა სრულმეტრაჟიანმა მულტფილმმა "ზოოტოპია". ფოტოზე: მულტფილმის შემქმნელები "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე

მეორე პლანის საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა ვიოლა დევისი, რომელმაც ფილმში „წინაღობანი“ ითამაშა. კატეგორიაში „საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობები“ გაიმარჯვეს ალესანდრო ბერტოლაციმ, ჯორჯო გრეგორინიმ და კრისტოფერ ნელსონმა დევიდ ეირის სურათში „თვითმკვლელთა რაზმი“. ნომინაციაში „კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი“ „ოსკარი“ მიიღო კოლინ ეტვუდმა (დევიდ იეიტსის ფილმი „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“).

ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ ჯილდო მოიპოვა ეზრა ედელმანის ნამუშევარმა „დამზადებულია ამერიკაში“. ფილმი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის ო.ჯეი სიმფსონის ბედზე მოგვითხრობს. ეს სურათი „ოსკარის“ ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე გრძელი დოკუმენტური ფილმი — ის შვიდნახევარ საათს გრძელდება.

© REUTERS / Lucas Jacksonნომინაციაში "საუკეთესო უცხოური ფილმი" გაიმარჯვა ირანელი რეჟისორის, ასჰარ ფარჰადის ნამუშევარმა "კომივოიაჟერი". მთავარი როლის შემსრულებელმა ტარანე ალიდუსტიმ და თავად ფარჰადმა უარი თქვეს აშშ-ში დაჯილდოების ცერემონიაზე გამგზავრებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშშ-ში შესვლის წესებთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ფარჰადის ნაცვლად მისი "ოსკარი" მიიღეს ირანული წარმოშობის ამერიკელმა ასტრონავტმა ანუშეჰ ანსარიმ და NASA-ს ყოფილმა მეცნიერ-თანამშრომელმა ფირუზ ნადერიმ.
ნომინაციაში საუკეთესო უცხოური ფილმი გაიმარჯვა ირანელი რეჟისორის, ასჰარ ფარჰადის ნამუშევარმა კომივოიაჟერი. მთავარი როლის შემსრულებელმა ტარანე ალიდუსტიმ და თავად ფარჰადმა უარი თქვეს აშშ-ში დაჯილდოების ცერემონიაზე გამგზავრებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშშ-ში შესვლის წესებთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ფარჰადის ნაცვლად მისი ოსკარი მიიღეს ირანული წარმოშობის ამერიკელმა ასტრონავტმა ანუშეჰ ანსარიმ და NASA-ს ყოფილმა მეცნიერ-თანამშრომელმა ფირუზ ნადერიმ. - Sputnik საქართველო
ნომინაციაში "საუკეთესო უცხოური ფილმი" გაიმარჯვა ირანელი რეჟისორის, ასჰარ ფარჰადის ნამუშევარმა "კომივოიაჟერი". მთავარი როლის შემსრულებელმა ტარანე ალიდუსტიმ და თავად ფარჰადმა უარი თქვეს აშშ-ში დაჯილდოების ცერემონიაზე გამგზავრებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშშ-ში შესვლის წესებთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ფარჰადის ნაცვლად მისი "ოსკარი" მიიღეს ირანული წარმოშობის ამერიკელმა ასტრონავტმა ანუშეჰ ანსარიმ და NASA-ს ყოფილმა მეცნიერ-თანამშრომელმა ფირუზ ნადერიმ.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ სურათად აღიარეს ორლანდო ფონ აინსიდელის „თეთრი ჩაფხუტები“. ნამუშევარი სირიის სამოქალაქო თავდაცვის (SCD) მოხალისე გმირების შესახებ მოგვითხრობს. ნომინაციაში „ხმის საუკეთესო მონტაჟი“ კინოაკადემიკოსებმა უპირატესობა დენი ვილნევის სურათს „ჩამოსვლა“ მიანიჭეს (მთავარ როლებში: ემი ადამსი და ჯერემი რენერი). მელ გიბსონის ფილმმა „ჰაქსოს გმირი“ (Hacksaw Ridge) „ოსკარი“ მიიღო „ხმის საუკეთესო მიქსინგის“ და „საუკეთესო მონტაჟის“ ნომინაციებში.

ნომინაციაში „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ „ოსკარის“ ქანდაკება გადაეცა რობერტ ლეგატოს, ადამ ვალდეზს, ენდრიუ ერ ჯონსს და დენ ლემონს ნამუშევრისთვის ფილმზე „ჯუნგლების წიგნი“. ნომინაციაში „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“ დაჯილდოვდნენ ბარი ჯენკინსი და ტარელ ელვინ მაკკრეინი ფილმისათვის „მთვარის შუქი“.

© REUTERS / Lucas Jacksonეზრა ედელმანი და კაროლინ უოტერფლოუ "ოსკარის" დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიაზე, სადაც მათმა დოკუმენტურმა ფილმმა "ო. ჯეი: დამზადებულია ამერიკაში" გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი"
ეზრა ედელმანი და კაროლინ უოტერფლოუ ოსკარის დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიაზე, სადაც მათმა დოკუმენტურმა ფილმმა ო. ჯეი: დამზადებულია ამერიკაში გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Sputnik საქართველო
ეზრა ედელმანი და კაროლინ უოტერფლოუ "ოსკარის" დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიაზე, სადაც მათმა დოკუმენტურმა ფილმმა "ო. ჯეი: დამზადებულია ამერიკაში" გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი"

ფილმი „მანჩესტერი ზღვასთან“ გამოარჩიეს კატეგორიაში „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“. ჯილდო სცენარისტმა ქენეთ ლონერგენმა მიიღო.

ამერიკის კინოაკადემია ლოს–ანჯელესში ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა, მისი შექმნის იდეა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer–ის დირექტორს ლუის მაიერს ეკუთვნის. აკადემიის პირველი პრეზიდენტი დუგლას ფერბენქსი გახდა, რომელიც კინოსამყაროში გამოჩენილი მიღწევებისათვის პრიზის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0