ქართული თეატრი: 2016 წლის საუკეთესო რეჟისორები, სპექტაკლები და მსახიობები

© photo: Sputnik / Alexander Makarov / გადასვლა მედიაბანკშირუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ შედგენილი საქართველოს თეატრების ყოველწლიური რეიტინგის პრეზენტაცია გაიმართა.

ცენტრის კვლევის მიხედვით, საქართველოში 2016 წელს ფუნქციონირებდა სულ 44 თეატრი, მათ შორის, 38 არის სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ხოლო 6 — კერძო, დამოუკიდებელი თეატრი. წელს კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია ორ სახელმწიფო თეატრს: ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს და თბილისის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიულ თეატრს. შესაბამისად, ცენტრის რეიტინგის არეალში 42 თეატრი მოხვდა: დედაქალაქიდან 18 თეატრი და საქართველოს რეგიონებიდან — 26 თეატრი.

ტრადიციისამებრ, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი თავის რეიტინგში ნომინაციებს წარმოადგენს, რომელშიც ხუთი საუკეთესო კანდიდატი შედის.

მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
ქართული თეატრის დღე

ნომინაციებში „2016 წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი„ და „2016  წლის საუკეთესო სპექტაკლი“ აღიარებული არიან: დათა თავაძე, „პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი“ (სამეფო უბნის თეატრი), ლევან წულაძე, „უცხოობაში Begalut“ (მარჯანიშვილის თეატრი), რობერტ სტურუა, „დაკანონებული უკანონობა“ (რუსთაველის თეატრი), გიორგი სიხარულიძე, „რევიზორი“ (ქუთაისის მესხიშვილის თეატრი), მიხეილ ჩარკვიანი, „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“ (მარჯანიშვილის თეატრი).

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ დასახელდნენ: ზურა ყიფშიძე „მეფე ლირი“ (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი), აპოლონ კუბლაშვილი „მოთამაშეები“ (გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი), ზუკა პაპუაშვილი „დაკანონებული უკანონობა“ (რუსთაველის თეატრი), ბესო ბარათაშვილი „უცხოობაში, Begalut“ (მარჯანიშვილის თეატრი), კახა მიქიაშვილი „სხვების ცხოვრება“ (თავისუფალი თეატრი).

კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ გამარჯვებული არიან: ნინო კასრაძე „მარინ რევია“ (სამეფო უბნის თეატრი), ნინელი ჭანკვეტაძე „ჩიტები“ (რკინის თეატრი), ბაია დვალიშვილი „უცხოობაში Begalut“  (მარჯანიშვილის თეატრი), ნინო ბურდული „დაგვიანებული ჩაი“ (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი), ქეთი ცხაკაია „მოხუცი ქალის ვიზიტი“ (მარჯანიშვილის თეატრი), ნანა ფაჩუაშვილი „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ (რუსთაველის თეატრი), მანანა კოზაკოვა „უცხოობაში, Begalut“ (მარჯანიშვილის თეატრი).

ნინო კასრაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო თეატრალური მოღვაწეები დაჯილდოვდნენ

კატეგორიაში „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი“ დასახელდნენ: პაატა ინაური და გიორგი შერვაშიძე (სამეფო უბნის თეატრი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი), რეზო ქაროსანიძე (ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი), შაკო მირიანაშვილი (თავისუფალი თეატრი), ანდრია ვაჭრიძე (ილიაუნის თეატრი). ქალთა კატეგორიაში დასახელდნენ კატო კალატოზიშვილი (სამეფო უბნის თეატრი), ნატუკა კახიძე, ანა ვასაძე, ანა სანაია (მარჯანიშვილის თეატრი) და თათია თათარაშვილი (ბათუმის თეატრი).

კატეგორიაში „სცენაზე განხორციელებული ახალი ქართული პიესა/სათეატრო ტექსტი“ გამარჯვებული არიან: დავით გაბუნია, დათა თავაძე „პრომეთე/ დამოუკიდებლობის 25 წელი“ (სამეფო უბნის თეატრი), ალექს ჩიღვინაძე „მარინა რევია“ და „ოლიმპიური თამაშები“ (სამეფო უბნის თეატრი), დათა ფირცხალავა „დიდი შესვენება“ (ახალციხის თეატრი) და ნინო ხარატიშვილი „მრისხანება“ (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი).

კატეგორია „საუკეთესო დებიუტის“ ლიდერები არიან: გურამ ღონღაძე (სამეფო უბნის თეატრი), ირაკლი გურგენიძე (თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი), ცოტნე ხუბუტია (ცხინვალის თეატრი), ანა ბებია (რუსთაველის 19) და ილია ქორქაშვილი (გორის ერისთავის თეატრი).

ქეთი დოლიძე, ჯოის მაკმილანი, მანანა ანთაძე - Sputnik საქართველო
შოტლანდიელი თეატრმცოდნე ქართულ თეატრზე და თანამედროვე კრიტიკაზე

კატეგორიაში „საუკეთესო თოჯინური სპექტაკლი“ ლიდერობენ: „ბატონი ზომერი“, იოსებ ბაკურაძე (ბორჯომის თოჯინების  თეატრი), „შვლის ნუკრის ნაამბობი“, ნიკა საბაშვილი (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი), „გამოუქვეყნებელი ნოველა“, ელენე მაცხონაშვილი (თბილისის თოჯინების თეატრი), „მზის სხივი“, ეკატერინე სირაძე (ქუთაისის თოჯინების თეატრი).

2016 წლის „საუკეთესო საბავშვო სპექტაკლი“: „მაუგლი“, ნიკა საბაშვილი (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) და „რაპუნცელი“, ლაშა გოგნიაშვილი (რუსთავის თეატრი).

ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა, მუსიკალური გაფორმება“ ლიდერობენ: გია ყანჩელი, ვატო კახიძე, ნიკა ფასური და ზვიად ბერიაშვილი.

გასულ წელს უცხოური გასტროლების ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩევა გრიბოედოვის თეატრი (15 ტურნე), ხოლო ყველაზე მეტი მაყურებელი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა მიიღო (74675 გაყიდული ბილეთი).

ციცინო კობიაშვილი - Sputnik საქართველო
ციცინო კობიაშვილი: ეს ხელობა უფალმა მაჩუქა, სულ რომ არ წამრთმეოდა ხელში ძალა

რეიტინგის ფარგლებში გამოიკვეთა საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმები, საუკეთესო სცენოგრაფია და კოსტიუმები, მუსიკალური გაფორმება, წლის მთავარი მოვლენები და ა. შ. ნომინაციების სრული სიის ნახვა შესაძლებელია აქ.

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირმა ორი სპეციალური პრიზი დააწესა, რომლებიც გადაეცათ: თემურ ჩხეიძეს — წარმატებული პროექტისთვის „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი — თემურ ჩხეიძის სახელოსნო“ და გურანდა გაბუნიას — 60 წელი სცენაზე (მარჯანიშვილისა და გრიბოედოვის თეატრების სცენებზე განხორციელებული როლებისთვის).

ყველა ახალი ამბავი
0