#NBAVOTE

© FB/ Zaza Pachuliaზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი რეგისტრირებული კალათბურთელია, აქედან მხოლოდ 450 თამაშობს NBA-ში და კიდევ უფრო მცირე რაოდენობა ანუ 47 კალათბურთელი - ევროპიდანაა.

 სანდრო ცნობილაძე                                             

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულების შედგენამ მთელი მსოფლიო  მოიცვა. სოციალურ ქსელებში ატეხილი ისტერია დასრულდა. ისტერია მარტო საქართველოში  არ იყო და ვინც ფიქრობს, რომ ამ მხრივ გამორჩეული მარტო ქართველები ვართ, მწარედ ცდება. ვისაც სპორტის და კონკრეტულად კალათბურთის რაიმე გაეგება, ის ადვილად ხვდება თუ რამხელა პატივია კალათბურთელისთვის ALL STARS-ში თამაში. ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან აშშ-ში არსებული სპორტული თუ არასპორტული გამოცემების, ინტერნეტ-რესურსების, ტელევიზიების მთავარი თემა სწორედ რომ ვოუთინგია და  ის ფაქტი, რომ ხმების დათვლის სისტემა ადრინდელისგან განსსხვავებით ახლა შეცვლილი იყო და ამის მიზეზი ზაზა ფაჩულია გახდა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში თავისი საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ძალიან უყვართ.

თუ რატომ არის ასე, ეს სხვა წერილის თემად დავტოვოთ. ამჯერად კი იმ  ინფორმაციული ცუნამიდან, რომელიც ვოუთინგს ახლავს, ერთ-ერთი, ჩემი  აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ტალღა მიმოვიხილოთ. 

© FB/ Zaza Pachuliaზაზა ფაჩულია და კევინ დურანტი
ზაზა ფაჩულია და კევინ დურანტი - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია და კევინ დურანტი

FOX SPORT აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული რესურსია. ესაა ჰოლდინგი, რომელიც თავის თავში ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემებს, აგრეთვე ტელევიზიას აერთიანებს. ეს საინფორმაციო მონსტრი ფლობს ექსკლუზიურ უფლებას  NBA-ის  მატჩების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე და არის ერთ-ერთი ლოკომოტივი  იმ ფილოსოფიისა, რომელიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას გააჩნია.

იმ ისტერიის ფონზე, რომელიც აშშ-ში ატყდა და რომლის მიზეზიც  ქართველი გულშემატკივრის  ფაჩულიასადმი მხარდაჭერა იყო, FOX SPORT-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით „რატომ უნდა ითამაშოს ზაზა ფაჩულიამ ALL STARS-ში“.

თითქოს დაუჯერებელია ამბავია — ამერიკული გამოცემა და თან როგორი გამოცემა, იმას კი არ ამტკიცებს, რომ კავაი ლეონარდი უნდა თამაშობდეს და ზაზა ფაჩულია — არა, არამედ პირიქით, და შესამაბისად, ასახელებს  სამ მიზეზს.

ერთი წუთით მარტივი სტატისტიკა გავიხსენოთ. მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი რეგისტრირებული კალათბურთელია, აქედან მხოლოდ 450 თამაშობს NBA-ში და კიდევ უფრო მცირე რაოდენობა ანუ 47 კალათბურთელია ევროპიდან. ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ ფაჩულიამ თამაში დაიწყო 90-იან წლებში, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში კალათბურთის სასწავლად საუკეთესო დრო ნამდვილად არ იყო. ამიტომაც იმ სამი მიზეზიდან, რომელიც FOX SPORT-ს თავის სტატიაში აქვს დასახელებული, პირველ მიზეზად ზაზას ევროპელობა, მის მიერ სხვა ევროპელებისთვის მაგალითის მიცემა და NBA-ის  გლობალიზაციაში ხელის შეწყობა აქვს დასახელებული.

ფარიდან ფარში — ზაზა ფაჩულიას საოცარი ნატყორცნი - Sputnik საქართველო
ფარიდან ფარში — ზაზა ფაჩულიას საოცარი ტყორცნა

გლობალიზაცია და კალათბურთის უფრო მეტი პოპულარიზაცია ის ღერძია, რომელზეც NBA დგას და FOX SPORT-ის სტატიის მიხედვით BIG Z არის ამ ღერძის ერთ-ერთი განსახიერება. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ მათი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა დემოკრატიის განუზომლად დიდი მასშტაბების დანერგვაა. დემოკრატიას კი ტოლერანტობის ასევე არნახული დაფუძნება მოსდევს.

აშშ-ში ძალიან გულშემატკივრობენ მათ, ვინც იჩაგრება ან სუსტია. FOXS SPORT-ს მიაჩნია, რომ ფაჩულია დაიჩაგრა!!! დაიჩაგრა იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ პროტესტის კამპანია ჩატარდა, რომელიც სოციალურ ქსელებში აშკარად ჩანდა. ამიტომაც მეორე მიზეზეზია „დავამარცხოთ ინტერნეტი“. ინტერნეტ-ბულინგის დამარცხების ყველაზე ნათელი მაგალითი ისევ NBA-შია ნაპოვნი და მისი დამარცხების თვალსაჩინო ნიმუშისთვის სტატიის ავტორს შორს წასვლა არ დასჭირვებია. გასული სეზონის ფინალურ სერიაში „გოლდენ სტეიტი“ „კლივლენდს“ ანგარიშით 3:1 უგებდა. ლებრონ ჯეიმსს ყველა დასცინოდა ვისაც არ ეზარებოდა. საბოლოოდ კი „მეფემ“ და მისმა გუნდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს.

მესამე მიზეზიც ჩაგრულებისადმი დახმარების პათოსითაა გაჯერებული. ხმის  მიცემის ახალი სისტემა სტატიის ავტორის კრიტიკის ობიექტია. მისი  მტკიცებით, ALL STAR-ი არის შოუ. შოუ კი საკუთარ თავში მხოლოდ უძლიერესების თამაშსს არ მოიცავს. 

© FB/ Zaza Pachuliaზაზა ფაჩულია თამაშის წინ
ზაზა ფაჩულია თამაშის წინ - Sputnik საქართველო
ზაზა ფაჩულია თამაშის წინ

ზაზა ფაჩულია ნიუ-ორლეანში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა, ქართველმა კალათბურთელმა მთელი ამ დროის მანძილზე რამდენიმე ძალიან დიდი საქმე გააკეთა. მან აშშ საქართველოზე, როგორც კალათბურთის მოყვარულ ქვეყანაზე, ისე აალაპარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიიღო მილიონ ნახევარზე მეტი ხმა. მარჩიელობა იმაზე, თუ რომელ ქართველს შეუძლია ასე გააერთიანოს საზოგადოება თავის ირგვლივ, უსაფუძვლოა, მაგრამ ის, რომ ზაზა თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველი სპორტსმენია, სადავო ნამდვილად არ არის.

P.S. 80-იანი წლების ბოლოს თბილისში NBA-ის კლუბი „ატლანტა ჰოუქსი“ იყო ჩამოსული. „ქორების“ რიგებში იმ პერიოდის უდიდესი ვარსკვლავი დომინიკ უილკინსი თამაშობდა. ეს იყო NBA-ის მხრიდან ევროპაში გადადდმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი. დომინიკის და გუნდის ჩამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე თბილისს კლუბის წარმომადგენლები ეწვივნენ. როგორც ახლა ყვებიან ამერიკელი სტუმრები, სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სსრკ-ს ჩემპიონატის მატჩზე „დინამო“ „ცსკა“ წაიყვანა. ნანახით სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ, ოღონდ ფრაზამ, რომელიც მათ თურმე მატჩის შემდეგ გამართულ ვახშამზე წარმოთქვეს, ყველანი შოკში ჩაყარა:

„რა კარგი თამაშია, ძალიან ჰგავს კალათბურთს“.

ზაზა ფაჩულია იმას კი არ თამაშობს, რაც ძალიან ჰგავს კალათბურთს, იგი ნამდვილ კალათბურთს თამაშობს. 


ყველა ახალი ამბავი
0