კინო თბილისში: რა ვნახოთ 19-22 იანვარს

გამოწერა
ვინ დიზელი კონკურენციის გარეშეა, ახალი შემაძრწუნებელი საშინელებათა ფილმი და კიდევ ბევრი საინტერესო და სასიამოვნო პრემიერა. Sputnik საქართველო მომავალი უქმეებისათვის ყველაზე ცხელი კინოპრემიერების მიმოხილვას გთავაზობთ.

19 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შედგება შემდეგი ფილმების პრემიერა:

"XXX: დაბრუნება"(xXx: Return of Xander Cage)- რეჟისორ დი ჯეი კარუზოს ბოევიკი ვინ დიზელით მთავარ როლში. მისი გმირი ქსანდერ კეიჯი წლების შემდეგ ბრუნდება ნებაყოფილობითი განდევნიდან და დაუჯერებელი მოვლენების მორევში ხვდება. იგი თავზეხელაღებული ექსტრემალების გუნდს ქმნის, რომელთან ერთადაც მოუწევს იპოვოს უძლიერესი ფარული იარაღი — „პანდორას ყუთი“. გმირებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, რადგან ამ იარაღზე საშიში კრიმინალები ნადირობენ. 

ფსონები სასიკვდილო თამაშში უფრო იწევს, როცა ირკვევა, რომ მსოფლიოს მთავრობებიც არიან ჩართულნი შეთქმულებაში, რომელშიც სამყაროს ბედი უნდა გადაწყდეს.

საინტერესო ფაქტი: მიმდინარე წელს ვინ დიზელს 50 წელი უსრულდება.

კაკუნი ჯოჯოხეთის კარზე (Don't Knock Twice) — რეჟისორ კარადორ ვ ჯეიმსის ტრილერი. 

დაკარგული მეგობრის ძიება ხლოიას მშობლიურ ქალაქში ჩაიყვანს. ადგილობრივი თქმულებით, ქალაქის გარეუბანში საშიში კუდიანი ცხოვრობს, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებზე ნადირობს. იმისთვის, რომ ქალაქის ლეგენდას ფარდა ახადოს,  ხლოიას მოუწევს გამოიძახოს უძველესი დემონი და გადააბიჯოს რეალური სამყაროს ზღურბლს. აღსანიშნავია, რომ ფილმს საფუძვლად ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქის რეალურად არსებული ლეგენდა უდევს. 16 წლამდე პირები სეანსზე არ დაიშვებიან. 

საინტერესო ფაქტი: მსახიობი ხავიერ ბოტეტი, რომელმაც ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა — მარფანის სინდრომით. 2 მეტრის სიმაღლის ხავიერს, ფაქტიურად ორჯერ შეუძლია მოიკეცოს. სწორედ მან (და არა კომპიუტერული გრაფიკა) შეასრულა მთავარი როლი ფილმებში „დედა“, „მეწამული პიკი“, „რეპორტაჟი“ და „ფიცი 2“. 

გასულ კვირას თბილისის კინოთეატრებში გამოვიდა ამერიკული ფილმი-მიუზიკლი „ლალა დენდი“ ემა სტოუნისა და რაიან გოსლინგის მონაწილეობით. 

ბენ აფლეკის კრიმინალური დრამა „ღამის კანონი“ და ამერიკული კომედია „რატომ ის?“. 

უკვე თბილისის კინოთეატრებშია კრის უეჯის ფანტასტიკური ფილმი „მონსტრი მანქანები“, ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას დრამა „ანას ცხოვრება“, საოჯახო კომედი რეჟისორ ჰიუგო ჟელენისაგან „2+1“, საახალწლო მელოდრამა „მგზავრები“ კრის პრეტისა და ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით, კრიმინალური კომედია „ცუდი სანტა“ და ასევე სამეცნოერო-ფანტასტიკური ბოევიკი „მკვლელის კრედო“. 

მულტფილმები ბავშვებისათვის: „თოვლის დედოფალი 3: ცეცხლი და ყინული“, „მოანას თავგადასავალი“ და „ძაღლების დიდი გაქცევა“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0