როგორ ირჩევდნენ საქართველოში პარლამენტს და რა მოლოდინები აქვთ მისგან

© Sputnik / Levan Avlabreliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სოციოლოგიური კვლევის მონაწილეებმა წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასეს, ისაუბრეს ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისა და ახალი პარლამენტისადმი მოლოდინების შესახებ.

აშშ–ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობით არის განწყობილი და მმართველ პარტია „ქართული ოცნებას-დემოკრატიულ საქართველოს“ მხარს უჭერს.

კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ შედეგები ოთხშაბათს NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა პრეზენტაციაზე წარადგინა. გამოკითხვა ჩატარდა 4 ნოემბერი – 4 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 ადამიანის პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარია +/-1,8%. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების მიზეზები დაასახელა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად 8 და 30 ოქტომბერს ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა (150 ადგილიდან 115) მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ მოიპოვა. 

საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27 მანდატი, საარჩევნო ბლოკმა  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  - 6 მანდატი. საკანონმდებლო ორგანოში ასევე შევიდნენ მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე — პარტიიდან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

წინასაარჩევო პერიოდი

საქართველოში რესპონდენტთა თითქმის ნახევარი (46%) მიიჩნევს, რომ 2012 და 2016 წლების წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა არ იყო. ოთხი წლის წინ ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით 2016 წელს ძალადობა ნაკლები იყო, მიაჩნია გამოკითხულთა 18%-ს. საპირისპირო აზრი გამოთქვა 12%-მა.  

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 2016 წელს 34,4 მილიონი ლარი შეადგინა

გამოკითხულთა უმრავლესობა (47%) ეთანხმება აზრს, რომ  2012 და 2016 წლების წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის შემთხვევები არ ყოფილა. 2016 წელს 2012 წელთან შედარებით მეტი ზეწოლის ფატები იყო, ამას რესპონდენტთა 17% აცხადებს. საპირისპირო აზრისაა 11%.

გამოკითხვის მონაწილეთა მესამედი (36%) ამტკიცებს, რომ დეპუტატების კანდიდატები მათ საერთოდ არ დაკავშირებულან. კანდიდატები რაიონში გამართულ  შეხვედრაზე თვითონ შეხვდნენ გამოკითხულთა 31%-ს, გამოკითხულთა 28%-ს გადასცეს ფლაერები, 17%-თან ოჯახში მივიდნენ, 12%-ს საჯარო შეხვედრაზე შეხვდნენ და მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს დაუკავშირდნენ ტელეფონით.

როგორ ირჩევდნენ პარლამენტს

NDI–ს გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 62%-მა გადაწყვიტა თუ ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. საარჩვენო კამპანიის დროს არჩევანი გამოკითხულთა 27%-მა გააკეთა, და მხოლოდ რესპონდენტთა 11%-მა გადაწყვეტილება უშუალოდ არჩევნების დღეს გააკეთეს. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა არჩევნების პირველი ტურის მსვლელობისას გაყალბების შესახებ განაცხადა

ამომრჩეველთა არჩევანზე, ძირითადად, იმოქმედა პარტიების ეკონომიკურმა პოლიტიკამ (39%), არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის ფაქტორი (16%), ასევე იმოქმედა პარტიების ისეთმა პოზიციებმა, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება (10%), საგარეო პოლიტიკა (9%), კანონის უზენაესობა (8%), განათლება (5%).

ამომრჩევლები ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებდნენ, როგორიცაა პარტიის კონკრეტული წარმომადგენლებისადმი ნდობა, საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, პარტიის ძველი საქმიანობა.

გამოკითხულთა 68%-მა არჩევნებში მონაწილეობა თავის სამოქალაქო მოვალეობად ჩათვალა. რესპონდენტთა ნაწილი (12%) ხმის მისაცემად წავიდა, რათა მისთვის მისაღები პარტიისთვის დაეჭირა მხარი. 10% კი საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა იმიტომ, რომ  მათი ხმები არ გაყალბებულიყო. უმცირესობაშია ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, რათა მთავრობას მხარი დაუჭირონ (5%) ან შეცვალონ ის (3%).

გამოკითხვის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა (92%) საკმარის ინფორმაციას ფლობდა იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა მიეცათ ხმა.  გამოკითხულთა უმრავლესობა (85%) დეპუტატების კანდიდატების შესახებ ინფორმირებული იყო, ამ კუთხით რესპონდენტთა 73%-თვის ინფორმაციის მთავარ წყაროს ტელევიზია წარმოადგენდა. შედარებისათვის კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გამოკითხულთა მხოლოდ 6%-მა მოიძია.

არჩევნების დღე

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში NDI–ს გამოკითხვის მონაწილეთა 74%-მა მიიღო. ამ დროს ახალგაზრდობა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან შედარებით ნაკლებად აქტიური იყო. მეტი აქტიურობით  მამაკაცები გამოირჩეოდნენ.

ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობამ 51,63% შადგინა. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება არ მოსწონს

არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, მონაწილეობა რესპონდენტთა 46%-მა მიიღო, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ მეორე ტური გამოკითხვის მონაწილეთა 24%-ის რაიონებში არ ჩატარებულა.

მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ვითარება იყო უსაფრთხო, მოწესრიგებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებული.

რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (96%) საკუთარი  არჩევანი ორივე ბიულეტენზე დააფიქსირა და ხმა მისცა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. ამ დროს გამოკითხულ ამომრჩეველთა 85%-მა ორივე შემთხვევაში ხმა ერთსა და იმავე პოლიტიკურ ძალას მისცა და მხოლოდ 12%-მა — სხვადასხვას.

საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობა საარჩევნო კომისიების მუშაობით კმაყოფილია. გამოკითხულთა უმრავლესობა (59%) ელექტრონული კენჭისყრის შემოღებას ემხრობა, რათა ამომრჩეველმა უბანზე კენჭი უყაროს კომპიუტერის და არა ქაღალდის ბიულეტენის მეშვეობით. 

თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო
„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა" - საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება

კენჭისყრაში რატომ არ მონაწილეობდით?

NDI–ს მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობა არ მიუღია გამოკითხვაში მონაწილეთა 23%-ს. რესპონდენტთა მესამედმა (31%) არჩევნებში მონაწილეობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მიიღო. საარჩევნო კამპანიის დროს ასეთი გადაწყვეტილება რესპონდენტთა 19%-მა მიიღო, არჩევნების დღეს კი — 26%-მა.

მიზეზთა შორის, რომლებმაც ადამიანებს არჩევნები მონაწილეობაში ხელი შეუშალა, ყველაზე პოპულარული იყო „მონაწილეობას ვგეგმავდი, მაგრამ ვერ შევძელი (ამინდის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა მიზეზების გამო)“ — ასე უპასუხა რესპონდენტთა 31%-მა. კიდევ 27%-მა აღნიშნა, რომ ვერ შეძლეს ხმის მიცემა, რადგან სხვა ქალაქში ან სოფელშია დარეგისტრირებული.

პოლიტიკა არ აინტერესებს გამოკითხულთა 11%-ს, 8% თვლის, რომ მათი ხმა ვერაფერს შეცვლის, ამდენივე რესპონდენტი არც ერთ პარტიას არ ემხრობა, ხოლო 5%-მა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღესს, რადგან დარეგისტრირებული არ იყვნენ. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უგულავა: სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა

რესპონდენტთა უმნიშვნელო ნაწილი (1%) არჩევნებზე არ წავიდა, რადგან ვერ გადაწყვიტა, ვისთვის მიეცა ხმა. ამდენივე ადამიანმა არ იცოდა, სად იყო დარეგისტრირებული.

მოლოდინები ახალი პარლამენტისგან 

არჩევნებისგან რამდენიმე კვირაში, NDI–ს გამოკითხვაში  მონაწილეთა უმრავლესობა კითხვაზე „ვინ არის პარლამენტში თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი?“ სწორად უპასუხა, არასწორად — 8%-მა. გამოკითხულთა მეოთხედმა არ იცოდა, ხოლო კითხვაზე არ უპასუხა 1%-მა.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა — 65 % ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის. 56 %-ის აზრით, პარლამენტის წევრი აქტიური იქნება.

გამოკითხვის მონაწილეთა 48 % აცხადებს, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს. ამდენივე ადამიანი ფიქრობს, რომ დეპუტატი ხალხის ინტერესებს დაიცავს.

შედარებისათვის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ NDI–ს მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა აღნიშნა, რომ დეპუტატი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეთა დიდი ნაწილი (42%) თვლის, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტზე უკეთესად იმუშავებს. საპირისპირო აზრისაა რესპონდენტთა 8%. პარლამენტის საქმიანობა არ შეიცვლება, თვლის გამოკითხულთა 30%, კიდევ 19%-მა არ იცოდა, რა ეპასუხა. 

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
უგულავა-ბოკერიას გუნდი საქართველოში ახალ მოძრაობას ქმნის

„ახალი პარლამენტის წევრები თქვენნაირი ადამიანების აზრს გაითვალისწინებენ“ — ამ მტკიცებულებას მთლიანად ეთანხმება გამოკითხულთა 19%, ნაწილობრივ — 43%. საერთოდ არ ეთანხმება რესპონდენტთა 13%, ნაწილობრივ არ ეთანხმება 14%. პასუხი არ ჰქონდათ 12%-ს.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი (46%) თვლის, რომ მათთვის რთული იქნება პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნა, გამოკითხვის მონაწილეთა 36% ამას არ ეთანხმება.

არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა  

საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, მხარს უჭერს პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. კითხვაზე,  რომელი პარტიაა თქვენთან ახლოს შეხედულებებით, რესპონდენტთა 40%-მა უპასუხა, რომ ეს არის „ქართული ოცნება“, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 10%-მა დაასახელა. 

კვლევის ჩატარების პერიოდში (2016 წლის ნოემბერი-დეკემბერი) უკვე სახეზე იყო განხეთქილების ნიშნები ენმ-ში. პარტიაში ურთიერთობები საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაიძაბა. პარტიის იდეური სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურში მონაწილეობისა და, საერთოდ, პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, NDI-ს რესპონდენტებიდან არც ერთი პარტია არ მოსწონს გამოკითხულთა 22%-ს, პასუხზე უარი განაცხადა 9%-მა.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ შეხედულებებით ახლოსაა რესპონდენტების 3%-თან. 

ასეთივე მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“, რომელმაც ბლოკში „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩევნების შედეგად პარლამენტში 6 ადგილი მოიპოვა.


ყველა ახალი ამბავი
0