ანა ჭავჭავაძე — გრაფინია ვორონცოვა-დაშკოვასი და პარიზული „იმედის“ იმედი

ანა ვორონცოვა-დაშკოვასი
ანა ვორონცოვა-დაშკოვასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი იგორ ობოლენსკი რუბრიკაში „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ გრაფინია ანა ვორონცოვა-დაშკოვაზე მოგვითხრობს, რომელმაც საფრანგეთში მოდის სახლი „იმედი“ გახსნა.

1924 წელი, აგვისტო. პარიზის ერთ-ერთ მთავარ სასაუბრო თემად მოდის სახლ „იმედის“ გახსნა და მისი „დიასახლისის“ პერსონა იქცა. ეს გრაფინია ანა ვორონცოვა-დაშკოვასი, ქალიშვილობაში — ჭავჭავაძე გახლდათ; გრაფინია ანა, რომლის იშვიათი სილამაზე სულ რაღაც შვიდიოდე წლის წინ პეტერბურგის საიმპერატორო მეჯლისებს  ამკობდა.

სხვათა შორის, გრაფინიაზე პეტერბურგშიც ბევრს ლაპარაკობდნენ. მის უძვირფასეს კაბებზე ღილებად ასხმულ მტრედის კვერცხის ხელა ბრილიანტებს მთელი ქალაქი განიხილავდა.

ანა ვორონცოვა-დაშკოვა
ანა ვორონცოვა-დაშკოვა - Sputnik საქართველო
ანა ვორონცოვა-დაშკოვა

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილ გრაფინიას სახელი ბებიის, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილიშვილის, ანას საპატივცემულოდ დაარქვეს. ანას დიდებული ბებია 1854 წელს შამილის ტყვეობაში მოხვედრილა, როდესაც მისი მებრძოლები ჭავჭავაძეთა წინანდლის მამულს დაესხნენ თავს. სწორედ მაშინ დაღუპვია ახლად შობილი ქალიშვილი ლიდია.

ბებია ანამ სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე წლის შემდეგღა შეძლო. ქალი შამილის ტყვეობაში გატარებული წლების გახსენებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. გამონაკლისი არც თავად ალექსანდრე დიუმასათვის დაუშვია, რომელიც მისი ბედით დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ ანა ვორონცოვა-დაშკოვას მეუღლე გახლდათ შვილთაშვილი ქართველებისთვის კარგად ცნობილი მიხაილ ვორონცოვისა —  რუსეთის ერთ-ერთი პირველი მეფისნაცვლისა კავკასიაში და შამილთან ბრძოლების აქტიური მონაწილისა.

© photo: Sputnik / Павел Балабанов / გადასვლა მედიაბანკშიკავკასიის მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი (ტომას ედვარდ ლოურენსის ნახატი)
კავკასიის მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი (ტომას ედვარდ ლოურენსის ნახატი)  - Sputnik საქართველო
კავკასიის მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი (ტომას ედვარდ ლოურენსის ნახატი)

თავადის ასულ ანა ჭავჭავაძისა და გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ჯვრისწერის მდიდრული ცერემონია 1916 წელს გაიმართა. ერთი წლის შემდეგ კი, ოქტომბრის გადატრიალების მერე, გრაფი ალექსანდრე ბოლშევიკებთან მებრძოლ მოხალისეთა არმიას შეუერთდა, გრაფინია ანა კი ესენტუკში გაემგზავრა დასასვენებლად, სადაც შეეძინა კიდეც ვაჟი — სახელად ილარიონი.

ოთხი წლის შემდეგ დიდგვაროვანი ოჯახი საფრანგეთში გადაიხვეწა, სადაც ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწიათ. გრაფინია ანა მთელ იმედებს მოდაზე ამყარებდა. ალბათ ამადაც უწოდა საკუთარ მოდის სახლს „იმედი“.

მოდელიერად ქცეულ გრაფინიას საქმეები მართლაც კარგად აეწყო. მისი მოდის სახლის კლიენტები გახდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და ჰოლანდიის მდიდარი და ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები.

დაშკოვა-ვორონცოვად ქცეულმა ჭავჭავაძეების ასულმა შუაგულ ევროპაში მოდად თავად საქართველოც აქცია — ოციანი წლების დასაწყისში კავკასიით გატაცება საყოველთაო გახადა. ჟურნალებში გაჩნდა ქსოვილ „Tiflis-ის“ რეკლამა, სამოდელო სახლებმა „caucasien-ის“ სტილის სამოსის კერვა  დაიწყეს, ხოლო მონმარტრზე უამრავი კავკასიური სამზარეულო გაიხსნა.

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

და კიდევ: ანა ვორონცოვა-დაშკოვასი პარალელურად კოკო შანელის ჩვენებებზეც გამოდიოდა მოდელად.

იმ წლებში პარიზის მოდის სახლებს სხვადასხვა კატეგორიის მოდელი ქალები ჰყავდათ: ისინი, რომლებიც სამოსს უშუალოდ კლიენტებს წარუდგენდა და ისინი, რომლებიც მაღალი წრის მიღებებზე, სადილებს და კოქტეილებზე ჩნდებოდნენ კონკრეტული მოდის სახლის სამოსში გამოწყობილები. ეს უკანასკნელნი ხომ თავადაც საზოგადოების ამ ფენას წარმოადგენდნენ.

შანელის სახლს რამდენიმე ასეთი „სვეტსკი“ მანეკენი ჰყავდა —  რუსეთის იმპერიიდან ევროპაში გადახვეწილი დიდებული ქალბატონები. ერთ-ერთი მათგანი გრაფინია ანა ვორონცოვა-დაშკოვასიც გახლდათ, რომელიც ნაღებ საზოგადოებასთან შეხვედრებზე შანელის კაბებს ირგებდა. თავადაც სამოდელო სახლის მფლობელი გრაფინია აღფრთოვანებულ შეკითხვებზე, ვისი სამოსი ეცვა, უბრალოდ პასუხობდა, ეს ჩემი კოლეგა კოკოს საჩუქარიაო…

მერე კი „იმედს“ საქმეები უკან და უკან წაუვიდა. 1929 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი გადაიყოლა, ფინანსურ რყევებს ცოტამ თუ გაუძლო. სამწუხაროდ, გრაფინია ბედნიერთა შორის არ აღმოჩნდა.

ანა ვორონცოვა-დაშკოვასი, დაბადებით თავადის ქალი ჭავჭავაძე, 1941 წელს სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა — მეუღლის, გრაფ ალექსანდრეს გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ…

ყველა ახალი ამბავი
0