თბილისური უქმეები: 13-15 იანვარი

© Sputnik / Alexander Imedashviliმაიდანი, თბილისის ცენტრი
მაიდანი, თბილისის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძველით საახალწლო უქმეებზე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კონცერტები, გამოფენები, ბალ-მასკარადები და სხვა სადღესასწაულო საღამოები ელით.

ასე რომ, გაიხალისეთ უქმეები და კიდევ ერთხელ შეხვდით ახალ წელს!

ლიეპა ქართულ სცენაზე

© თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიცნობილი რუსი მოცეკვავე და ბალეტმეისტერი, რუსეთის სახალხო არტისტი ანდრის ლიეპა
ცნობილი რუსი მოცეკვავე და ბალეტმეისტერი, რუსეთის სახალხო არტისტი ანდრის ლიეპა - Sputnik საქართველო
ცნობილი რუსი მოცეკვავე და ბალეტმეისტერი, რუსეთის სახალხო არტისტი ანდრის ლიეპა

როდის: 13 იანვარი, 19:00 საათი

სად: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თბილისის სახელმწიფო თეატრი

დაწვრილებით: https://tkt.ge/ka/event/akhali-tseli-andris-liepastan-ertad-53106

ცნობილი რუსი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ანდრის ლიეპა ძველ ახალ წელს ქართველი მაყურებლის წინაშე წრასდგება, ახალ წელს მიულოცავს და საკუთარი შემოქმედებიდან საინტერესო ისტორიებს უამბობს. საღამოზე ასევე ნაჩვენები იქნება ანდრის ლიეპას საბალეტო დადგმა იგორ სტრავინსკის მუსიკაზე „ფასკუნჯი“.

შეხვდით ახალ წელს

© FB/ ELAMI.MZEსტეფანე მღებრიშვილი
სტეფანე მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
სტეფანე მღებრიშვილი

როდის: 13 იანვარი, 22:00 საათი

სად: Buddha Bar (ევროპის მოედანი, რიყის პარკთან)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1801505873437452/

შეხვდით ძველით ახალ წელს სტეფანე მღებრიშვილის საღამოზე, რომლის სპეციალური სტუმრები იქნებიან კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი და მომღერალი მაია დარსმელიძე.

კანფეტების დამზადება

© FB/ ARTBOOMGEნამცხვრები
ნამცხვრები - Sputnik საქართველო
ნამცხვრები

როდის: 14 იანვარი, 15:00 საათი

სად: განვითარებისა და შემოქმედების ცენტრი Art BOOM Ge (შოთა რუსთაველის № 18)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1531805323504286/

დაამზადებინეთ ბავშვებს საკუთარი ხელით კანფეტები სხვადასხვა ხილის ჩირის, თხილისა და არომატული სანელებლებისგან. ეს იქნება არა მარტო გემრიელი კანფეტები, არამედ სეზონურ ვირუსებთან ნამდვილი საბრძოლო „აბები“.

მასტერ-კლასის ფინალში ბავშვებს ჩაის სმის მხიარული ცერემონია ელით.

საახალწლო მასკარადი

© FB/ SALSATBILISIბალ-მასკარადი
ბალ-მასკარადი - Sputnik საქართველო
ბალ-მასკარადი

როდის: 14 იანვარი, 21:00 საათი

სად: სასტუმრო  D’Plaza (აკაკი წერეთლის გამზირი)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/688856557961196/

თქვენ საშუალება გაქვთ ბედობას საახალწლო ბალ-მასკარადზე შეხვდეთ. Salsa Caliente Tbilisi-ს ორგანიზატორების მოთხოვნით, საღამო დრესკოდია ზღაპრული პერსონაჟები ნიღბებით. თქვენ გელით მხიარული საახალწლო შოუ კონკურსებით, ნომინაციებით, გათამაშებებითა და პრიზებით.

უფასო ბაზრობა

როდის: 15 იანვარი 13:00 — 21:00

სად: GENERATOR 9.8 (ათონელის №29)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1111701612261975/

უფასო ბაზრობა — ეს არის ბაზრობა ფულის, ვაჭრობისა და გაცვლა-გამოცვლის გარეშე, სადაც მიიტანთ იმ ნივთს, რომლის გაჩუქებაც გსურთ და აიღებთ იმას, რაც სხვებმა მოიტანეს. ეს ერთგვარი პროტესტია ჭარბი მოხმარების წინააღმდეგ. ბაზრობაზე შეგიძლიათ მიიტანოთ წიგნები, ტანსაცმელი, აქსესუარები, ფეხსაცმელი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები.

ტოლსტოი ქართულ სცენაზე

© ა. ს. გრიბოედოვის სახელობის თეატრისპექტაკლი "ხოლსტომერი. ცხენის ისტორია"
სპექტაკლი ხოლსტომერი. ცხენის ისტორია - Sputnik საქართველო
სპექტაკლი "ხოლსტომერი. ცხენის ისტორია"

როდის: 15 იანვარი 18:00

სად: გრიბოედოვის თეატრი

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/116171892216875/

გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე ნაჩვენები იქნება ლევ ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“. 2013 წელს ავთანდილ ვარსიმაშვილის ეს დადგმა რუსეთის XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის, „ოქროს რაინდის“ გრან-პრის მფლობელი გახდა.

ბაჟბეუკ-მელიქოვის გამოფენა

© FB/ საქართველოს ეროვნული მუზეუმიალექსანდრ ბაჟბეუკ-მელიქოვის ნახატი
ალექსანდრ ბაჟბეუკ-მელიქოვის ნახატი - Sputnik საქართველო
ალექსანდრ ბაჟბეუკ-მელიქოვის ნახატი

როდის: 24 თებერვლამდე

სად: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის №11)

დაწვრილებით: http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=14258

XX საუკუნის ცნობილი ფერმწერისა და ქართული სახვითი ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის ნამუშევრების ექსპოზიცია მისი დაბადებიდან 125-ე და გარდაცვალებიდან 50-ე წლისთავს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაჟბეუკ-მელიქოვის ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმების ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.

სასწაულები „ექსპერიმენტორიუმში“

© FB / experimentorium.geსახალისო მეცნიერების მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი"
სახალისო მეცნიერების მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი - Sputnik საქართველო
სახალისო მეცნიერების მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი"

როდის: 15 იანვრამდე, 15:00 საათი

სად: „ექსპერიმენტორიუმი“ (პ. ინგოროყვას №17)

დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/248299765603000/

ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის საინტერესო საახალწლო პროგრამა სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ მოეწყობა სამეცნიერო ქვესტით (30 წუთი), აზოტის შოუთი (15 წუთი), საჩუქრებით, სასუსნავითა და ექსკურსიებით.

არ გამოტოვოთ!

SPUTNIK-საქართველო გისურვებთ სასიამოვნო უქმეებს!

ყველა ახალი ამბავი
0