23:28 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
შმპანური ღვინო

როგორ შევარჩიოთ შამპანური საახალწლოდ

© FL/ dpotera
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)
8520

შამპანური ღვინო საახალწლო სუფრის უცვლელი და აუცილებელი ატრიბუტია, სწორედ ისე, როგორც გოზინაყი.

ქართული წარმოების შამპანურებიდან რომელი რომელს სჯობს და რით, ეს მეტ-ნაკლებად კარგად მოეხსენებათ ჩვენს თანამემამულეებს, აი, ჰიპერმარკეტების თაროებზე გამოფენილი უამრავი დასახელებისა და ლამაზად გაფორმებული სასმელების შესახებ კი, ვფიქრობთ, ნაკლები ინფორმაცია ექნებათ.

სწორედ ამიტომ მოახლოებული დღესასწაულის წინ „Sputnik-საქართველომ“ გადაწყვიტა, რამდენიმე რჩევა მოგცეთ ევროპული წარმოების სასმელის შეძენის წინ.

დასახელება Champagne-ის გამოყენება აკრძალულია შამპანის პროვინციის მიღმა დამზადებულ ყველა სასმელზე
დასახელება Champagne-ის გამოყენება აკრძალულია შამპანის პროვინციის მიღმა დამზადებულ ყველა სასმელზე

აღსანიშნავია, რომ დასახელება „შამპანური“ (vin de Champagne) ჯერ კიდევ 1891 წლის მადრიდის ხელშეკრულებითაა დაცული და მხოლოდ პროვინცია შამპანში ჩამოსხმულ ღვინოებზე უნდა იყოს დატანილი. უფრო მეტიც, ეტიკეტზე ტერმინის „შამპანური მეთოდი“ (méthode champenoise ან champagne method) აღნიშნვაც კი 2005 წელს ოფიციალურად აიკრძალა შამპანის პროვინციის მიღმა დამზადებულ ყველა სასმელზე. დაშვებულია მხოლოდ წარწერა „ტრადიციული მეთოდი“ (méthode traditionelle). ის კი არა, საფრანგეთის სხვა რეგიონებსაც კი ეკრძალებათ დასახელება Champagne-ის გამოყენება. სწორედ ამიტომ ბორდოელი, ბურგუნდიელი და ელზასელი მეღვინეების მიერ ჩამოსხმულ შუშხუნა ღვინოებს ჰქვია არა „შამპანური“, არამედ Crémant.

შამპანური ღვინის მარკირება

მარკირების შესწავლა საშუალებას მოგცემთ, მარტივად განსაზღვროთ მწარმოებლის სტატუსი და სანდოობა. ძირითადი აბრევიატურები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ასეთია:

გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მარკირებებიც:
•    Collection — ანუ საკოლექციო, შეზღუდული რაოდენობისა
•    Brut Reserve — საუკეთესო ჯიშების ყურძნის ნარევი
•    Grand Crus — შამპანის საუკეთესო ვენახებიდან
•    Premier Crus — მეორე კატეგორიის ვენახებიდან
•    Millesime — ერთი წლის ყურძნის მოსავლიდან
•    R.D. (recemment degorge) — ნალექისგან გაწმენდილია უშუალოდ გაყიდვის წინ

თემები:
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)

თემაზე

საახალწლო გამოცანა მოულოდნელი პასუხით
ნაძვის ხეები მოგითხრობთ, რა გელით 2017 წელს

მთავარი თემები