კინო თბილისში : რა ვნახოთ 22 – 25 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრი "რუსთაველი"
კინოთეატრი რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუმარცხებელი მაიკლ ფასბენდერი, ძაღლების დიდი გაქცევა და ბევრი ლამაზი და სასაცილო კინო წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად - „Sputnik-საქართველო“ განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

22 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

 „მკვლელის კრედო“ (Assassin's Creed) —  პოპულარული კომპიუტერული თამაშების Assassin’s Creed-ის მიხედვით გადაღებული რეჟისორ ჯასტინ კურზელის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ბოევიკი. კორპორაცია „აბსტერგომ“ გენეტიკური მეხსიერების გათავისუფლების ტექნოლოგია შექმნა, რათა ასასინების შთამომავლების დახმარებით მოიპოვონ უძველესი არტეფაქტი — ედემის ვაშლი. „აბსტერგო“ კალუმ ლინჩს იპოვის და მის სიკვდილის გაითამაშებს. კალუმ ლინჩი ხვდება თავგადასავალში, რომელიც მის წინაპარს ესპანეთის ინკვიზიციის დროს  XV საუკუნეში გადახდა. წარმოუდგენელი ცოდნის და შესაძლებლობების მიღების შემდეგ კალუმი ჩვენს დროში ტამპლიერების ორდენის რაინდებს ებრძვის. მთვარ როლებში მაიკლ ფასბენდერი და მარიონ კოტიარი.  

 

 „ოზი: ძაღლების დიდი გაქცევა (Ozzy) — ალბერტო როდრიგესისა და ნაჩო ლა კაზას სათავგადასავლო მულტფილმი. სურათის მთავარი გმირია — უდარდელი ინგლისური მაძებარი სახელად ოზი. მისი ცხოვრება თავდაყირად დადგება, როდესაც მისი საყვარელი პატრონი გაემგზავრება შორეულ მოგზაურობაში. მარტინების ოჯახმა ის ძაღლებისთვის განკუთვნილ ელიტურ სპა-სასტუმროში ჩააბარა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მხოლოდ ხაფანგია და მათი საყვარელი ძაღლი ნამდვილ ძაღლების ციხეში მოხვდებოდა. იმისათვის, რომ გადალახოს დაცვის სუპერ-სისტემა და ბოროტი ციხის მცველი ძაღლების წინააღმდეგობა, ოზის, თავისნაირ უბედურ ძაღლებთან ერთად მოუწევს ისტორიაში ყველაზე ეშმაკური და გაბედული გაქცევის დაგეგმვა. 

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა „ვარსკვლავური ომების“ სპინ-ოფი —   ფანტასტიკური ფილმი „გარიყული: ვარსკვლავური ომების ისტორია“, ამერიკული დრამა  „მოჩვენებითი სილამაზე“ უილ სმიტის, ქეით უინსლეტის, ედვარდ ნორტონის, კირა ნაიტლისა და ჰელენ მირენის მონაწილეობით. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მისტიური თრილერი „განსახიერება“. 

ასევე კინოთეატრებშია:

• კომედია „საახალწლო კორპორატივი“ (+18) 

• რობერტ ზემეკისის სამხედრო დრამა „მოკავშირეები“ — მთავარ როლებში მარიონ კოტიარითა და ბრედ პიტით 

• ფსიქოლოგიური თრილერი სახელწოდებით „ღამის ცხოველები“ ჯეიკ ჯილენჰოლით და ემი ადამსით მთავარ როლებში. 

აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ:

• ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი „ჯადოსნური ცხოველები და სად ვეძებოთ ისინი“. 

საბავშვო მულტფილმები: „შრეკის“ შემქმნელებისგან მულტფილმები „მოანა“ და „ტროლები“. 

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0