ადამაინის უფლებათა დღე: 2016: სიტუაცია საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმიანი დილა თბილისში
წვიმიანი დილა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.

მსოფლიო ისტორიაში დეკლარაციით პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, იგი საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 60-მდე დოკუმენტის შემუშავებას, რომლებიც ერთობლიობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ქმნიან.

პეტრე ცისკარაშვილი - Sputnik საქართველო
ცისკარაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ამ თემას საქართველოშიც ვერ აუარეს გვერდი. ამ დღის თემა იყო — 2016 წლის ადამიანის უფლება —„იბრძოლე ვიღაცის უფლებისთვის“.

„ადამიანის უფლების დაცვა ყველას ინტერესში შედის. ადამაინის უფლების პატივისცემა თითოეული ადამიანის კეთილდღებას განსაზღვრავს, უზრუნველყოფს სტაბილურობას საზოგადოების შიგნით და ჰარმონიას  მსოფლიოში“- აღნიშნა გაეროს გენერეალურმა მდივანმა პან გი მუნმა, ვისი სიტყვების ციტირებასაც ახდენს ორგანიზაციის საიტი

ადამიანის უფლებები საქართველოში

შაბათს, ადამიანის უფლების დღეს, სახალხო დამცველის აპარატმა  საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში წამოიწყო საინფორმაციო  კამპანია, რომელიც ქვეყნის მცხოვრებლებს მათი უფლებების შესახებ შეახსენებს. დღესდღეობით ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ძირითად პრობლემებად რჩება მშრომელთა უფლებების დარღვევა  და ფემიციდი, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის კუთხით. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც

ანალოგიური დარღვევა უკანასკნელად სწორედ ადამიანის უფლების დღეს მოხდა. შაბათს, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, კახეთში მამაკაცმა მისი ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. 

„დროა რადიკალური ზომები გატარდეს, მათ შორის საკანონმდებლო სფეროშიც და ფემიციდი, როგორც ასეთი, დაასჯადი გახდეს. საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი უნდა გაჩნდეს“, — აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა კონფერენციაზე, რომელიც ადამიანის უფლების დღეს მიეძღვნა. 

ომბუდსმენმა რეკომენდაცია მისცა სისხლის სამართლის საქმეთა გამომძიებლებს, რომ გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის ნებისმიერ შემთხვევას. 

2014 წლის გახმაურებული დანაშაულებრივი ტალღის შემდეგ ხელისუფლება გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ოჯახური ძალადობის ამსახველ ფაქტებს. ამჟამად „ოჯახური ძალადობა“ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. 

ასევე საქართველოში მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის გამოვლენის წინააღმდეგ,“ რომელიც ადამიანის უფლებას იცავს რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ან სხვა რაიმე განმასხვავებელი ნიშნის მიუხედავად.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი ლედი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის პროექტს უერთდება

ანტიდისკიმინაციულმა კანონმა საქართველოში ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა ყველა პრობლემა. განსხვავებული ორიენტაციის ადამაინების დევნა ჯერ ისევ აქტუალურია. დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში ტრანსგენდერის, ბიანკა შიგუროვას დაღუპვამ. იგი საკუთარ სახლში მკვდარი 2016 წლის თებერვალში აღმოაჩინეს. მისმა სიკვდილმა ქვეყანაში ლგბტ-ს ბევრი წარმომადგენელი დააფრთხო, რის შემდეგაც მათ თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.

მაშინ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. რაც შეეხება მშრომელთა უფლებებს საქართველოში ძირითადად მათი პრობლემებით პროფკავშირები არიან დაკავებული.

მათი მონაცემებით, სიტუაცია შრომითი ექსპლუატაციის თვალსაზრისით კვლავაც მძიმეა.140 ათასი მშრომელი საკუთარი გამომუშავებული შრომის საფასურად საარსებო მინიმუმზე ნაკლებ თანხას იღებს. მათი შრომის პირობები კი, შეიძლება ითქვას, არადამიანურია. 

გაერთიანებულმა პროფკავშირმა ადამაინის უფლების დღეს ხელისუფლებას საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. რაც შეეხება ციხეებში არსებულ სიტუაციას, ის შესამჩნევად გაუმჯობესდა. ამის შესახებ საუბრობენ როგორც სახალხო დამცველი, ასევე ექსპერტები. 

2012 წლის „ციხის სკანდალმა“ ოპოზიციის საპარლამეენტო არჩევნებში გამარჯვებისა და მათი ხელისუფებში მოყვანის საქმეში არაუკანასკნელი როლი ითამაშა.


ყველა ახალი ამბავი
0