საქართველოში ექიმები რჩევებს ინტერნეტით გასცემენ

© Sputnik / Denis Aslanovონლაინ კლინიკა
ონლაინ კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს, უფრო იოლად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის მაგალითია დღეისათვის მეტ-ნაკლებად გავრცელებული მეთოდი: ონლაინ–კლინიკა.

მსგავსი ორგანიზაცია საქართველოში აქამდე არ არსებობდა. მის შეექმნას სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ-საქართველო“ ეხმარება. პროექტის ავტორმა, ბიზნესმენმა არჩილ სიველიძემ „Sputnik-საქართველოს“ საკუთარ სტარტაპზე მოუთხრო.

ექიმი კავშირზე

ონლაინ–კლინიკა — ეს სპეციალური ვებ-გვერდია, რომელზეც რეალურ დროში ექიმის კვალიფიციური კონსულტაციის მიღებაა შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთ კლინიკებში სხვადასხვა პროფილის ექიმთან შეიძლება გასაუბრება – თერაპევტთან, კარდიოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან და ა.შ.

„მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში მიიღებს კონსულტაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულად ვლაპარაკობთ — ინტერნეტში ძალიან ბევრი რჩევა მოიძიება, რომლებსაც გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია“, — ამბობს პროექტის ავტორი არჩილ სიველიძე.

ონლაინ–კლინიკა გასცემს არა მხოლოდ რჩევებს, არამედ ყველანაირად შეუწყობს ხელს პაციენტს ჰოსპიტალიზაციის ყველა ეტაპზე, დაეხმარება ადამიანს საჭირო სპეციალისტთან გადამისამართებაში, შესაბამისი პროფილის კლინიკის მოძებნაში, აუცილებელი ანალიზების გაკეთებაში.

„საქართველოში მაინც ძნელია კონკრეტულ ექიმთან მიმართვის მიღება. პაციენტთან მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ ეკითხება მას, სად გადაიყვანოს. იმისათვის, რომ ადამიანი კონკრეტულ კლინიკაში მოხვდეს, იქ ნაცნობი ექიმი უნდა ჰყავდეს. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ მოხვდნენ იმ საავადმყოფოში, სადაც თავად სურთ“, — აცხადებს არჩილ სიველიძე.

© Sputnik / Denis Aslanovარჩილ სიველიძე
არჩილ სიველიძე - Sputnik საქართველო
არჩილ სიველიძე

რჩევების ძიება ღამით

„ერთხელ მეუღლემ ღამით გამაღვიძა და მითხრა, ბავშვი ცუდად არისო. აღმოჩნდა, რომ ძალიან სტკიოდა ყური. ავფორიაქდით, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. სასწრაფოში თუ დარეკავ, მაშინვე ჰოსპიტალიზაციას შემოგთავაზებენ“, — თქვა არჩილ სიველიძემ.

მისი თქმით, ფორსმაჟორული ვითარების გამო ოჯახმა ინტერნეტის მეშვეობით მოიძია რჩევები, ასევე ნაცნობებსა და მეგობრებში, მაგრამ ყველა მხრიდან განსხვავებული და ერთმანეთის გამომრიცხავი რეკომენდაციები მიიღეს. 

„ერთნი ამბობდნენ, ცხელი საფენები დაადეთო, მეორენი — ცივიო, ვიღაც მარილს მირჩევდა, ვიღაც კი კატეგორიულად გვიკრძალავდა ამას… არადა, ბავშვი ტირის, ყური სტკივა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე“, — გაგვიზიარა არჩილ სიველიძემ განცდები.

სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
საპარტნიორო ფონდი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულების დაფინანსებას იწყებს

სწორედ მაშინ გაუჩნდა მას ონლაინ–კლინიკის დაარსების იდეა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებდა და ადამიანი კვალიფიციური რჩევის მიღებას შეძლებდა შინიდან გაუსვლელად.

მალე ველოდებით

დღეისათვის ონლაინ–კლინიკის დაარსებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პაციენტი ექიმს ვიდეოზარით დაუკავშირდება ვებ-გვერდიდან, სადაც ასევე იქნება ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა, მომხმარებლის პირადი გვერდი (ანკეტა) და სპეციალისტების ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები.

კომპანიის შტატში, სავარაუდოდ, რამდენიმე ექიმი იქნება, რომლებიც 24/7 რეჟიმში იმუშავებენ სამ ცვლად. პირველი კონსულტაცია უფასო იქნება. შემდგომში იგეგმება ყოველთვიური აბონემენტის შემოღება, რომელიც 15-20 ლარი ეღირება, რაც მომსახურებას მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

ყველა ახალი ამბავი
0