15:11 26 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
კონოაფიშა

კინო თბილისში: პრემიერები უქმეებზე - 27-30 ოქტომბერი

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (36)
5210

შეუდარებელი ბენედიქტ კამბერბეტჩი, მორიგი ქმნილება „შრეკის“ შემქმნელებისგან და მრავალი სხვა ფანტასტიკური და საინტერესო კინო - „Sputnik საქართველო“ ყველაზე ცეცხლოვანი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას გთავაზობთ, რომლებიც კინომანებმა თბილისში არ უნდა გამოტოვონ.

27 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
 „ტროლები“ (Trolls) — ანიმაციური კომედია „შრეკის“ შემქმნელებისგან. სიუჟეტის ცენტრშია უბედნიერესი არსება, რომელიც თავისი ორი მეგობარი ტროლის გადარჩენას აპირებს ბოროტი ბერგენებისგან. მისი არაჩვეულებრივი თავგადასავალი წარმოაჩენს მის ძალასა და ნამდვილს არსს.


 „ახალი ერა Z“ კოლმ მაკკარტის დრამატული ტრილერი, რომელიც გადაღებულია მაიკ კერის რომანის „პანდორას საჩუქრების“ მიხედვით. მოვლენათა ცენტრშია სამყაროთა დაუსრულებელი ომი. პლანეტას საშინელი ვირუსი მოედო: ადამიანებს თავს ესხმიან ინფიცირებული არსებები. ამან კაცობრიობა გაქრობის ზღვრამდე მიიყვანა. ერთადერთი იმედი ინფიცირებულების მეორე თაობაა. ისინი საშიში არიან, მაგრამ ფენომენალური, ადამიანებზე უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ. ისინი არიან გადამრჩენელი ვაქცინის შექმნის გასაღები.

„დოქტორ სტრეინჯი“ (Doctor Strange)
 — ამერიკული ფილმია Marvel Comics-ის პერსონაჟ დოქტორ სტრეინჯზე. სურათის სიუჟეტით, საშინელი ავტოკატასტროფა წარმატებული ნეიროქირურგის, დოქტორ სტრეინჯის კარიერას წერტილს უსვამს. ის, სასოწარკვეთილებაში მყოფი, განკურნებისთვის სამოგზაუროდ მიდის და საკუთარ თავში სივცესა და დროში ტრანსფორმირების საოცარ უნარს აღმოაჩენს. მისი მისია დედამიწის ბოროტებისგან დაცვა ხდება. მთავარ როლშია ბენედიქტ კემბერბეტჩი. ფილმს IMAX-ში თბილისის ეკრანებზე 28 ოქტომბრიდან იხილავთ.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია „ჯეკ რიჩერი 2: არასოდეს დაბრუნდე“ (Jack Reacher: Never Go Back),  ასევე კანადელი რეჟისორის ქსავიე დოლანის „ეს მხოლოდ სამყაროს აღსასრულია“ (Juste la fin du monde), ანიმაციური ფილმი „ქუბო. ლეგენდა სამურაიზე“ (Kubo and the Two Strings) და აზიფ კაპადიას „ალი და ნინო“.
თბილისის კინოთეატრებშია კომედია ჯეიკ ზემანსკის „არეულობა ქორწილში“, ამერიკული ინტელექტუალური დეტექტივი-ტრილერი „ინფერნო“ ტომ ჰენქსის მონაწილეობით და ფანტაზია-დრამა „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“.
მულტფილმი ბავშვებისთვის — „გამყინვარების პერიოდი 5: შეტაკება გარდაუვალია“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

თემები:
თბილისის კინოაფიშა (36)

მთავარი თემები