კინო თბილისში: რა ვნახოთ 15-18 სექტემბერ

© Fotolia / Alon Harelკინოდარბაზი
კინოდარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბრიჯიტ ჯონსის“ ეპიკური დაბრუნება, ტონ ჰენსქის მორიგი კინოშედევრი და ონლაინ-თმაშები უფროსებისთვის - „Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც არ უნდა გამოტოვონ თბილისელმა კინომანებმა

15 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„ბრიჯიტ ჯონსი 3“ (Bridget Jones's Baby)  - გახმაურებული რომანტიკული კომედიის სიქველი რენე ზელვეგერით მთავარ როლში. თითქოს გეჩვენება კარიერა — მთებში და ბინა — ლონდონის ცენტრში,  მაგრამ მაშინ ის ბრიჯიტ ჯონსი არ იქნებოდა, თუ არა მისი უნარი ყოველთვის აღმოჩნდეს არასასურველ ადგილას არასასურველ დროში და რაც მთავარია, არასასურველ მამაკაცთან ერთად. ბრიჯიტი აზრზე არაა თუ ვინაა მისი მომავალი შვილის მამა: მიმზიდველი მილიარდერი (პატრიკ დემპსი) თუ ცნობილი ადვოკატი (კოლინ ფერტი). ერთი სიტყვით, ბრიჯიტ ჯონსი საინტერესო და უცნურ მდგომარეობაშია. 

„გუძონის სასწაული (Sully)  - კლინტ ისტვუდის ბიოგრაფიული დრამა, რომელსაც საფუძვლად 2009 წლის 15 იანვარს აშშ-ში მომხდარი  რეალური ავიაშემთხვევა დაედო.  იმ დღეს ავიარეის 1549-ის კაპიტანმა ჩესლი სალენბერგერმა თვითმფრინავ  A320-ის ავარიული დაშვება ნიუ-იორკში, მდინარე გუძონის ცივ წყლებში. ბორტზე მყოფი 155 მგზავრიდან არავინ დაშავებულა. თუმცა, მიუხედავად საზოგადოებისა და მედია-საშუალებების კეთილგანწყობისა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც კაპიტან სალის პროფესიონალურ რეპუტაციასა და მრავალწლიან კარიერას საფრთხეს უქმნიდა. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰენკსი და აარონ ეკჰარტი ასრულებენ. 

 „ნერვი“ - ჰენრი ჯუსტისა და ერიელ შურმანის თრილერი ემა რობერტსისა და დეივ ფრანკოს მონაწილეობით. ფილმის ცენტრში — ჩუმჩუმელა ვია, რომელიც თანაკლასელების გავლენის ქვეშ მოექცა და თავისთვის ონლაინ-თამაში „ნერვი“ დაიწყო, სადაც მონაწილეები სხვადასხვა სირთულის დავალებებს ასრულებენ და ამისათვის არცთუ ცუდ თანხას იღებენ. მორიგ რაუნდში ვი ახალგაზრდა იენს გაიცნობს. ახალგაზრდა წყვილი თამაშის მაყურებლებს მოსწონთ და ისინი გადაწყვეტენ, რომ შემდეგი დავალება ვიმ და იენმა ერთად უნდა შეასრულონ. ფსონები იზრდება, დავალებები უფრო საშიში ხდება და ახალგაზრდები ნელნელა ხვდებიან, რომ ამ თამაშიდან გამოსვლა თავიანთი სურვილის მიხედვით გაუჭირდებათ. 

 

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში პროდიუსერისა და რეჟისორის, ტიმურ ბეკმამბეტოვის დრამატული ბოევიკი „ბენ — ჰური“ " (Ben-Hur), ამერიკული დრამა „სინათლე ოკეანეში“ (The Light Between Oceans) და Sausage Party ჩაეშვა. 

თბილისის კინოთეატრებში უკვე გამოვიდა  რეჟისორ პოლ გრინგრასის ამერიკული შპიონური მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი „ჯეისონ ბორნი“ (Jason Bourne) და ჯონ ლუკასისა და სკოტ მურის კომედია „ძალიან ცუდი დედიკოები“ (Bad Moms).

თბილისის კინოთეატრებში უქმეებზე ისევ შეგეძლებათ ნახოთ "ცხრა სიცოცხლე" (Nine Lives) კევინ სპეისის, ჯენიფერ გარნერისა და კრისტოფერ უოკენის მონაწილეობით. ფილმის ჩვენებაზე ექვსი წლიდან ასაკის ბავშვები დაიშვებიან. 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0