22:49 23 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
კინოდარბაზი

კინო თბილისში: რა ვნახოთ 8-11 სექტემბერს

© Sputnik/ Artem Zhitenev
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (31)
31 0 0

ტიმურ ბეკმამბეტოვის ახალი შემოქმედება, მაიკლ ფასსბენდერის ვნებები და მულტფილმი უფროსებისთვის - „Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც არ უნდა გამოტოვონ თბილისელმა კინომანებმა.

8 სექტემბრიდან თბილისის კინოთეატრებში ახალი პრემიერები იწყება. „ბენ-გური“(Ben-Hur) პროდიუსერისა და რეჟისორ ტიმურ ბეკმამბეტოვის დრამატული ბოევიკია, რომელიც ლიუ უოლესის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი ებრაელი ბენ-გურისა და რომაელი მესალას მეგობრობაზეა. ტყვეობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ბენ-გური სამშობლოში დაბრუნებას ახერხებს და შურისძიებაზე ფიქრობს. ფილმში მონაწილეობენ ჯეკ ჰიუსტონი, ტობი კობელი და როდრიგო სანტორო.

„სინათლე ოკეანეში" (The Light Between Oceans) — რეჟისორ დერეკ სიენფრენსის ამერიკული დრამაა, რომლის სცენარიც ავსტრალიელი მწერლის მ. სტედნამის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში — შუქურას მაყურებელი, ომიდან დაბრუნებული ტომია, რომელიც იზაბელს ხვდება. მათ შორის სიყვარული იბადება, რომელიც აბსოლუტურად გარდაქმნის იზაბელს და სიცოცხლის რწმენას უბრუნებს ტომს. ახლადდაქორწინებულები განმარტოებულ კუნძულზე სახლდებიან, რომლის ნაპირებსაც ერთხელაც ნავი ახალშობილი გოგონათი მიადგება. ახალგაზრდები ბავშვის საკუთარი შვილივით მოვას გადაწყვეტენ და არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად დამანგრეველი იქნება მათთვის ეს გადაწყვეტილება. ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი ასრულებენ. 

Sausage Party —  ანიმაციური კომედიაა უფროსებისთვის, რომელიც მაყურებელს სუპერმარკეტიდან საკვების წარმოუდგენელ თავგადასავლებზე მოუთხრობს. საჭმელად ვარგის მეგობრებს მთავარ კითხვაზე პასუხის მიღება მოუწევთ: არის კი ცხოვრება სუპერმარკეტის კედლებს იქით და რა ბედი აქვთ პროდუქტებს მას შემდეგ, რაც ისინი ადამიანების ხელში ხვდებიან?

 გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში რეჟისორ პოლ გრინგრასის ამერიკული შპიონური მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკი «ჯეისონ ბორნი“ (Jason Bourne), ჯონ ლუკასისა და სკოტ მურის კომედია „ძალიან ცუდი დედიკოები“ (Bad Moms) ბარი ზონერფელდის კომედია-ფენთეზი),  "ცხრა სიცოცხლე" (Nine Lives) და "ლუი დრაქსის მეცხრე სიცოცხლე" (The 9th Life of Louis Drax) — ფრანგი რეჟისორის ალექსანდრე აჟის თრილერ-დეტექტივი ჩაეშვა.

გასული კვირიდან ქართულ გაქირავებაში გამოვიდა დენის განზელის ბოევიკი „მექანიკოსი: გაცოცხლება“(Mechanic: Resurrection) ჯეისონ სტეთხემისა და ჯესიკა ალბას მონაწილეობით; „ოლდბოის“ და „ბილწი თამაშების“ შემქმნელებისგან პროვოკაციური ეროტიკული თრილერი „მოსამსახურე ქალი“ (Agasshi) და ფედერიკო ალვარესის საშინელებათა ფილმი „არ ისუნთქო“(Don’t Breathe).

თბილისის კინოთეატრებში უქმეებზე ისევ შეგეძლებათ დევიდ ეირის ფანტასტიკური ბოევიკის „თვითმკვლელთა რაზმი“(Suicide Squad) ნახვა ჯარედ ლეტოს, უილ სმიტის და მარგო რობის მონაწილეობით.

ბავშვებისა და მოზარდების კინო — მულტფილმი „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება" (The Secret Life of Pets).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

თემები:
თბილისის კინოაფიშა (31)

მთავარი თემები