10:14 24 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
მაყურებლები კინოთეატრში

კინო თბილისში: 25-28 აგვისტოს კინოაფიშა

© Sputnik/ Илья Питалев
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (36)
51 0 0

ჯეისონ სტეიტემის აღდგომა ეკრანზე, სამხრეთკორეული ვნებები და ჩასაფრებული საშიში ბრმა მოხუცები - Sputnik საქართველო აგრძელებს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომელთა გამოტოვებას კინომანებს არ ვურჩევთ.

25 აგვისტოდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერა შედგება:

„მექანიკოსი: აღდგომა“ (Mechanic: Resurrection) — დენის განზელის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. მთავარ როლებში  ჯეისონ სტეიტემი და ჯესიკა ალბა. სურათის მთავარ გმირს არტურ ბიშოპს, რომელმაც დიდი ხანია თავისი კრიმინალური წარსული უკან მოიტოვა, აიძულებენ კვლავ ძველ ხელობას დაუბრუნდეს. იმისთვის, რომ გამტაცებლებმა მისი შეყვარებული დააბრუნონ, მან უნდა გააკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის: სამი მკვლელობა, რომელიც იდეალურად უნდა შეინიღბოს, როგორც უბედური შემთხვევა. 

„მოსამსახურე“ (Agasshi) — სამხრეთკორეელი რეჟისორის  ჩან-უკ პარკის პროვოკაციული ეროტიკული ტრილერი. მოვლენების ცენტრშია გასული წლის 30-იანი წლების ისტორია: კორეა ოკუპირებულია იაპონელების მიერ. თაღლითი მეტსახელად გრაფი, ღარიბ გოგონას სოკეს სთავაზობს ავანტიურის გზით ფულის შოვნას. ამისათვის, კი სოკემ მუშაობა უნდა დაიწყოს  მოსამსახურედ მდიდარ იაპონელ ქალთან ხიდეკოსთან, რომელიც გარე სამყაროსთან არ აქვს კავშირი. გრაფს იმედი აქვს, რომ ხიდეკოზე იქორწინებს, მას გიჟად გამოაცხადებს, გამოამწყვდევს საგიჟეთში და მიითვისებს მის ქონებას. სოკე კი მას ამაში უნდა დაეხმაროს. მოულოდნელად თაღლითის იდეალური ჩანაფიქრი საფრთხის ქვეშ დგება. 

„არ ისუნთქო“ (Don’t Breathe) ფედერიკო ალვარესის ამერიკული საშინელებათა ფილმი. სიუჟეტის მიხედვით, მძარცველები მარტოხელა ბრმა მოხუცის სახლში იპარებიან დიდი თანხის მოპარვის მიზნით. თითქოს რა უნდა იყოს ამაზე ადვილი, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. საიდუმლო, რომელსაც მოხუცი მალავს იმაზე ბევრად საშინელია ვიდრე მისი საპენსიო დანაზოგი. 

გასული კვირიდან ქართულ კინოთეატრებში გაქირავებაში გავიდა ტოდ ფილიპსის  კომედიური დრამა „იარაღით მოვაჭრეები“ (War Dogs), კრიმინალური დრამა „ნებისმიერ ფასად“ (Hell or High Water) კრის პაინით მთავარ როლში. 

თბილისის კინოტეატრებშია — ფანტასტიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „თვითმკვლელთა რაზმი“(Suicide Squad) და პედრო ალმადოვარის „ჯულიეტა“((Julieta).

ფილმი ბავშვებისა და მოზარდებისათვის - მულტფილმი —„ შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“" (The Secret Life of Pets) და ფილმი ფანტასტიკა დევიდ ლოური „პიტი და მისი დრაკონი“ ((Pete's Dragon).


თემები:
თბილისის კინოაფიშა (36)

მთავარი თემები