კინო თბილისში: რა ვნახოთ ამ კვირას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკინოთატრი "რუსთაველი"
კინოთატრი რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკრანებზე ტარზანის ლეგენდარული დაბრუნება, ისტორია გოლიათსა და პატარა გოგონაზე, ასევე მძაფრსიუჟეტიანი და კომედიური ფილმების ზღვა - კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვა, რომლებიც თბილისელმა კინომანებმა 30 ივნისი - 3 ივლისის პერიოდში არ უნდა გამოტოვონ.

30 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„დიდი და კეთილი გოლიათი“ (The BFG) — რეჟისორისა და პროდიუსერის სტივენ სპილბერგის ამერიკული ოჯახური სათავგადასავლო ფილმი რონალდ დალის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

ფილმში მთავარ როლებს  ასრულებენ მარკ რეილენსი და რუბი ბარნჰილი. ფილმი პატარა გოგონა სოფისა და გოლიათის შესახებ მოგვითხრობს. ისინი დამეგობრდებიან და, თავგადასავლების ძიებაში, ბოროტი კაციჭამია გოლიათების შესაპყრობად მიემართებიან.

„ლეგენდა ტარზანზე“ (The Legend of Tarzan) — ესაა სათავგადასავლო ბოევიკი ჯონ კლეიტონ III-ზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარზანის — „ადამიანი-მაიმუნის“ სახელითაა ცნობილი. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ის ლონდონის საზოგადოებას მოერგო, დედოფალი ვიქტორია მას ავალებს, გაარკვიოს, რა ხდება კონგოში. ტარზანი ყოფილ დაქირავებულ მებრძოლთან ერთად მიემართება კონგოს გადასარჩენად სამხედრო მეთაურისგან, რომელსაც ალმასის მსხვილი საბადო აქვს ხელში ჩაგდებული. მთავარ როლებს ასრულებენ ალექსანდრ სკარსჰარდი და მარგო რობი.

 

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია ფანტასტიკური ბოევიკი „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“ (Independence Day: Resurgence), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ლიამ ჰემსვორტი და ჯეფ გოლდბლუმი; ასევე ნიკოლას სტოლერის კომედია „მეზობლები: ომის ბილიკზე 2“ (Neighbors 2: Sorority Rising).

უკვე თბილისის კინოთეატრებშია 3D ანიმაციური ფილმი „დორის ძიებაში“ (Finding Dory), რეჟისორ ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი „წყევლა 2“ (The Conjuring 2), კომედიური დეტექტივი „კარგი ბიჭები“ (The Nice Guys), ასევე დრამა  „ნგრევა“ (Demolition).

უქმეებზე თბილისში ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჯონ მ. ჩუს ამერიკული ტრილერი „სიცრუის ილუზია 2“ (Now You See Me 2), კრიმინალური დრამა „ფინანსური მონსტრი“ (Money Monster ) და სათავგადასავლო ფილმი-ფენტეზი „ვარკრაფტი“ (Warcraft).

ქართული კინო: კომედია „შეშლილები“.

კინო ბავშვებისა და მოზარდთათვის: „კუ–ნინძა 2“ (Teenage Mutant Ninja Turtles: Out of the Shadows), „ალისა სარკის მიღმა“ (Alice Through the Looking Glass) და „ბრაზიანი ჩიტები კინოში“ (The Angry Birds Movie).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0