კინო თბილისში: რა ვნახოთ 26-29 მაისს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკინოაფიშა
კინოაფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანებისა და ორკების შთამბეჭდავი ომი, ალისას თავგადასავლების გაგრძელება და უკან, 90-იანი წლების თბილისში - „Sputnik საქართველო“ განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც თბილისელმა კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

26 მაისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

„ვარკრაფტი“ (Warcraft) — სათავგადასავლო ფილმი-ფენტეზია. მისი მოქმედება Warcraft-ის სამყაროში მიმდინარეობს, რომელიც კომპიუტერული თამაშების ამავე სახელწოდების სერიაშია წარმოდგენილი. სიუჟეტის ცენტრშია ადამიანების ორკებთან პირველი შეხვედრა, უფრო ზუსტად, პირველი ომი, რომელშიც ურდო აღმოსავლეთ სამეფოში შეიჭრა და შტორმგრადის სამეფო გაანადგურა. ფილმის შემქმნელები შეეცადნენ, ორივე რასისთვის თანაბარი ყურადღება დაეთმოთ და არ წარმოუდგენიათ ერთი მხარე, როგორც გმირი და მეორე, როგორც — ბოროტი მხარე. თბილისის კინოთეატრებში „ვარკრაფტის“ ნახვა შესაძლებელია როგორც 3D, ისე IMAX ფორმატში.


 „ალისა სარკის მიღმა“ (Alice Through the Looking Glass) — სათავგადასავლო, ფენტეზი-ფილმი, ფილმის „ალისა საოცრებათა სამყაროში“ და ლუის კეროლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების გაგრძელება. ამჯერად მთავარი გმირი მეგობრის გადასარჩენად დროში მოგზაურობს, რაც მოულოდნელობებითა და ნათელი აღმოჩენებითაა სავსე. ფილმში მთავარ როლებს მია ვასიკოვსკა, ჯონი დეპი, ენ ჰეტეუეი და საშა ბარონ კოენი ასრულებენ.

 „ძმა“ 2013 წელს გადაღებული ქართული ფილმია. რეჟისორები არიან თეონა და ტიერი გრენადე. სურათი 90-იანი წლების თბილისზე მოგვითხრობს. 17 წლის გიორგი, რომელიც ტონი მონტანასა და ვიტო კორლეონეს ისტორიებითაა გატაცებული, თავის უმცროსი პიანისტი ძმის ოცნების განხორციელებაში დახმარებას ცდილობს. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს ირაკლი რამიშვილმა, ზუკა ცირეკიძემ, კახი კავსაძემ, ნატაშა შენგელიამ და ელენე გლურჯიძემ.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაშია ფანტასტიკური ბოევიკი X-Men: Apocalypse.

უკვე თბილისის კინოთეატრებშია ბრიტანული შპიონური ტრილერი „ჩვენნაირი მოღალატე“ (Our Kind of Traitor) და სუპერგმირული ბოევიკი „პირველი შურისმაძიებელი: დაპირისპირება“ (Captain America: Civil War).

ქართული კინო: ფანტაზია-კომედია „ვისი სული გსურს" და ლევან თუთბერიძის დრამა „მოირა“.

კინო ბავშვებისთვის: „ბრაზიანი ჩიტები კინოში“ (The Angry Birds Movie) და რედიარდ კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0