02:21 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კინოაფიშა

კინო თბილისში: რა ვნახოთ 21-24 აპრილს

© Sputnik/ Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის კინოაფიშა (55)
36 0 0

„ავატარის“ ახალი ფორმატით დაბრუნება დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, რობინზონ კრუზოსა და ელვის პრესლის დაუვიწყარი თავგადასავლები, მორიგი განსაცვიფრებელი რომანტიკული მელოდრამა ნიკოლას სპარკსისგან - დროა, საკუთარი სულიერი სამყარო პოზიტიური კინოემოციებით აავსოთ.

 „Sputnik საქართველო“ აგრძელებს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა თბილისში ხელიდან არ უნდა გაუშვან.

21 აპრილიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„ავატარის დაბრუნება" დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ — მხოლოდ უკვე IMAX-ის ფორმატში! შეგახსენებთ, მოქმედება 2154 წელს ხდება. სურათის სიუჟეტით, კაცობრიობა ფასეულ მინერალს ანობტანიუმს მოიპოვებს პანდორაზე, რაც ადგილობრივი ადამიანისმაგვარი ტომის ნა’ვის არსებობას ემუქრება. ფილმის დასახელება — ესაა ნა’ვის ჰიბრიდებისა და ადამიანების გენეტიკურად დაპროექტებული სხეულების დასახელება, რომელსაც მკვლევართა გუნდი პლანეტისა და პანდორის მკვიდრ მოსახლეობასთან ურთიერთობების შესასწავლად იყენებს.

ბელგიურ-ფრანგული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი „რობინზონ კრუზო: ძალიან დასახლებული კუნძული“ (Robinson Crusoe) — ესაა ისტორია რობინზონ კრუზოს ცნობილი თავგადასავლის შესახებ, ოღონდ უკვე დასახლებულ კუნძულზე და მხიარულ და საინტერესო პერსონაჟებთან ერთად. აქ ნახავთ თუთიყუშს მეტსახელად „სამშაბათი“ და მის მეგობრებს:  ქამელეონს, დაპირსა და სხვა ცხოველებს, რომელთა კომპანიაში კრუზოს მრავალი სახიფათო და საინტერესო თავგადასავალი ელოდება.

მელოდრამა ნიკოლას სპარკსის სცენარის მიხედვით „არჩევანი“ (The Choice) მოგვითხრობს თუ როგორ არ უნდა თქვა უარი სიყვარულზე. მტკიცე ბერბიჭა ტრევისი მიიჩნევს, რომ სიყვარული და ოჯახი მისთვის არაა. მას შესანიშნავი სამსახური აქვს, ჰყავს ერთგული მეგობრები, გატაცებულია ნადირობით, თევზაობითა და სპორტის ექსტრემალური სახეობებით. სერიოზული ურთიერთობები მისი სტიქია არაა. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც ტრევისის მეზობლად გოგონა სახელად გაბი სახლდება. მთავარ როლებს ფილმში ბენჯამინ უოკერი და ტერეზა პალმერი ასრულებენ.

„ელვისი და ნიქსონი“ (Elvis & Nixon) ესაა კომედია აშშ-ის 37-ე პრეზიდენტ ნიქსონისა და როკ-ენ-როლის მეფის ელვის პრესლის შეხვედრაზე. რაზე ლაპარაკობდნენ პრესლი და ნიქსონი ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ოვალურ დარბაზში შეხვედრისას? ამერიკაში ნარკომანიითა და სოციალიზმის გავრცელებით შეშფოთებული ელვისი პრეზიდენტს ნარკოკონტროლის საიდუმლო აგენტად დანიშვნას სთხოვს. პრეზიდენტი მომღერლის წინადადებას იღებს, მაგრამ პრესლის იძულება, რომ მან თეთრის სახლის თუნდაც ერთი პროტოკოლი დაიცვას, ნიქსონის ძალებს აღემატება.

„დამნაშავე“ (Criminal) — ესაა ფანტასტიკური ტრილერი კევინ კოსტნერის, გარი ოლდმანისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შეჩერების მცდელობისას გენეტიკოსები დაუჯერებელ ოპერაციას ახორციელებენ — ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაღუპული ოპერატიული მუშაკის მოგონებებსა და უნარებს საშიში პატიმრის სხეულში აცოცხლებენ იმის იმედით, რომ ეს უკანასკნელი აგენტის შეწყვეტილ მისიას ბოლომდე მიიყვანს.

ასევე კინოგაქირავებაში გამოვიდა ლევან თუთბერიძის დრამა „მოირა“, რომელიც მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია. მოირა ძველბერძნულ მითოლოგიაში ბედისწერის ქალღმერთია. თუთბერიძის ფილმში მოირა ორი მეთევზე ძმის უბრალო თევზსაჭერ ნავს ჰქვია. ესაა ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ისტორია. ციხიდან გამოსული ერთ-ერთი ძმა მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა, ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.

გასული კვირიდან ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ბოევიკი სუპერ გმირებზე „პირველი შურისმაძიებელი: დაპირისპირება“ (Captain America: Civil War) კომიქსების პერსონაჟის Marvel-ის თავგადასავლებზე, „ოსკარის“ მფლობელი უნგრული დრამა „საულის ვაჟი“ (Saul fia), ამერიკული ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი „მონადირე: ზამთრის ომი“ (The Huntsman: Winter's War) და ბრიტანული ფილმი „ცათამბჯენი“ (High-Rise).

თბილისის კინოთეატრებშია კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book), ილია ნაიშულერის ფანტასტიკური ბოევიკი „ჰარდკორი“ (Hardcore), „არწივი ედი“ (Eddie the Eagle) და დრამა ცნობილ სამხედრო ფოტოგრაფ იზაბელ რიდზე „ბომბზე უფრო ხმამაღლა“ (Louder Than Bombs).

გარდა ამისა, ამ უქმეებზე დედაქალაქის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ დრამატული ტრილერი „დიგნიდადის კოლონია“ (Colonia), ტრილერი „კლოვერფილდი, 10“ (10 Cloverfield Lane) და კომედია „მისია მაიამიში“ (Ride Along 2).

კინო ბავშვებისთვის — მულტფილმი „ზოოტოპია“ (Zootopia).

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

თემები:
თბილისის კინოაფიშა (55)

მთავარი თემები