Tbilisi Fashion Week: პროგრესული და ავანტიურული

გამოწერა
თბილისში მოდის კვირეულის მე–13 სეზონი დასრულდა. მის დამამთავრებელ ჩვენებებს Sputnik–ის კორესპონდენტი აკვირდებოდა. ანასტასია ხატიაშვილი მოგითხრობთ, როგორ აღვიქვამთ ქართულ მოდას ჩვენ და უცხოელები.

თბილისში მოდის კვირეულის მე–13 სეზონი დასრულდა. მის დამამთავრებელ ჩვენებებს Sputnik–ის კორესპონდენტი აკვირდებოდა. ანასტასია ხატიაშვილი მოგითხრობთ, როგორ აღვიქვამთ ქართულ მოდას ჩვენ და უცხოელები.

ოთხი დღე, ათობით ჩვენება და პერფომანსი, ასობით ქართველი და უცხოელი მოდის მიმდევარი, ბაიერი, კრიტიკოსი და ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან.  თბილისმა ჩვენი ფეშენ–ინდუსტრიის შესაძლებლობებიც დაგვანახა და იმაშიც დაგვარწმუნა, რომ თუ წარმოსახვა გაქვს, მთელი მსოფლიო შენს ფერხთქვეშაა.

მოდური ტანგო

ცოტა არ იყოს, ექსცენტრული და უდავოდ ნიჭიერი ქართველი ფოტომხატვრისა და ახლად გამომცხვარი დიზაინერისთვის, ირმა შარიქაძისთვის პერფომანსი ჩვეულებრივი ამბავია.

გასულ წელს,ე–12 სეზონის დებიუტანტმა „თბილისის მოდის კვირეულზე“ საკუთარი კაფსულა–კოლექცია წარმოადგინა, რომელიც ლეგენდარული ფრიდა კალოს მოტივებზე იყო შექმნილი. ამ სეზონზე  შარიქაძემ ორი ყველაზე დიდ გატაცებისთვის — მოდისა და ტანგოსთვის  გაიღო ხარკი.

© Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში
თბილისის მოდის კვირეული. პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში

ირმა შარიქაძემ ტანგო–სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, ატმოსფერული თეატრის სცენაზე წარმოადგინა. სხეულის ენით გადმოცემული, ულამაზეს აბრეშუმის ფერად სამოსში ჩაწნული ქალური ემოციები, რასაც თან ახლდა მრუმე განათება და მარადმშფოთვარე მუსიკა, ქართველი მოდის მოყვარულებიც მოხიბლა და უცხოელებიც.

„იმას, რაც სცენაზე ნახეთ, Tango De Rosa ჰქვია, რაც „ვარდების ტანგოს“ ნიშნავს. ეს ოთხი ცეკვით ნაამბობი რამდენიმე დრამატული სასიყვარულო ისტორიაა. თავად ცეკვა — როგორც ფენომენი — ჩემთვის ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, თბილისში ძალიან ცოტამ იცის ტანგოს ცეკვა, მე კი მინდა, რომ ბევრმა იცოდეს“, — უთხრა Sputnik–ს ირმა შარიქაძემ.

© Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში.
თბილისის მოდის კვირეული.  პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. პერფომანსი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში.

პერფომანსის საკვანძო მომენტი იყო ძალზე მეტყველი ფინალი: ერთ–ერთმა მოდელმა პირდაპირ სცენაზე გადაიპარსა თავი.

მოკლედ, რას არ გააკეთებ მაღალი მოსდისთვის?!

ქალის კოდი — ეს ერის კოდია

უბრალოებით, ლაკონურობითა და ქალური ენერგეტიკით გაიბრწყინა ქართულ მოდის კვირეულზე უკრაინულმა ბრენდმა „Blue Flax“.  მისმა ავტორებმა და დიზაინერებმა ოლგა შახვაროსტოვამ და ირინა კოვალიოვამ თქვეს, რომ ამ კოლექციის შექმნა სილამაზემ, ხალხურმა შემოქმედებამ და „ქალის კოდმა“ შთააგონა.

„ქალის კოდი — ეს ერის კოდია. ჩვენი კოლექცია — ეს ქალის ჰიმნია, რომელიც ერის კოდს ატარებს — უკრაინულსა და თუ ქართულს. ქალურობა, ეს უპირველესად, კერიის მცველია, დედაა, საყვარელი ქალია, მეუღლეა. ჩვენი სამოსი ქალს მართლაც ქალად აქცევს და მის ქალურობას ხაზს უსვამს“, — უთხრა Sputnik–ს ოლგა შახვოროსტოვამ.

თბილისის მოდის კვირეულზე უკრაინელი დიზაინერები მოდის პრომოუტერ ლიკა ყაზბეგთან თანამშრომლობის წყალობით მოხვდნენ. უკრაინელებს თბილისში განსაკუთრებით მოეწონათ ახალგაზრდა დიზაინრე Lalo–ს ნამუშევრები, რომელთანაც მომავალში სიამოვნებით იმუშავებდნენ.

© Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლ Blue Flax-ის კოლექცია.
თბილისის მოდის კვირეული.  დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლ Blue Flax-ის კოლექცია. - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლ Blue Flax-ის კოლექცია.

 

„ქართველ დიზაინერებს ძალიან კარგი გემოვნება აქვთ და ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვთ. რა მეთქმის — დაე, იღვაწონ!“ — უსურვეს ქართველ დიზაინერებს უკრაინული ბრენდის, „Blue Flax“–ის წარმომადგენლებმა.

© Levan Avlabreli თბილისის მოდის კვირეული. დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლ Blue Flax-ის კოლექცია.
 თბილისის მოდის კვირეული. დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლ Blue Flax-ის კოლექცია. - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლ Blue Flax-ის კოლექცია.

გიორგი შაღაშვილი: მინიმალიზმი და დახვეწილობა

კიოტო, ნარა, ოსაკა, ტოკიო — ეს ის იაპონური ქალაქებია, რომლებმაც ქართველ დიზაინერ გიორგი შაღაშვილს ექსკლუზიური კოლექციის შექმნა შთააგონა, რითაც დასრულდა კიდეც თბილისის მოდის კვირეული.

© Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი.
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი. - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი.

შაღაშვილი, როგორც ყოველთვის მინიმალისტური იყო, დახვეწილი და განუმეორებელი. მომხიბლავი გრძელი და მოკლე კაბები, გრძნობის აღმძვრელი კარდიგანები, ემოციუჯრი და ამაღელვებელი ქუჩური მოდა, მოხერხებული და ლამაზი ჩანთები, რუკზაკები, პალტოები. და ყველაფერი ეს ერთნაირად გემოვნებითა და მდიდარი ფანტაზიით შექმნა შაღაშვილმა როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

მქრქალი შავი ფერი, ულტრამოდური შავ–თეთრი კოპლები. და მხოლოდ შოუს ფინალში გამოჩნდა იაპონურ ეროვნულ მოტივებზე შეკერილ, მკვეთრი ფერის, უნიკალური თარგის კაბაში გამოწყობილი  თაკო ჩხეიძე — Tbilisi Fashion Week–ის იდეური სულის შთამბერავი.

© Levan Avlabreliთბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისის მოდის კვირეული. გიორგი შაღაშვილი

 

ბუმი ქართულ მოდაზე

მსოფლიოში ქართულ მოდაზე წარმოუდგენელი ბუმი შეინიშნება, მიაჩნია ცნობილ ქართველ დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს. მოდელიერის თქმით, ეს დიდი მიღწევაა, რომ ქვეყანაში სისტემატურად ტარდება მოდის ასეთი დღესასწაული და რომ მასში ძირითადი აქცენტი ქართულ ფეშნ–ინდუსტრიაზე კეთდება.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Tbilisi Fashion Week — ეს შესანიშნავი ტრამპლინია როგორც დამწყები დიზაინერებისთვის, ისე უკვე პროფესიონალი მოდელიერებისთვის. ასე რომ, ყველა დიზაინერმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს არაჩვეულებრივი შანსი. წარმატებები და წინსვლა ყველას!“, — თქვა ცქვიტინიძემ.

© Levan Avlabreliთაკო ჩხეიძე - თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი.
თაკო ჩხეიძე - თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი. - Sputnik საქართველო
თაკო ჩხეიძე - თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი.

Tbilisi Fashion Week–ის ცალკეული დიზაინერებითა და მოდური ტენდენციებით აღფრთოვანებულები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული საპატიო სტუმრები. როგორც ლონდონელმა მოდის ილუსტრატორმა სიუ დრეიმ (Sue Dray) აღნიშნა, ოთხი დღის განმავლობაში ნანახმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

„ქართველი დიზაინერების კოლექციები ძალიან პროგრესულად და ძალიან ავანტიურულად გამოიყურება. მიმაჩნია, რომ ყველა ეს ნამუშევარი შეიძლება მოწინავედ მივიჩნიოთ“, — დაასკვნა სიუ დრეიმ.

 

ყველა ახალი ამბავი
0