სულიერების აღორძინება და ეკლესიის დისკრედიტაცია - ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

© photo: Sputnik / მორწმუნეები ეკლესიაში
მორწმუნეები ეკლესიაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საზოგადოების განვითარების საფუძვლების რღვევა ხდება და ამაში, როგორც რელიგიისა და ეკლესიისადმი ნეგატიური დამოკიდებულის გაღვივებაში, გარკვეულ როლს მედიის საშუალებები ასრულებენ.

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს, სახელმწიფომ უნდა ხელი შეუწყოს სულიერების აღორძინებას ქვეყანაში, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

ილია მეორემ აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა. ბრწყინვალე აღდგომის ღამისთვის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათის“ მოქმედება შეამოკლა. სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც იყვნენ.

აღდგომა. მორწმუნეები სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

ილია მეორემ აღნიშნა, რომ ადამიანის სამოთხიდან განდევნის შემდეგაც მას შერჩა ისეთი სამოთხისეული სათნოებები, როგორიცაა სიყვარული, რწმენა, ერთგულება, სამართლიანობა, მეგობრობა, სიკეთე, წესრიგი, იერარქია. ეს სათნოებები წარმოადგენს „ზეციური ხელმწიფების თავისებურ აჩრდილს“, რომელსაც ემყარება „ნებისმიერი მიწიერი მეფობა“.

„ამიტომაც ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას, მით უფრო განმტკიცდება ქვეყანა“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მოუწოდა მორწმუნეებს სინანულისა და მიტევებისკენ, ასევე შეახსენა რომ ადამიანი არ არის სრულყოფილი. პატრიარქმა განმარტა, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული და როგორ უნდა გვესმოდეს ეს.

წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს

 - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს

„ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება აღვიდგინოთ და ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველო პოსტჰუმანისტური განვითარების პერიოდში იმყოფება, როდესაც მიზანმიმართულად ხდება ზოგადად მიღებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, საზოგადოების განვითარების საფუძვლების მოშლა და ამაში, როგორც რელიგიისა და ეკლესიისადმი ნეგატიური დამოკიდებულის გაღვივებაში, გარკვეულ როლს მედიის საშუალებები ასრულებენ.

ღვთიური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ქრისტე აღდგა! იერუსალიმში აღდგომის ცარიელ ტაძარში ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა
„ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ საზოგადოებაში სულიერი განვითარება ბევრად ჩამორჩება ტექნიკურ პროგრესს.

„ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მოუწოდა მრევლს გულმოწყალების, შემწყნარებლობის, სიტკბოების, სიმდაბლის, სიმშვიდისა და დიდსულოვნებისკენ და საქართველოს ყველა მკვიდრს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0