წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს
წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს

 - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის ხილვა მხოლოდ აცრილ მომლოცველებს შეეძლოთ

თბილისის, 1 მაისი - Sputnik. საქართველოში ისრაელიდან სპეცრეისით წმიდა ცეცხლი ჩამოაბრძანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ღვთიური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
ქრისტე აღდგა! იერუსალიმში აღდგომის ცარიელ ტაძარში ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა

ცეცხლს საქართველოს საპატრიარქოში მიიტანენ, საიდანაც მას მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის ხილვა მხოლოდ აცრილ მომლოცველებს შეეძლოთ.

ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა  და ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0