ქრისტე აღდგა! იერუსალიმში აღდგომის ცარიელ ტაძარში ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღვთიური ცეცხლი
ღვთიური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას უამრავი მორწმუნე ესწრება. ისრწელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ცოტა ხნის წინ გააუქმეს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან პირდაპირ ტრანსლაციას „პირველი არხი“ ახორციელებდა.

იერუსალიმის პატრიარქმა ის უკვე გამოიტანა კუბუკლიიდან.

ამის შემდეგ თეოფილე მესამემ დაურიგა ის ბერძნული ეკლესიის სასულიერო პირებს და სხვა კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს განკარგავენ.

სიწმინდეს მიიღებენ 11 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც მას ისრაელიდან თავიანთ ქვეყნებში ჩარტერული რეისებით წააბრძანებენ. ესაა კვიპროსი, ბულგარეთი. ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საქართველო, პოლონეთი და ყაზახეთი.

მრევლი ეკლესიაში - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მეუფე შიო: საათები გვაშორებს ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს

ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა  და ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.

წელს ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალზე დაუშვეს მხოლოდ ის მორწმუნეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ცნობილია, რომ ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა. ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ცოტა ხნის წინ გააუქმეს.

შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო აღდგომის ტაძრის კარი მხოლოდ 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ მხოლოდ სამართალდამცველები და სასულიერი პირები.

საქართველოში წმინდა ცეცხლს სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

ყველა ახალი ამბავი
0