საეკლესიო კალენდარი: 30 ივნისი

© photo: courtesy of Burusiთამარ მეფე და მეფე გიორგი მესამე. ვარძია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
თამარ მეფე და მეფე გიორგი მესამე. ვარძია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივნისს მოწამე შალვა ახალციხელის, მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

შალვა ახალციხელი

შალვა ახალციხელი იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. თამარ მეფის ვეზირი, ერისთავთერისთავი. ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების–ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი.

ზესტაფონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 29 ივნისი

1195 წელს შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმსობელს შესწირა. შალვა ახალციხელი სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის(ყარსი) ბრძოლებში(XIII საუკუნის დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში(1203).

შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. ბასიანის ომის შემდეგ შალვა ახალციხელი მანდატურთუხუცესი გახდა და ეს თანამდებობა მას 1225 წლამდე ეჭირა. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი(სამხრეთ საქართველოში).

1225 წელს, თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა  შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა.

ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წევას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 28 ივნისი

ივანე I მხარგრძელმა, ძმებს დამხმარე ძალა არ მიაშველა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს მართალია  არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ.

გარნისის კლდეებში თავშეფარებულ ივანეს მაღალი კლდიდან მოწყვეტილი ქვა დაეცა და იქვე გარდაიცვალა. შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა. ჯალალედინმა ტყვისათვის შეუსაბამო პატივი მიაგო მას, განზრახული ჰქონდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი გამოყენება მაგრამ ერთი წლის შემდეგ „ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო" სიკვდილით დასაჯა.

არსებობს მოსაზრება, რომ ცნობილი ხალხური ლექსი „შავლეგ, შენი შავი ჩოხა“, სწორედ შალვა ახალციხელს ეძღვნება.

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი

მანუელი, საბაილი და ისმაილი ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი სპარსელ დიდგვაროვანთა წრეს მიეკუთვნებოდნენ. წარმართი მამისგან განსხვავებით, მათი დედა კეთილმსახური ქრისტიანი იყო. მან მონათლა და მაცხოვრის მხურვალე სასოებით აღზარდა შვილები.

გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
საეკლესიო კალენდარი: 27 ივნისი

როცა დავაჟკაცდნენ, ძმები სამხედრო სამსახურში ჩადგნენ. სპარსეთის მეფემ, ალამუნდარმა იმპერატორ იულიანე განდგომილთან (361-363) საზავო ხელშეკრულების დასადებად გაგზავნა ისინი.

იულიანემ შესაფერისი პატივით მიიღო ელჩები, მაგრამ როცა მათ წარმართულ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, განრისხებულმა თვითმპყრობელმა დაარღვია კანონი და უცხო ქვეყნის დესპანები ავაზაკებივით საპყრობილეში ჩაყარა .

როცა ელჩების რწმენის სიმტკიცე იხილა, იმპერატორმა მათი სასტიკი წამების განკარგულება გასცა. ბოლოს, ქრისტეს ტარიგებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 362 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0