ილია მეორე: „მწუხარება სიხარულით შეიცვლება“

© photo: Sputnikწმინდა გიორგის ეკლესია ბოდბეში
წმინდა გიორგის ეკლესია ბოდბეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე იაკობთან ერთად ლიტურგია აღავლინა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის წყალობა აღემატება ნებისმიერ განსაცდელს, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბოდბის მონასტერში.

პატრიარქის თქმით, სულ მალე უფლის კურთხევით სასიხარულო ცნობებს შევიტყობთ.

„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ!“ – ბრძანა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში აღავლინა. ილია მეორემ ლიტურგია წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

© video: STRINGERქცევის ახალი წესები ქართულ ტაძრებში - მორწმუნეები დისტანციას იცავენ
ილია მეორე: „მწუხარება სიხარულით შეიცვლება“ - Sputnik საქართველო
ქცევის ახალი წესები ქართულ ტაძრებში - მორწმუნეები დისტანციას იცავენ

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საპატრიარქო ყველა მორწმუნეს დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო

ადრე საპატრიარქომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მორწმუნეებს სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში ყოფნა ურჩია, ხოლო მათ, ვინც ეკლესიაში მოდის, ორმეტრიანი, ეზოში კი 1,5 მეტრის დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ამისათვის მოინიშნა სპეციალური მანიშნებლები, რომლებიც მრევლს უჩვენებენ, სად უნდა დადგნენ.

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 91 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4876, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანია. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0