საქართველოში ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ

© photo: Sputnikსამება
სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნათლისღება სახელმწიფო დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე მეორედ მოსვლის შესახებ: „შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა...“

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი მორწმუნე მრევლს ურიგდება.

ნათლისღების წყალი უხრწნელად დიდხანს ინახება და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

ყველა ახალი ამბავი
0